x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
იტალიაში პირველად ისტორიაში 44 წლის მამაკაცი ევთანაზიით გამოესალმა სიცოცხლეს

image

იგი გახდა პირველი ადამიანი იტალიის ისტორიაში, რომელიც გარდაიცვალა ევთანაზიით.


იტალიის ისტორიაში პირველი ადამიანი ევთანაზის მეშვეობით გამოემშვიდობა სააქაო ცხოვრებას. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.


ეს კაცი გახლავთ 44 წლის ფედერიკო კარბონი, რომელიც 12 წლის განმავლობაში პარალიზებული იყო ავტოკატასტროფაში მოყოლის შემდეგ. მისი ინიციატივით მას სპეციალურად შექმნილი აპარატის გამოყენებით მომაკვდინებელი ნარკოტიკი გაუკეთეს.



მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში ევთანაზია დაშვებული არ არის, ლუკა კოსონიონის ასოციაციამ, რომელიც მისი ლეგალიზაციის მომხრეა, დაეხმარა იტალიელს სამართლებრივი ბარიერების გადალახვაში.


„ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ საუკეთესოდ მეცხოვრა და მაქსიმალურად გამომეყენებინა ჩემი ინვალიდობა, მაგრამ ახლა ჩემი შესაძლებლობების ზღვარზე ვარ, როგორც გონებრივად, ასევე ფიზიკურად“, - თქვა კარბონიმ სიკვდილამდე.


ევთანაზიის უფლების მისაღწევად მას ორი სასამართლო პროცესის გავლა და ჯანდაცვის ორგანოების აკრძალვების დაძლევა მოუწია.


მანამდე ცნობილი გახდა, რომ ფრანგი თეატრისა და კინოს მსახიობს ალენ დელონს ევთანაზიის დახმარებით სურდა სიკვდილი. მან შვეიცარიაში ევთანაზიის ჩატარების განზრახვის შესახებ განაცხადა და ანდერძიც უკვე შეადგინა. მისმა ვაჟმა, ენტონი დელონმა განაცხადა, რომ მამის გვერდით ყოფნის პირობა დადო, თუ მსახიობი ასეთი ნაბიჯის გადადგმას გადაწყვეტს.


მცირე გზამკვლევი-ნიდერლანდები გახდა ნებაყოფლობითი სიკვდილის ლეგალიზების პიონერი. 1984 წელს ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ ნებაყოფლობითი ევთანაზია დასაშვებად მიიჩნია. 2002 წლის 1 აპრილს ნიდერლანდებში ევთანაზია ლეგალური გახდა. ევთანაზია ბელგიაში 2002 წელს დაკანონდა. 2003 წელს ევთანაზიის დახმარებით 200 ადამიანმა დატოვა სააქაო ცხოვრება, ხოლო 2004 წელს 360 პაციენტმა. ევთანაზია ბავშვებისთვის დაკანონდა ბელგიაში 2014 წელს.


შეერთებულ შტატებში ევთანაზია მიღებულ იქნა (რიგი შეზღუდვებით) 1994 წლის ნოემბერში ორეგონის შტატში და 2008 წლის ნოემბერში ვაშინგტონის შტატში. 2013 წლის 13 მაისში ვერმონტის შტატმა მიიღო კანონპროექტი ევთანაზიის დაშვების შესახებ.


2012 წლის მარტში ჯორჯიის გუბერნატორმა ნათან დილმა ხელი მოაწერა კანონპროექტს ევთანაზიის აკრძალვის შესახებ. კალიფორნიაში, 2015 წლის ოქტომბერში, გუბერნატორმა ჯერი ბრაუნმა ხელი მოაწერა კანონს სიკვდილის უფლების შესახებ, რომელიც ევთანაზიას უშვებს. ამრიგად, პროცედურა დაშვებულია 5 შტატში.


ლუქსემბურგში ნებადართულია განუკურნებელი, გადადებული ავადმყოფების სიკვდილში დახმარება.

0
949
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
949
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0