ბრიტნი სპირსის ქორწილს სკანდალების გარეშე არ ჩაუვლია- ცერემონიის ჩაშლას მომღერლის ყოფილი ქმარი ცდილობდა
ბრიტნი სპირსი და სემ ასგარი უკვე ოფიციალურად დაოჯახებულები არიან. ქორწილი ხუთშაბათს საღამოს შედგა. წვეულებას 80-მდე სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ პერის ჰილტონი, დრიუ ბერიმორი, ქეით ჰადსონი, სელენა გომესი, დონატელა ვერსაჩე და სხვები. ქორწილში მომღერლის ახლობლები არ იყვნენ მიწვეული, მასზე მხოლოდ მომღერლის ძმა, ბრაიან სპირსი აპირებდა დასწრებას. ჟურნალისტების თქმით, ზეიმზე არ იყვნენ ბრიტნის შვილებიც ყოფილი ქმრისგან კევინ ფედერლაინისგან.
DailyMail-ის ცნობით, ბრიტნი სპირსი ვერსაჩეს კაბით დაქორწინდა და საკურთხეველთან ელვის პრესლის სიმღერის "Can't Help Falling in Love" ფონზე მივიდა. მომღერლისთვის ქორწილი უკვე მესამეა, ასგარისთვის კი პირველი.
სკანდალების გარეშე ქორწილს რა თქმა უნდა არ ჩაუვლია, ბრიტნი სპირსის პირველმა ქმარმა, ჯეისონ ალექსანდრმა, მომღერლის ქორწილის ჩაშლა სცადა. ის მის სახლში შეიჭრა, ინსტაგრამზე პირდაპირი ეთერი ჩართო და ბრიტნის ეძებდა. გეგმები კი ჩაეშალა, მამაკაცი დაცვამ შეაჩერა და დააკავა. მომხდარს ახლა სამართალდამცავი ორგანოები გამოიძიებენ.
ბრიტნი და ჯეიმსი 2004 წელს დაქორწინდნენ ლას ვეგასში, მათი ქორწინება კი მხოლოდ 55 საათს გაგრძელდა. სწრაფი განქორწინების შემდეგ მამაკაცს ცოლი აღარ მოუყვანია და ამტკიცებდა, რომ ბრიტნი ისევ უყვარდა.