პროფილაქტიკა 5 მიზეზი, თუ რატომ უნდა მივირთვათ პომიდორი ყოველდღე! 2021, 6 ივლისი, 9:58 არავინ იდავებს იმაზე, რომ ხილი და ბოსტნეული ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესი თქვენგანი მას ბოსტნეულს უწოდებს, ის კენკრაა. როგორც არ უნდა იყოს, ამ ყველაზე სასარგებლო მცენარის ჯანმრთელობის ღირებულების გადაფასება ძნელია.
პომიდვრის შემადგენლობაა წყალი (95%), ნახშირწყლები და ბოჭკოვანები. გარდა ამისა, ახალი პომიდორი არის ვიტამინებისა და მინერალების მდიდარი წყარო, როგორიცაა C ვიტამინი, K1, B9 და კალიუმი. პომიდორი ასევე შეიცავს ნუტრიენტებს, როგორიცაა ლიკოპენი, ბეტა-კაროტინი და ნარინგენინი. პომიდორი ყოველთვის არის ჯანსაღი დიეტის ნაწილი. ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ ამ ბოსტნეულის ხშირი მიღება ამცირებს გარკვეული დაავადებების რისკს. ძირითად 5 მიზეზზე კი რატომ უნდა მივირთვათ ის ყოველდღე, სწორედ ახლა ვისაუბრებთ. 5 მიზეზი, თუ რატომ უნდა მივირთვათ პომიდორი ყოველდღე!1. ჯანმრთელი გული. პომიდვრის სასარგებლო თვისებები დიდი ხანია გამოიყენება გულსისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკაში, რაც დაკავშირებულია ლიკოპენის ნაკლებობასთან. კვლევამ აჩვენა, რომ ლიკოპენისა და ბეტა-კაროტინის დაბალი დონე ასოცირდება მამაკაცებში გულის შეტევის რისკთან. პომიდვრის მოხმარებამ შეიძლება ამ მნიშვნელოვანი ნივთიერებების დონის ამაღლება გამოიწვიოს. 2. კიბოს პრევენცია. ზოგი მკვლევარი თვლის, რომ პომიდორი ამცირებს პროსტატის კიბოს რისკს. 3. ჯანმრთელი კანი. პომიდორი სასარგებლოა კანისთვის და ასევე შეუძლია დაგვიცვას მზის დამწვრობისგან. 4. საჭმლის მომნელებელი სისტემის სწორი ფუნქციონირება. წყლისა და ბოჭკოების მაღალი შემცველობის გამო, პომიდორი ასევე არის ყაბზობის შესანიშნავი პრევენცია. ის ხელს უწყობს მეტაბოლიზმს. 5. არტერიული ჰიპერტენზია. კალიუმით მდიდარი საკვები (მაგ: პომიდორი) დაგეხმარებათ ჰიპერტენზიის წინააღმდეგ ბრძოლაში. პომიდორი ხელს უწყობს არტერიული ჰიპერტენზიის დარეგულირებას. 390 6-ს მოსწონს
|