ჯანმრთელი კვება პროდუქტები, რომლებიც სილამაზესა და ჯანმრთელობას გვპარავენ 2022, 21 ივნისი, 9:57 საკვების ძირითადი დანიშნულებაა ენერგიის გამომუშავება, თუმცა ადამიანები ზოგჯერ მას იყენებენ კვებით სიამოვნების მისაღებად.
საკვები შეიცავს ისეთ ნივთიერებებებს, როგორიცაა ნახშირწყლები, ცხიმი, ცილები, ვიტამინები და მინერალები, რომელიც ზომიერი დოზით სასარგებლოა ორგანიზმისათვის. მაგრამ გადამეტებით საკვების მიღებას შეუძლია მავნებლობა. ასევე არსებობს პროდუქტები, რომლებიც დღის გარკვეული პერიოდის შემდეგ აღარ უნდა მივირთვათ. ასევე, გარკვეული პროდუქტები გვპარავენ სილამაზესა და ჯანმრთელობას. მათი მოხმარების შეზღუდვით, თქვენ შეძლებთ გარეგნობისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და შენარჩუნებას. პროდუქტები, რომლებიც სილამაზესა და ჯანმრთელობას გვპარავენ1. მარილი. მარილი გემოს რეცეპტორებს ატყუებს და ვჭამთ იმაზე მეტ საჭმელს, ვიდრე გვჭირდება. ამასთან, მარილი იწვევს კანის გაუწყლოვანებასა და ნაადრევ დაბერებას. როგორ მოვიქცეთ? -უარი თქვით ძალიან მარილიანი საკვების მიღებაზე. შეცვალეთ მარილი სანელებლებით- ხმელი მწვანილი, ნიახური, ნიორი, ქინძი, ორეგანო, სოიოს სოუსი, ლიმონის წვენი... 2. ალკოჰოლი. ალკოჰოლი აშრობს კანს და ორგანიზმს და მიჰყავს ის საშინელ მდგომარეობამდე. ასევე, ვკარგავთ ფასდაუდებელ C ვიტამინს! როგორ მოვიქცეთ? - უბრალოდ აკონტროლეთ მისი რაოდენობის მოხმარება. 3. საფუარიანი პური. ის სხვადასხვა სოკოვანი ინფექციების პროვოცირებას ახდენს, არღვევს საჭმლის მონელების პროცესებს, არის ჭარბი წონის მიზეზი. როგორ მოვიქცეთ? - მიირთვით უსაფუარო პური ან სახლში გამომცხვარი, ასევე საფუარის გარეშე. 4. ყავა. ფიტავს ორგანიზმს, არღვევს თირკმელების მუშაობას. იწვევს მახინჯ ჩანთებს თვალების ქვეშ და შეშუპებას დილით - რა შეიძლება ამაზე მეტი სასჯელი იყოს ყავის მოყვარულისთვის? როგორ მოვიქცეთ? - ჩაანაცვლეთ ყავა ვარდკაჭაჭით. თუ ყავას სვამთ გამამხნევებელი ეფექტისთვის, გამოიყენეთ გამხმარი ლიმონი, რომელიც ზრდის არტერიულ წნევას. ეს არის ყველაზე სასარგებლო ბუნებრივი სტიმულატორი! 5. ჩაი. ჩაი არანაკლებ ცუდად მოქმედებს, როგორც ყავა. ძლიერი შავი ჩაი საზიანოა, რაც იწვევს საჭმლის მომნელებელ სისტემის მოშლას. როგორ მოვიქცეთ? - დალიეთ მცენარეების ჩაი, ხილით, თაფლი, ლიმონი. 6. ტრანს ცხიმები. მცენარეული ცხიმები ყველგანაა: კარაქში, მარგარინში, მაიონეზში, ფუნთუშებში, ნამცხვრებში. ტრანს ცხიმები არ შეიწოვება ორგანიზმის მიერ, მან უბრალოდ არ იცის როგორ მოერიოს მას. ხშირად ეს ნივთიერებები იწვევს მეტაბოლურ დარღვევებს და ხელს უწყობს წონის მატებას. როგორ მოვიქცეთ? - მიიღეთ მხოლოდ ნაღების კარაქი. 7. წითელი ხორცი. მაღაზიაში შეძენილი ნებისმიერი ხორცი უნდა მიირთვათ ზომიერად, რადგან ის შეიცავს უამრავ მინარევებს და ჰორმონებს! თქვენი ღვიძლი კი ამ დროს უზარმაზარ სტრესს განიცდის მისი გადამუსავების პროცესში. როგორ მოვიქცეთ? - იყიდეთ მხოლოდ შემოწმებული ხორცი. 8. ძმარი. ძმარი თირკმლებეისთვის საზიანო პროდუქტია. ის ასევე მავნედ მოქმედებს შინაგან სხვა ორგანოებზე. მწვადი ძმრის მარინადით, სოკო ძმრით, მწნილეული... მავნე პროდუქტებია. როგორ მოვქცეთ? - არ გამოიყენოთ ძმარი პროდუქტებისთვის. მხოლოდ და მხოლოდ ვაშლის ძმარი, მცირე რაოდენობით. 9. კარტოფილი. ის სახამებელია სუფთა სახით. მარილით ზეთში შემწვარი კარტოფილი თუ როგორი მავნეა ორგანიზმისთვის, ადვილი მისახვედრია, რაც მისი მირთმევის შემდეგ ორგანიზმი ბევრ წყალს მოგთხოვთ. როგორ მოვიქცეთ? - ნაკლებად მიირთვით კარტოფილი ან მიირთვით მხოლოდ მოხარშული. 10. "სწრაფი კვების" საკვები. ნამდვილი შხამი! ამდენი მარილი, შაქარი და მავნე დანამატები სხვაგან არსად არ არის. სწრაფი კვება არა მხოლოდ იწვევს კანის დაბერებას, არამედ არღვევს ჰორმონალურ ბალანსს. როგორ მოვიქცეთ? - თქვენი ხელით მოამზადეთ ის ბოსტნეულით, უცხიმო ხორცით, სოიოს სოუსით და ა, შ. 11. გაზიანი სასმელები. ბევრი შაქარი, საღებავები, ცარიელი კალორია - ეს ყველაფერია, რისგანაც შედგება გაზიანი სასმელები და ის უარყოფითად მოქმედებს ღვიძლისა და სხვა ორგანოების ფუნქციონირებაზე. როგორ მოვიქცეთ? - დალიეთ ახლადგამოწურული წვენები, წყალი ლიმონითა და თაფლით. 12. შებოლილი პროდუქტები. შებოლილ ხორცში შემავალი ხელოვნური არომატები კლავს ღვიძლს და უარყოფითად მოქმედებს კანის მდგომარეობაზე. როგორ მოვიქცეთ? - არ მიირთვათ! იხილეთ აგრეთვე: საღამოს 6 საათის შემდეგ ამ პროდუქტების მიღება მავნეა! 5 მიზეზი, თუ რატომ უნდა მივირთვათ პომიდორი ყოველდღე! 6 პროდუქტი, რომლებსაც შეუძლიათ მკერდის კიბოს პროფილაქტიკა საჭირო პროდუქტები, რომლებიც იცავს და აღადგენს ღვიძლის ფუნქციას ნახეთ, რა დაემართება თქვენს ტვინს, თუ დღეში ერთ ცალ მჟავე კიტრს შეჭამთ პროდუქტები, რომლებიც ვნებს და ამსხვრევს ფრჩხილებს - აუცილებლად გაითვალისწინეთ! პროდუქტები, რომლებიც ვნებს სახის კანს - აუცილებლად გაითვალისწინეთ! 297 6-ს მოსწონს
|