ქალი და მამაკაცი ბედი ყოველთვის გვახვედრებს იმ ადამიანს, რომელიც გვჭირდება 2020, 10 ოქტომბერი, 19:29
სიყვარული გიზიდავთ ერთმანეთისკენ, სულის ბნელი მხარეები, ხასიათის დეფექტები, ეგოიზმი ისევ გაშორებთ. ზოგჯერ საქმე ბოროტ ბედში კი არა, ბოროტ სულშია, სიყვარულის დეფექტში.
ბედმა შეგვახვედრათ ადამიანს, რომელიც გჭირდებათ. აი ისიც! თქვენ ის იცანით სულით; იცანით ჩვევებით, სიარულით, გამოხედვით და ხმით - ზოგჯერ მხმას პირველ რიგში ვცნობთ. ასევე იცანით: ხელები, სუნი და ღიმილი ... ამ ადამიანის აზრები და გრძნობები თქვენი აზრები და გრძნობებია. საუბრობთ ერთ ენაზე; თქვენ საუბარიც კი არ გჭირდებათ, უსიტყვოდ გესმით ერთმანეთის. ბედი გახვედრებთ ისევ და ისევ რატომ?მაგრამ თქვენ ერთად ყოფნა არ გიწერიათ. ბედი გვაშორებთ «თქვენს ადამიანს». ასეთია გარემოებები, ასეთია ღმერთების ნება. თქვენს შორის ძალიან ბევრი დაბრკოლებაა, გადაულახავი დაბრკოლებები. მაგრამ ასეა ეს სინამდვილეში? ბედმა განგაშორათ, პირქუშმა მოირებმა გაწყვიტეს ძაფი, რომელიც გაკავშირებდათ? არა, ყოველთვის არა. უნდა განასხვავოთ საბედისწერო დაბრკოლებები მათგან, რომელთა დანახვა ჯიუტად არ გსურთ და ყველაფერში მუხთალ ბედისწერას ადანაშაულებთ. ფატალური დაბრკოლებები: ომი, დაავადება, პატიმრობა (მონობა და ციხე), სიკვდილი. ისინი მხოლოდ ოთხია და ნამდვილად დაუძლეველნი არიან. ასევე არსებობს რთულად გადასალახი დაბრკოლებები: ადრე ეს იყო, პოზიცია საზოგადოებაში, კლასი, კანის ფერი, ეროვნება, ქორწინებაში ყოფნა, რელიგია, მშობლების ან ფეოდალის ნება. შორეული ქვეყანა, სადაც ჩასვლას ნახევარი სიცოცხლე დასჭირდებოდა. ეს დაბრკოლებები ჯერ კიდევ არსებობს. მათი გადალახვა რთულია. მაგრამ შესაძლებელია: ზოგჯერ - დიდი რისკისა და დანახარჯების ფასად. დანარჩენი დაბრკოლებები ფატალური არ არის. ისინი არა გარეთ, არამედ ადამიანთა სულებში არიან, მაგრამ ამის აღიარება ძნელია, ზოგჯერ შეუძლებელიც. იმიტომ, რომ ეს ნიშნავს, აი რას: რომ ერთ-ერთს უყვარს არასაკმარისად ძლიერ და გულწრფელად. მას არ აქვს ნამდვილი, აბსოლუტური სიყვარული. არსებობს შინაგანი პრობლემა, რომლის მოგვარება მას არ სურს. არც აღიარება შეუძლია. მეორე შეყვარებულს კი არ სურს დაიჯეროს, რომ ის არ უყვართ აბსოლუტური სიყვარულით. შინაგანი დაბრკოლებებია: შიში, ეგოიზმი, გამორჩენის სურვილი. ამიტომ ის ადამიანი, ვინც უპირობოდ გიყვართ და რომელსაც, როგორც ჩანს უპირობოდ უყვარხართ არ არის თქვენს გვერდით. ამიტომ, თქვენ დაშორდით, ან არ შეგიძლიათ დაახლოება. თქვენ აძლევთ ყველაფერს, რაც გაქვთ. საყვარელი ადამიანი რაღაცას ზოგავს თავისთვის და არ ჩქარობს მსხვერპლზე წასვლას. მაგრამ მას შეიძლება არ ესმოდეს ეს ყველაფერი. დაბრკოლება შიგნიდან მოდის. ამიტომ, ბედი ისევ და ისევ გახვედრებთ ერთმანეთს. ის გაძლვთ შანსებს! მაგრამ შეხვედრას განშორება მოსდევს. სიყვარული გიზიდავთ ერთმანეთისკენ და სულის ბნელი მხარეები, ხასიათის დეფექტები, ეგოიზმი ისევ გაშირებთ. ზოგჯერ ეს არ არის ბოროტი ბედისწერა, არამედ ბოროტი სულია, სიყვარულის დეფექტი. ამრიგად, ჩერდება საათის რთული მექანიზმი. სანამ სიყვარული არ გამოასწორებს დეფექტს, ადამიანები ერთად ვერ იქნებიან. ერთს მეორეზე ნაკლებად უყვარს. მიუხედავად იმისა, რომ იგი არ აღიარებს ამას.მას შეეძლო გადალახვა! შეძლებდა. მაგრამ ამას არ აკეთებს. ურთიერთობა წყდება; შემდეგ ადამიანებს ეძლევათ ახალი შანსი; და ასე - დაუსრულებლად. თუ თქვენ გახვედრებენ ადამიანს და შემდეგ გართმევენ მას, ეს არ არის სასტიკი ბედისწერა. ეს არის პრობლემა ადამიანში ან თქვენში; ეს არის ლატენტური დეფექტი. მსხვერპლის გაღებისა და რისკის გაწევის, ფულის დახარჯვის, რაღაცის დაკარგვის ან რაღაცასთან შეგუების სურვილის არქონა.სანამ ეს შინაგანი პრობლემა არ მოგვარდება, თქვენ ისევ და ისევ შეხვდებით ერთმანეთს. ამ ცხოვრებაშიც და შემდეგშიც, როგორც მისტიკოსებს მიაჩნდათ. მაგრამ, ამ ცხოვრებგაში სჯობს იმის გაგება თუ რა არის მიზეზი. ვინ იცის, მოგეცემათ თუ არა ამის შანსი მოგვიანებით? 222 10-ს მოსწონს
|