კონფლიქტები ოკუპანტებმა ვერ შეუძლეს სევეროდონეცკის ალყაში მოქცევა 2022, 26 მაისი, 11:57 უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება, რომ მტერმა სცადა შეტევითი ოპერაციების განხორციელება სევეროდონეცკისა და ბახმუტის მიმართულებით ბერესტოვოს, ლიპოვოეს და პოჩეჩნოეს დასახლებების რაიონებში, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და უკან დაიხია გამაგრებული. პოზიციებისკენ.
188 4-ს მოსწონს |
ვინ ვინ და მე ეს მშვენივრად ვიცი, ქუთაისის ბრიგადაში ჯარისკაცმა ებრალიძემ თავი მოიკლა ტოტალიზატორის გამო დაგროვილი ვალების გამო.
კალანდაძისნაირი უთაო სარდლების გამო მოხდა უზარმაზარი დანაშაულებრივი შეცდომების დაშვება, რამაც ამხელა დანაკარგი განგვაცდევინა, განსაკუთღებით დასანანია საიდუმლო დოკუმენტაციის გატანა სენაკის ბრიგადიდან და ზუგდიდში "კუდ"-ის ბაზიდან.
ტექნიკის საბრძოლო და ბაზებიდან დანაკარზე არაფერს ვამბობ.
ამიტომ პური უნდა აცხოს მეპურემ, კალანდაძეს ბრიგადას კი არა ასეულს არ ვანდობდი, ბრიგადას გამოცდილი ოფიცერი უნდა მართავდეს და არა გამოუცდელი კარიერისტი, რომელიც მლიქვნელობით და ძმაბიჭობით მოხვდა ბრიგადის მეთაურის პოსტზე, რამაც მეოთხე ბრიგადის ტექნიკის და ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგი გამოიწვია.
დამარცხებული ჯარის უნიათო ოფიცერს ბრიგადის გენერლობას არ უნდა ჩუქნიდნენ!!!
ჩვენს ყოფილ პრეზიდენტს და გენშტაბს მამია ბალახაძის გეგმაზე ხელი რომ მოეწერა, ომი 5 დღეში არ დამთავრდებოდა, ჩვენი "პიონები" ონიდან თავისუფლად მისწვდებოდა გუფთას ხიდს და თოვლამრიდ პავილიონებს როკი-ჯავა-გუფთას გზაზე, რაც მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკას და ცოცხალ ძალას საკმაოდ დიდხანს შეაკავებდა, სამაგიეროდ არტილერიას მისცემდა "სამუშაოს" კონცენტრირებულ ოკუპანტების დანაყოფებზე.