x
image
არჩილ ვერულიძე
ლიკვიდირებულია რუსი მაღალჩინოსანი მაქსიმ პანინი

image
რუსული მედია ადასტურებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შავ ზღვაში გაანადგურეს რუსეთის საზღვაო ძალების Raptor-ის ტიპის საბრძოლო ნავი მის კაპიტანთან, უფროს ოფიცერ მაქსიმ პანინთან ერთად. პანინი 11 ივნისს დაკრძალეს რუსულ კრონშტადტში.

ადგილობრივი მასმედიის ცნობით, უფრსი მიჩმანი საზღვაო ბრძოლის დროს იქნა ლიკვიდრებული. მაგრამ რა სახის საზღვაო ბრძოლაზე შეიძლება იყოს საუბარი, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინას დღეს პრაქტიკულად არ ჰყავს საკუთარი ფლოტი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ცოტა ხნით ადრე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს რამდენიმე რუსული Raptor-ის განადგურების შესახებ, რომლებიც ცდილობდნენ კუნძულ ზმეინის დაკავებას. რუსეთის საზღვაო ძალების საბრძოლო ნავებს, უკრაინელი სამხედროეები ანადგურებდნენ უპილოტო საფრენი აპარატის Bayraktar TB 2-ის დახმარებით.

პანინი ადრე ბალტიის ფლოტის სამსახურში იყო. სამხედრო თავდასხმის პირველივე დღეს გადაიყვანეს შავი ზღვის ფლოტში, უკრაინის ოკუპაციაში მონაწილეობის მისაღებად.

როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მეთაური, იქნა გაგზავნილი შავი ზღვის ფლოტში საბრძოლო დავალებების შესასრულებლად - აცხადებს რუსული მედია.

სავარაუდოდ ოკუპანტს სურდა კარიერაში წარმატების მიღწევა და ჯილდოების მიღება, საბოლოო ჯამში მან მიიღო დამსახურებული ჯილდო და გაემგზავრა ოკუპანტებისთვის კარგად ცნობილი მიმართულებით.

0
788
4-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
788
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0