პროფილაქტიკა ალკოჰოლი და სახე - 7 სასმელი, რომელიც უარყოფითად მოქმედებს კანზე 2023, 15 დეკემბერი, 11:01 ვფიქრობ, სახის კანთან დაკავშირებული პრობლემები დღეს როგორც სხვა თემები, ერთ-ერთი აქტუალურია. შესაძლოა უმეტესობას მიაჩნია, რომ ჰორმონების და ალერგიის ბრალია, თუმცა მინდა გითხრათ, რომ კანის უარყოფით ცვლილებას გარკვეული სახის პროდუქტები იწვევენ. არასწორი კვება ამრავლებს ე.წ ფერიჭამელებს და კანს ხდის ფერმკრთალს, ხოლო ალკოჰოლი, შაქარი და სხვა პროდუქტები კი უფრო აუარესებენ მას.
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება აშრობს კანს და მისი შეხება უსიამოვნო ხდება, რომ აღარაფერი ვთქვათ თვალების ქვეშ ჩანთების გაჩენაზე. ექსპერტებმა შეადგინეს სასმელების რეიტინგი „ცუდიდან საშინელებამდე“, რათა გაგიადვილდეთ ნავიგაცია და უფრო უკეთ იზრუნოთ სახის კანზე. მოდით, ვნახოთ რომელი ალკოჰოლური სასმელები ვნენენ ჩვენს სახის კანს ყველაზე მეტად. ალკოჰოლი და სახე - 7 სასმელი, რომელიც უარყოფითად მოქმედებს კანზე7. სიაში მე-7, ანუ ბოლო ადგილს იკავებს ტეკილა. მას აქვს ნაკლები შაქარი, ვიდრე სხვა ვარიანტებს ამ სიიდან, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოიწვიოს ანთება და სიწითლე. თუ მას მარილის გარეშე მოიხმართ, ჰენგოვერის რისკიც მცირდება. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ტეკილა არის კარგად გაწმენდილი ალკოჰოლი მინარევების გარეშე. თითქმის იგივე შეიძლება ითქვას არაყზე და ასევე გირჩევთ მის ზომიერად გამოყენებას. 6. სიაში მე-6 ადგილს იკავებს ლუდი. მარილი მას ცოტას აფუჭებს, მაგრამ აუმჯობესებს ანტიოქსიდანტები და სხვა კომპონენტები, რომლებიც ასევე ანელებენ დაბერების პროცესს. გარდა ამისა, ის შეიცავს ალკოჰოლის დაბალ პროცენტს და ნელ-ნელა სვამთ, რაც გიხსნით დეჰიდრატაციისგან. 5. სიაში მე-5 ადგილს იკავებს ჯინ-ტონიკი. ან არაყი და ტონიკი. ეს სასმელები შეიცავს რამდენიმე მავნე მინარევს, რაც ხელს უშლის ბახუსს და თითქმის არ შეიცავს შაქარსა და მარილს. 4. სიაში მე-4 ადგილს იკავებს თეთრი ღვინო. ბევრმა იცის, რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს დილით ბახუსი საღამოს თეთრი ღვინის შემდეგ და კანიც გრძნობს ამას. თეთრი ღვინო საკმაოდ ბევრ შაქარს შეიცავს, რაც ხელს უწყობს კანის ანთებას, მისი თვისებების გაუარესებას და კანის უჯრედების სიკვდილსაც კი. 3. სიაში მე-3 ადგილს იკავებს მოჰიტო. მოჰიტო შეიცავს უამრავ შაქარს, რაც კანს აუარესებს და ნაოჭების გაჩენის პროცესს აჩქარებს. რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ამ კოქტეილს შეუძლია მსგავსი მოქმედება კანზე, არამედ მსგავსი შემადგენლობისას და ასევე გაზიანს. 2. სიაში მე-2 ადგილს იკავებს მარგარიტა. უმჯობესია უარი თქვათ მასზე, რადგან ის შეიცავს უამრავ შაქარს და მარილს, რაც იწვევს გაუწყლოებას, ჰენგოვერს და კანის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას. 1. სიაში პირველ ადგილს იკავებს წითელი ღვინო. ჩვენი "სიის" ლიდერი ცნობილია სისხლძარღვებზე დადებითი ზემოქმედებით, მაგრამ თუ თქვენი კანი მიდრეკილია სიწითლისა და როზაციისკენ, მიირთვით სხვა რამ! 33 4-ს მოსწონს
|