პროფილაქტიკა 6 პროდუქტი, რომლებსაც შეუძლიათ მკერდის კიბოს პროფილაქტიკა 2019, 22 ოქტომბერი, 11:31 როგორც წესი კიბო (სიმსივნე) ადრეულ ეტაპზე სიმპტომებს არ ავლენს. სინამდვილეში, ყველა სახის, სიცოცხლისთვის საშიში დაავადება გვხვდება მხოლოდ განვითარების მოგვიანებით ეტაპზე, რაც ართულებს მკურნალობის ეფექტს და ზოგჯერ ფაქტობრივად შეუძლებელიც კია, რადგან კიბო სწორედ იმ ერთ–ერთ დაავადებათაგანია, რომელთა განკურნების გზები თუ წამალი დღემდე არ არსებობს მიუხედავად სწავლული ექიმების მრავალსაუკუნოვანი შრომისა და მცდელობისა.
საერთოდაც, რა არის სიმსივნე? (მათთვის, ვინც არ იცის) სიმსივნე, ისევე როგორც ნორმალური ქსოვილი- უჯრედებისაგან შედგება, მაგრამ ნორმალური უჯრედებისაგან განსხვავებით, სიმსივნურ უჯრედებს დაქვეითებული ან სრულიად დაკარგული აქვთ მომწიფების, დიფერენციაციის უნარი და ახასიათებთ განუსაზღვრელი გამრავლება, რის შედეგადაც წარმოქმნილი სიმსივნური ქსოვილი აზიანებს და არღვევს ირგვლივმდებარე ნორმალურ ქსოვილებსა და ორგანოებს; სიმსივნეებს შეისწავლის მეცნიერება ონკოლოგია. იმისდა მიხედვით, თუ რომელი ქსოვილისაგან ვითარდება სიმსივნე, განარჩევენ მწიფე ანუ კეთილთვისებიან სიმსივნეს, რომელიც შენებით წააგავს დედურ ქსოვილს (ჰომეოპლაზია) და უმწიფარ ანუ ავთვისებიან სიმსივნეს რისი შენება მკვეთრად განსხვავდება დედური ქსოვილისაგან (ანაპლაზია). კეთილთვისებიან და ავთვისებიან სიმსივნეებს შორის არსებული განსხვავება ისაა, რომ ავთვისებიანი სიმსივნისთვის დამახასიათებელია სწრაფი ზრდა, სიმსივნური უჯრედების შეჭრა ირგვლივმყოფ საღ ქსოვილებში (ინფილტრაციული ზრდა), სიმსივნური უჯრედების სისხლისა და ლიმფის გზით გადატანა დაშორებულ ორგანოებში და იქ მეორეული სიმსივნური კვანძების — მეტასტაზების გაჩენა, სიმსივნის ამოკვეთისას იმავე ადგილას განმეორებითი სიმსივნის განვითარება (რეციდივი). სიმსივნის აღმოცენებამდე დიდი ხნით ადრე ქსოვილებში ხდება უჯრედთა ჯერ დიფუზური, ხოლო შემდეგ კეროვანი გამრავლება. ეს ცვლილებები ცნობილია როგორც სიმსივნისწინარე ანუ კიბოსწინარე მდგომარეობა. უკვე განვითარებული სიმსივნე დროთა განმავლობაში იძენს ახალ თვისებებს (სიმსივნის პროგრესია), რაც საფუძვლად უდევს სიმსივნური პროცესის დაყოფას სტადიებად. მსოფლიოში, ყოველ მე-8 ქალს აქვს მკერდის კიბო. გამომწვევი ძირითადი ფაქტორები კი დღემდე უცნობია. მაგრამ, სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების ძირითად ფაქტორებად ხასიათდება: ასაკი, გენეტიკური ფაქტორი, გვიანი მშობიარობა (35 წლის ზევით), მენოპაუზის შემდგომი გასუქება, ალკოჰოლის რეგულარული მოხმარება, ნაკლები ფიზიკური აქტიურობა. როგორც უკვე აღვნიშნე, კიბოს ნიშნები ადრეულ ეტაპზე არ ვლინდება, მაგრამ შეგვიძლია კვების რაციონში ჩავრთოთ ისეთი 6 პროდუქტი, რომლებიც ჩვენს იმუნიტეტს გააძლიერებს და სიმსივნის განვითარების რისკიც მაქსიმუმამდე დაიწევს. 6 პროდუქტი, რომელიც აამაღლებს თქვენს იმუნიტეტს და მკერდის კიბოს განვითარების რისკი დაიკლებს1. წყალმცენარეები. ზღვის მცენარეები მდიდარია იოდით. ორგანიზმში იოდის დეფიციტი კი, როგორც ცნობილია, ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია მკერდის კიბოს განვითარებაში. წყალმცენარეებში არსებული ქლოროფილი გამოირჩევა კიბოს საწინააღმდეგო ეფექტით. ამიტომ, ეცადეთ რომ ხშირად მიირთვათ წყალმცენარეები და იოდით მდიდარი პრდუქტები. 2. სოიო. სოიოს პროდუქტები, როგორიცაა მისო, ტემპე, ტოფუ და სხვა, თავის მხრივ შეიცავენ გენისტეინს - ზრდის ჰორმონს. ხორცსა და რძეში მისი დონე ძალიან მცირეა, ამიტომ რაციონში ჩართეთ სოიოს პროდუქტები. 3. ნიორი და ხახვი. ნიორი და ხახვი ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო, კიბოს საწინააღმდეგო პროდუქტია. ისინი შეიცავს გოგირდის კომპონენტებს და ფლავონოიდებს, რომლებიც ზრდის იმუნიტეტს და თავისთავად ანელებს სიმსივნის ზრდას. 4. ბროწეული. ბროწეულის ნაყოფს დიდი სარგებელი მოაქვს ქალის ორგანიზმისთვის. კვლევებმა აჩვენა, რომ ბროწეულის წვენი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ხელს უწყობს სარძევე ჯირკვალში კიბოს უჯრედების ზრდის შეფერხებას. ბროწეული შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ბლოკავს ესტროგენის სინთეზს. როდესაც ეს ჰორმონი ჭარბი რაოდენობითაა, ის პროვოცირებს კიბოს უჯრედების განვითარებას. თქვენს რაციონში ჩართეთ ბროწეულის მარცვლები და დალიეთ ბროწეულის ცოცხალი წვენი. 5. კურკუმა. ეს ყვითელი სანელებელი ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის, რადგან მას აქვს ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. კურკუმას ძირითადი კომპონენტია კურკუმინი, რომელიც აფერხებს კიბოს უჯრედების ზრდის ფუნქციას. 6. რძე და რძის პროდუქტები. რძე და რძის პროდუქტები D ვიტამინისა და კალცის წყაროა. ასევე, ყოველდღე, დღეში 12 წუთით მზეზე ყოფნით, თქვენ 50% -ით შეამცირებთ მკერდის კიბოს განვითარების რისკს. P.S. ასე, რომ აუცილებლად ჩართეთ თქვენი კვების რაციონში ეს 6 პროდუქტი და აიცილეთ თავიდან სარძევე ჭირკვლის სიმსივნის განვითარების რისკი, რომელიც ქალებში ასე ხშირია. გისურვებთ ჯანმრთელობას! 222 6-ს მოსწონს
|