x
image
არჩილ ვერულიძე
ინდოელი ქალი 36 წლის განმავლობაში თავს მამაკაცად ასაღებდა

image
მას შემდეგ, რაც ქმარი გულის შეტევით დაკარგა, ინდოელმა ქალმა 36 წელი მამაკაცის ცხოვრებით იცხოვრა, რათა ქალიშვილი დამოუკიდებლად გაეზარდა პატრიარქალურ საზოგადოებაში უკმაყოფილების გამოწვევის გარეშე.
image
ს. პეტჩიამალი (S. Petchiammal) მხოლოდ 15 დღის გათხოვილი იყო, როდესაც მისი ქმარი გარდაიცვალა გულის შეტევით. ის მაშინ 20 წლის გახდათ და, როგორც გაირკვა, გოგონაზე ორსულად დარჩა. მშობიარობიდან მალევე, მან დაიწყო სხვადასხვა სამუშაოზე მუშაობა, მაგრამ შვილის მარტოობაში აღზრდა ტამილნადუს პატრიარქალურ სოფელ კატუნაიაკანპატიში საკმაოდ რთული საქმე აღმოჩნდა. ახალგაზრდა ქალი მუშაობდა სამშენებლო ობიექტებზე, სასტუმროებსა და ჩაის სახლებში, მაგრამ ყოველდღე ხდებოდა შევიწროვებისა და შეურაწხყოფის ობიექტი მამაკაცთა მხრიდან. ამიტომ ერთ დღეს გადაწყვიტა, რომ რადიკალიური ცვლილება ესაჭიროებოდა.
image
ს. პეტჩიამალი წავიდა ტირუჩენდურ მურუგანის ტაძარში, ტირუჩენდურში, თმა მოკლედ შეიჭრა, სარი პერანგითა და ლუნგით შეცვალა და სახელად მუთხუ დაირქვა. მაგრამ იმისათვის, რომ მის ახალ პიროვნებას კითხვები არ დაებადა საზოგადოებაში, მას და მის ქალიშვილს ყველაფერი თავიდან უნდა დაეწყოთ.
image
„ჩვენ 20 წელზე მეტი ხნის წინ გადავედით კატუნაიაკანპატიში“, - თქვა ქალმა ცოტა ხნის წინ, როდესაც ჟურნალისტებთან საუბარს დათანხმდა. - მხოლოდ ჩემმა ახლო ნათესავებმა და ჩემმა ქალიშვილმა იცოდნენ, რომ ქალი ვიყავი. ვაკეთებდი სხვადასხვა საქმეს, ვიყავი მშენებლობაზე, ვზელდი ცომს, ვკრეფდი ჩაის. მე ვზოგავდი თითოელ პენს, რათა ჩემს ქალიშვილს უსაფრთხო და თავდაჯერებული ცხორება ჰქონოდა."


წარმოუდგენელია, რომ ქალმა სამი ათეული წლის განმავლობაში მოახერხა საიდუმლოების შენახვა. ახლა მისი ქალიშვილი შანმუგასუნდარი გაიზარდა და გათხოვდა, ამიტომ ქალს დამალვა აღარ მოუწევს. მან ახლახან გამოავლინა თავისი ნამდვილი ვინაობა, დაიმსახურა ქება და მხარდაჭერა მილიონობით ადამიანისგან მთელს ინდოეთში. თუმცა, მას არ სურს დაუბრუნდეს ქალის ცხოვრებას. ის 36 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ასაღებდა თავს მამაკაცად და სურს, რომ სიკვდილამდე მუთხუს სახელით იცნობდნენ.

0
499
6-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
499
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0