x
image
ირინა მ.
მრავალი საუკუნის წინ, კლდეზე აშენებული ესპანეთის ქალაქი

image

ადამიანები უხსოვარი დროიდან, დედამიწის სხვადასხვა ადგილებში დიდ სიმაღლეებზე სახლდებოდნენ. სახლებს მთებზე და კლდეებზე აშენებდნენ აუცილებლობიდან გამომდინარე: უსაფრთხოების მიზნით, რელიგიური შეხედულებებით და სხვადასხვა მიზეზებით.

ბარსელონიდან 120 კმ.-ში არის საოცარი ადგილი: კლდის ვიწრო პლატოზე, რომელიც გველეშაპის კუდს მოგვაგონებს და სიგანე დაახლოებით ოთხი მეტრი აქვს, სახლების მხოლოდ ორი რიგია განლაგებული. ეს ქალაქი კასტელფოლიტ-დე-ლა-როკაა. იგი კლდეზე მრავალი საუკუნის წინ იქნა აშენებული, რომელსაც გაზვიადების გარეშე ესპანეთის მარგალიტი შეიძლება უწოდოთ. ეს აუცილებლად უნდა ნახოთ, თუ რა თქნა უნდა, სიმაღლის შიში არ გაქვთ.


image


ბაზალტური კლდე, რომელზეც ქალაქია გაშენებული, კატალონიაში მდებარეობს, პროვინცია ჟირონის ბუნებრივ პარკში. იგი წარმოშობილია ვულკანური ლავის ნაკადების ერთმანეთთან შეჯახების შედეგად. ამასთან ბუნებამ ეს კლდე ორ ეტაპად შექმნა: ჯერ, 217 ათასი წლის წინ, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად შეიქმნა, ასე ვთქვათ საძირკველი ამ კლდისთვის, მრავალი ასეული წლის შემდეგ კი, კიდევ ერთი ამოფრქვევის შედეგად, თითქოს სპეციალურად ჩამოყალიბდა კედელი, ვიწრო პლატოს მსგავსი.


image


კლდის სიმაღლე 50 მეტრია, ადგილის ფართი კი, სადაც ერთადერთი ქუჩაა გაშენებული ორი რიგი სახლებით, სულ 670 კვადრატული მეტრია. საოცარია, მაგრამ ამ პატარა ქალაქში, რომელსაც ზოგიერთ გზამკვლევში სოფელსაც კი უწოდებენ, თავისი ღირსშესანიშნაობები აქვს. აქ თავიანთი ეკლესია აქვთ (სან სალვადორი), რომლის ისტორია XIII საუკუნიდან იწყება, აქვთ ბევრი პატარა კაფე, ბარი და რესტორანი (ამათგან ყველაზე ძველი 1870 წელს არის გახსნილი), ძეხვის მუზეუმი, რომელიც 27 წელია არსებობს და რა თქმა უნდა სადამკვირვებლო გემბანი. სტუმრებს შეუძლიათ დატკბნენ შესანიშნავი ხედებით, რომელიც ქალაქიდან იშლება.


image


ამ დასახლებულ პუნქტამდე მისვლა ძალიან რთულია, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი აქ არ არსებობს, საჭიროა საკუთარი ავტომანქანა ან ტაქსი. ადგილობრივ შრომისმოყვარე მოსახლეობას ხილბოსტნეული კლდის ძირას გაშენებულ ბაღებსა და ბოსტნებში მოჰყავთ, სადამდე მიღწევაც არც თუ ისე იოლია.



image


რაც შეეხება ქალაქს, იგი თითქმის 800 წლისაა. თავიდან ის აშენდა როგორც საფორტიფიკაციო ობიექტი. თავისი ისტორიის მანძილზე იგი არაერთხელ დანგრეულა მიწისძვრებისა და ომების შედეგად, თუმცა სახლებს შენარჩუნებული აქვს შუასაუკუნეების იერი. მასალად მაცხოვრებლებს გამოყენებული აქვთ ვულკანური ლავისგან წარმოქმნილი ბაზალტი, სახურავები ყავისფერი კრამიტითაა გადახურული, სართულებს შორის კი კერამიკული დეკორია.


image


საინტერესოა, რომ კასტელფოლიტ-დე-ლა-როკაში, რომელიც სულ ათას მოსახლეზე ცოტა მეტს ითვლის, ესპანეთის ქალაქებს შორის ერთ-ერთი პირველია, სადაც სატელეფონო ხაზი იქნა გაყვანილი.


image










გადახედეთ სხვა სტატიებს:






რატომ არის საბერძნეთის კუნძულებზე სახლები თეთრი ფერის

image


ქვეყანა, სადაც მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოა

image


არის წყალში რაღაც ისეთი, რაც განუსაღვრელ შიშს იწვევს

image


ასე გამოიყურება ბუნებისადმი პატივისცემა

image


გაეცანით ფოტოებს და დარწმუნდებით, რომ იაპონელები "სხვა პლანეტიდან" არიან

image


3000 წლის წინ ამ ხალხის არმიამ მთელი ახლო აღმოსავლეთი შეაზანზარა

image


ერთი არასწორი ნაბიჯი და უბედური შემთხვევა გარანტირებულია

image


გაერთიანდება ამერიკის და ევრაზიის კონტინენტები? მილიარდი წელი 40 წამში: კონტინენტების მოძრაობა (+ვიდეო)

image






0
568
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
568