ჯენიფერ ლოპესმა კონცერტზე ქალიშვილთან, ევასთან ერთად იმღერა და ის არაბინარულ პერსონად გამოაცხადა
2022, 20 ივნისი, 15:33
ცოტა ხნის წინ ლოს-ანჯელესში ჯენიფერ ლოპესმა კონცერტი გამართა, სადაც მომღერალმა დუეტი 14 წლის ქალიშვილ ემასთან ერთად შეასრულა და ის არაბინარულ პიროვნებად ( ტერმინია, რომელიც აერთიანებს იმ გენდერულ იდენტობებს, რომლებიც არ ჯდება მამაკაცისა და ქალის ბინარულ სისტემაში.) გააცნო საზოგადოებას. ჯენიფერს ემას თვითგამორკვევის შესახებ ხმამაღალი განცხადებები არ გაუკეთებია, თუმცა სცენაზე მიწვევისას გამოიყენა ნაცვალსახელები „ის/ისინი".
ჯენიფერ ლოპესს ორი შვილი ჰყავს ყოფილი ქმრის მარკ ენტონისგან - ემა და მაქსი, ისინი ტყუპები არიან.
მომღერალი შვილთან ერთად 2020 წლის სუპერთასზეც გამოჩნდა, მის მერე გოგონამ სტილიც შეიცვალა, თმა მოკლედ შეიჭრა და ქუჩაში კაბით აღარ გადიოდა.