სხვა ეს არის მაგალითი, თუ როგორ არ უნდა მოიქცე ზოოპარკში და როგორ არ უნდა მოექცე ცხოველს (ვიდეო) 2022, 9 ივნისი, 18:14 ![]() ინციდენტი მოხდა ინდონეზიის ზოოპარკში. 19 წლის ჰასან არიფინი (Hasan Arifin)გადაახტა უსაფრთხოების ღობეს კასან კულიმის ზოოპარკში, რათა დაპირისპირებოდა ჩვეულებრივ ყოველთვის წყნარ დიდ მაიმუნს, სახელად თინას. მან კამერა სათანადო ადგილზე დადო და დაიწყო ცეკვა მის წინ. ზოოპარკის თანამშრომლებმა ადგილობრივ საინფორმაციო გამოშვებას Riau Saura-ს განუცხადეს, რომ ჰასანმა ინციდენტამდე მაიმუნის მიმართულებით დარტყმა განახორციელა. კლიპის დაწყებისას ჰასანი თავდაჯერებულად უახლოვდება გისოსებს, მაგრამ უცაბედად ჩვეულებრივ მორჩილი თინა მის პერანგს ჩაებღაუჭება.ბიჭი შეშინებული ყვირის და დახმარებას ითხოვს, როდესაც ორანგუტანი მთელი ძალით ბიჭს მისკენ ექაჩება.ამ დრომ მისი მეგობარი ცდილობს მის გათავისუფლებას. როდესაც მაიმუნი მას თავისი ძლიერი მკლავებით ექაჩება, ისმის ჰასანის ყვირილი "არა, არა, არა!" მიუხედავად იმისა, რომ მისი მეგობარი ცდილობს მის დახმარებას, მათი ძალები ვერ შეედრება თინას ძალებს. ამასობაში ორანგუტანგი ჰასანის მაისურს უშვებს, ფეხებს იჭერს და პირდაპირ გისოსებისკენ მიათრევს და თან ცდილობს ფეხზე უკბინოს, თუმცა როგორღაც ჰასანი გაქცევას ახერხებს ზოოპარკის თანამშრომელმა ადგილობრივ მედიას განუცხადა: ”ინციდენტი მოხდა ორშაბათს შუადღისას (6 ივნისს), როდესაც სტუმარი უნებართვოდ გადახტა ორანგუტანგებისთვის განკუთვნილ ვოლიერის ღობეზე, რათა გადაეღო ვიდეო მომვლელის ნებართვის გარეშე. სტუმარმა დაარღვია წესები ჯერ ღობეზე გადახტომით და შემდეგ კი ორანგუტანზე დარტყმით. მოგვიანებით ჰასანმა ბოდიში მოიხადა თავისი ქმედებებისთვის. 349 3-ს მოსწონს
|