x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
მრავალცოლიან მამაკაცს სურს, ერთი ცოლი ორზე გაცვალოს

image
ართურ ო ურსო, მრავალცოლიანი მოდელი გერმანიიდან, ცხრა ცოლიდან ერთ-ერთს შორდება. მისი თქმით, განქორწინების მიზეზი ის გახლავთ, რომ მის ერთ-ერთ ცოლს მონოგამია მოენატრა. მაგრამ ართური გულს არ იტეხს და აპირებს ერთი მეუღლე ორით ჩაანაცვლოს, რათა მათი რიცხვი საბოლოოდ დაამრგვალოს.
image

მრავალცოლიანი მამაკაცი, ცხრა ცოლით, "სევდიანი და გაკვირვებულია", რომ ერთ-ერთ ქალს განქორწინება სურს, რადგან მას მონოგამია მოენატრა.
image
მოდელი ართურ ო ურსო უკვე დაქორწინებული იყო თავის პირველ მეუღლეზე, ლუანა კაზაჩიზე, როდესაც მან საქვეყნო პოპულარობა მოიპოვა 2021 წლის ქორწინების ცერემონიალზე რვა სხვა ქალთან აღთქმის დადებით. თავის უჩვეულო ქორწილს მან "პროტესტი მონოგამიის წინააღმდეგ" უწოდა.
image
ამავდროულად, ადვოკატების თქმით, ქორწინების ცერემონიას, რომელიც ბრაზილიაში, სან პაულოში გაიმართა, იურიდიული ძალა არ ჰქონდა, ვინაიდან ქვეყანაში პოლიგამია (მრავალცოლიანობა) კანონით აკრძალულია.
image
ახლა ერთ-ერთ ქალს, რომელიც მხოლოდ აგათას სახელითაა ცნობილი სურს დატოვოს პოლიამორული კავშირი, რადგან, კაცის თქმით, "მას სურს, რომ ქმარი მხოლოდ მას ეკუთვნოდეს".
image
”მას სურდა, რომ მარტო მისი ვყოფილიყავი”, - თქვა ართურმა. მაგრამ ეს სულელურად მეჩვენება - ჩვენ უნდა შეგვწევდეს გაზიარების უნარი. ძალიან დამწყდა გული მოსალოდნელი განშორებით და გაკვირვებული ვარ მისი განმარტებებით. მისი თქმით, მას ენატრება მონოგამიური ურთიერთობები. ჩემი სხვა ცოლები თვლიან, რომ ის უბრალოდ ჩვენს ოჯახში შემოვიდა თავგადასავლებისთვის და არა რეალური გრძნობების გამო. ცოლი დავკარგე, მაგრამ ამ მომენტში არ მსურს მისი შემცვლელების ძებნა."
image
თუმცა, ის ფაქტი, რომ ართურს არ სურს ახლა აგათას შემცვლელის ძებნა, საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ ის უარს ამბობს " ჰარამჰანის" შევსებაზე. სამომავლოდ ის იმედოვნებს, რომ კიდევ ორ ქალზე დაქორწინდება, რათა ცოლების რაოდენობამ 10-ს მიაღწიოს.
image
"მე მაქვს ოცნება" ყოველთვის მინდოდა 10 ცოლი მყოლოდა. მე მყავს მხოლოდ ერთი ქალიშვილი, მაგრამ მსურს, რომ თითოეულ ცოლთან თითო ბავშვი მყავდეს - განაცხადა ართურმა. ჩემი სიყვარული მათ მიმართ თანაბარია, ვფიქრობ, უსამართლო იქნება მხოლოდ ერთ-ორთან შვილების გაჩენა.
image
ართურს ჰყავს 50 000 გამომწერი სოციალურ ქსელებში, რომლებიც აზიარებდნენ სექსუალურ რჩევებს და მის არატრადიციულ ურთიერთობას.
image
„ჩვენ ყველაფერს ვასწავლით სოციალური მედიის საშუალებით, სხვადასხვა პოზიციებიდან დაწყებული, წყვილების ჯგუფურ ურთიერთობასაც კი. - ამბობს ართური. ბევრმა არ იცოდა ან ეშინოდა ზოგიერთი ტექნიკის, მაგრამ ჩვენი რჩევა დაეხმარა წყვილებს დაახლობაში."






0
1130
5-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
1130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0