ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აღმოაჩენს, რომ ოატყუეს, განიცდის ტკივილს. ვიღაც ამჯობინებს ყველაფრის დავიწყებას და ახალ ურთიერთობაზე გადასვლას, ვიღაც კი შურისძიების გზას ადგება.
ინტერნეტ სივრცეში ბევრი ისტორიაა ადამიანებზე, რომლებმაც გადაწყვიტეს შურისძიება მათზე, ვინც იმედი გაუცრუად და ამ შემთხვევებიდან ზოგიერთი საკმაოდ სასაცილო და მახვილგონივრულია. მაგრამ ეს ქალბატონი ძალიან შორს წავიდა.
როდესაც შეიტყო, რომ საყვარელი ადამიანი ღალატობდა, გადაწყვიტა ხიდზე გასულიყო სამგლოვიარო ლარნაკით, რომელშიც ინახებოდა მოღალატის გარდაცვლილი დედის ფერფლი. თავიდან ქალმა ფერფლი მდინარეში გადაყარა , შემდეგ კი თავად ლარნაკი აღმოჩნდა წყალში.
რა თქმა უნდა, ამ შემთხვევამ სოციალური ქსელების მომხმარებლების დიდი ყურადღება მიიპყრო, მაგრამ ქალბატონის საქციელმა სიმპათია ვერ დაიმსახურა.
ხალხი დარწმუნებულია, რომ ღალატისთვის სასჯელი ზედმეტად სასტიკი და ამაზრზენი აღმოჩნდა. ყველაზე მკაცრმა ადამიანებმაც კი გააკრიტიკეს ქალი და უსურვეს, რომ მის ფერფლსაც იგივე ბედი გაეზიარებინა მომავალში. რა თქმა უნდა, ქალს ჰქონდა უფლება, რომ სწყენოდა საყვარელი ადამიანის ღალატი, მაგრამ ასე არ უნდა მოქცეულიყო. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?
მრავალცოლიან მამაკაცს სურს, ერთი ცოლი ორზე გაცვალოს