მოხალისეები და ფერმერები ამზადებენ, თავისებურ, თავდაცვით ტექნიკას. ეს არის ძველი ყველგანმავალი - ლუაზ 969 Maxim-ის ტყვიამფრქვევით. საკმაოდ მოძველებული რამ გახლავთ, მაგრამ ამავდროულად არის მანევრული და კარგი გამავლიანობის უნარი გააჩნია.
მაქსიმის გარდა, მასზე დამონტაჟებულია ძველი დეგტიარევის ავტომატიც. ასეთი პატარა მანქანა შეძლებს გაზარდოს ტერიტორიული თავდაცვის ძალების მობილურობა. ამ ავტომობილით ასევე შესაძლებელია საკმაო რაოდენობის საბრძოლო მასალისა და სხვადასხვა იარაღის ტარება.
შეგახსენებთ, რომ ტერიტორიული თავდაცვის ძალები არ წარმოადგენს რეგულარულ არმიას, არამედ შედგება უკრაინელი მოხალისეებისა და პატრიოტებისგან, რომლებმაც იარაღი აიღეს ხელში, რათა მშობლიური მიწის დაცვა შესძლებოდათ.
შეხედეთ ამ ადამიანს ის მართლაც ჰგავს ზაპოროჟიელ კაზაკს.
გასაკვირი არ არის, რომ მოსკოველებს ყოველთვის ეშინოდათ კაზაკების და მაგიურ უნარებსაც კი მიაწერდნენ მათ.