კულტურა რატომ არის საბერძნეთის კუნძულებზე სახლები თეთრი ფერის 2022, 24 ივნისი, 9:52 საბერძნეთის თოვლივით თეთრი და ცისფერი სახლები, კიკლადის კუნძულების (რომელთა შორის ყველაზე პოპულარულია სანტორინი, მიკონოსი, პაროსი, კრეტა და ნაქსოსია) დამახასიათებელი თავისებურებაა, რომელიც მათი სავიზიტო ბარათი გახდა. რატომ თეთრი ფერი? საბერძნეთში შენობებს ქვისგან და ვულკანური მასალისგან აგებენ. აღნიშნული მასალა მუქი ფერისაა, მუქი ფერისთვის კი დამახასიათებელია მზის სინათლის შთანთქმა. ამდენად ნაგებობის კედლები ძალიან ცხელდება და ზაფხულის ცხელ დღეებში, ასეთ სახლებში გაჩერება შეუძლებელი ხდება. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბერძნებმა სახლების თეთრ ფერში შეღებვა გადაწყვიტეს. თუმცა ისინი იყენებენ არა საღებავს, არამედ სათეთრებელ კირს, რომელიც უფრო ბიუჯეტურიც არის და მისი მომზადება ნებისმიერს შეუძლია. თეთრი ფერი მზის სხივებს ირეკლავს, შენობა კი რჩება გრილი და ცხოვრებისთვის კომფორტული. კუნძული მიკონოსისახლების თეთრად შეღებვის ტრადიციის მეორე მიზეზია ქოლერა, რომელიც საბერძნეთში 1938 წელს მძვინვარებდა. ეს იოანის მეტაქსასის მმართველობის პერიოდში მოხდა. მისი განკარგულებით ყველა სახლი თეთრად შეღებეს, რათა ავადმყოფობის გავრცელებისთვის შეეშალათ ხელი. როგორც ცნობილია, კირი ანტიბაქტერიული თვისებებით ხასიათდება და ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სადეზინფექციო საშუალებად ითვლება. რატომ ცისფერი? საბერძნეთში გავრცელებულია ცისფერი ფხვნილი-საღებავი, რომელსაც "ლულაკი"-ს უწოდებენ. ლულაკისა და კირის ნაერთი იძენს მკვეთრ ცისფერ ფერს. ეს ფხვნილი საკმაოდ იაფფასიანი იყო, ამიტომ თეთრის გარდა, ადამიანები სახლებს ცისფერ ფერშიც ღებავდნენ. კუნძული სანტორინითუმცა იყო დრო, როცა საბერძნეთში შენობების ღებვა ბუნებრივ ფერებშიც დაიწყეს. ეს მეტაქსასის სიკვდილის შემდეგ ხდებოდა. 1967 წელს, სამხედრო დიქტატურის დამყარების შემდეგ, აუცილებელი გახდა კუნძულებზე სახლები თეთრი ან ცისფერი ყოფილიყო. შემდეგ ეს თანდათან ტრადიციად ჩამოყალიბდა. კუნძული პაროსიკუნძული პაროსიკუნძული პაროსიხელისუფლება აღნიშნულ ფერებს პატრიოტიზმის და ერთიანობის სიმბოლოდ თვლიდა. დროთა განმავლობაში საბერძნეთის სახლები იმდენად პოპულარული გახდა, რომ მთელი მსოფლიოდან იზიდავდა ტურისტებს. ისინი აღტაცებული იყვნენ ბერძნული ქათქათა შენობებით, პლაჟებით და პეიზაჟებით. ამის გათვალისწინებით, 1974 წელს, ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვით, ქვეყანაში შენობები თეთრ და ცისფერ ფერებში უნდა შეეღებათ. კუნძული კრეტაკუნძული ნაქსოსიასხვა სტატიები:ქვეყანა, სადაც მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოა მსოფლიოს საინტერესო ადგილები, რომელიც ღირს, ფოტოებზე მაინც აუცილებლად რომ ნახოთ მეცნიერის რადიაციული საფლავი, წყალქვეშა სასაფლაო და სხვა უჩვეულო საფლავები (+ვიდეო) ჰოუსკის ციხე-სიმაგრე – აშენდა იმისთვის, რომ "ჯოჯოხეთის კარიბჭე" დაელუქათ არც იეტი, არც ჯუჯები: იდუმალი ადამიანები, რომელთა სიმაღლე 10 წლის ბავშვის სიმაღლეს არ აღემატება ალ-ნასლაა – მისტიკური კლდე საუდის არაბეთში ესპანეთის ქალაქი, რომელიც კლდის თავზეა გაშენებული და სულ ერთი ქუჩა აქვს იემენის (არაბეთი) დევნილები, რომლებიც მაღალ მთებში ცხოვრობენ და მძიმე შრომით გააქვთ თავი რატომ ჩანს კოსმოსიდან ზოგიერთი ქვეყნის საზღვარი ასე უცნაურად? მადაგასკარის ტყე, რომლის ხეების მწვერვალებიც სამართებელივით ბასრია 698 5-ს მოსწონს |