საქართველო "გამიტაცეს, სააკაშვილის წინააღმდეგ მთხოვდნენ ჩვენების მიცემას" - მეგის ქარდავა ბიძინა ივანიშვილს ბრალს სდებს 2022, 11 ივნისი, 12:51
ყოფილი მაღალჩინოსანი - მეგის ქარდავა, რომელიც ამჟამად ციხეში იმყოფება, ციხიდან კიდევ ერთ წერილს აქვეყნებს ორ ენაზე და საქართველოში აშშ–ის, ბრიტანეთის და ევროკავშირის საელჩოებს მიმართავს.ასევე სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას.
“U.S. Department of State US Embassy Tbilisi, Georgia British Embassy Tbilisi European Union in Georgia Charles MICHEL საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia Nino Lomjaria *უკრაინაში, 2017 წლის ოქტომბრის თვეში, უკრაინის მაშინდელი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების და საქართველოს არაფორმალური მმართველის, რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის და მისი ე.წ. “მთავრობის” უშუალო მონაწილეობით მოხდა ჩემი გატაცება, რა დროსაც ჩემგან მოითხოვდნენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მისი მთავრობის წევრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას და სანაცვლოდ მპირდებოდნენ უკრაინის მოქალაქეობას და უკრაინაში “კომფორტში” ცხოვრებას, მაგრამ ჩემი მხრიდან უარის მიღების შემდეგ, გამტაცებლების მიერ რამოდენიმე დღის განმავლობაში, ადგილი ჰქონდა ჩემს წამებას, არაადამიანურ მოპყრობას და დახვრეტის იმიტაციას. *საბოლოოდ, რადგან ვერ გაბედეს ჩემი ლიკვიდაცია, მოხდა ჩემი ფიქტიური დაკავება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ. დაკავებისას დამემუქრნენ, თუ განვაცხადებდი აღნიშნულის შესახებ, ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებოდა. *ვინაიდან ადგილი ჰქონდა რეალურ საფრთხეს, რადგან ჩემს წინააღმდეგ მოქმედებდნენ როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები, მე ჩუმად ყოფნა ვამჯობინე. *მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ვიყავი საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების უმაღლესი თანამდებობის პირი და აქტიურ წინააღმდეგობას ვუწევდი საქართველოში პრორუსულ ძალებს, ასევე აქტიურად ვიბრძოდი ორგანიზებული დანაშაულებისა და რუსეთიდან მომდინარე ტერორიზმის წინააღმდეგ, რისთვისაც მიღებული მაქვს სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოები. არჩევნების შემდეგ საქართველოში მოვიდა პრორუსული მთავრობა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და ვინაიდან ჩემს სიცოცხლეს ემუქრებოდა საფრთხე, იძულებული გავხდი დამეტოვებინა საქართველო და გადავსულიყავი ჯერ თურქეთში, ხოლო შემდეგ უკრაინაში. *მიუხედავად უკრაინაში ხელისუფლების ცვლილებისა, კვლავ გრძელდებოდა ჩემი გატაცების მცდელობები და 2021 წლის 17 სექტემბერს, ისე რომ მე ვიყავი გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის დაცვის ქვეშ და არ ყოფილა სასამართლო ჩემი საქართველოში ექსტრადირებასთან დაკავშირებით, აღმოვჩნდი საქართველოში, რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც დღემდე ვიმყოფები ტყვეობაში. *ყოველივე ზემო აღნიშნული ადასტურებს, რომ როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში ჩემს მიმართ ადგილი აქვს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული მუხლების უხეშ დარღვევებს უკრაინისა და საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან. *აქედან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოთ და უზრუნველყოთ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების უსაფრთხოება და უფლებების დაცვა, რისთვისაც წინასწარ გიხდით მადლობას. ღრმა პატივისცემით, მეგის ქარდავა"... 660 3-ს მოსწონს
|