x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
სტერეოტიპები სხვადასხვა ქვეყნების შესახებ, რომლებისაც დღემდე სჯერათ

სტერეოტიპები დიდი ხანია ცხოვრობენ ჩვენს ქვეცნობიერში და მათთან განშორება არც ისე ადვილია. წარმოგიდგენთ სტერეოტიპებს სხვადასხვა ქვეყნის შესახებ, რომლებიც დროა, რომ დავივიწყოთ:

1. ესპანეთი- კორიდა სპორტის მთავარი სახეობაა

ეს მოსაზრება ესპანელებს არ მოეწონებოდათ, რადგან, ჯერ ერთი, მათი საყვარელი სპორტი ფეხბურთია, და მეორეც, ხარების ბრძოლა კი საერთოდ არ არის სპორტი. მას მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, მაგრამ როგორც წარსულის ისტორიული მემკვიდრეობა.


ყოველწლიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ ესპანელების 60%-ზე მეტს ხარების ბრძოლის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს და მას უაზრო სისასტიკედ მიიჩნევს. მაგრამ 40%-ზე ნაკლებს კი არ სურს ღიად ისაუბროს აკრძალვაზე. ქვეყნის ბევრ რაიონში ხარების ბრძოლა აკრძალულია, კერძოდ, კატალონიაში ის 2011 წლიდან არ ჩატარებულა. ხოლო იმ ადგილებში, სადაც ხარების ბრძოლა ჯერ კიდევ ნებადართულია, ესპანელები აპროტესტებენ - ამიტომ დასწრება მკვეთრად შემცირდა და მთავრობამ შეამცირა დაფინანსება.image

2. დიდი ბრიტანეთი- შვრია და 5 საათი

ტრადიციული ინგლისური საუზმე საერთოდ არ არის შვრიის ფაფა. ფაქტობრივად, მასში შედის ათქვეფილი კვერცხი, ძეხვეული, ლობიო, სოკო, პომიდორი და კარაქიანი ტოსტები. მითი შვრიაზე თარიღდება მე-20 საუკუნიდან, როდესაც შოტლანდიური შვრიის ფაფა ექსპორტზე მიმზიდველ შეფუთვაში გადიოდა.

რაც შეეხება ჩაის, ხუთი საათის პრაქტიკა დიდი ხანია აღარ არსებობს. ის შეიძლება შეგხვდეთ მხოლოდ ტურისტებისთვის განკუთვნილ კაფეებში. ჩვეულებრივ ცხოვრებაში ბრიტანელებს არ შეუწყვეტიათ ჩაის სიყვარული, მაგრამ მათ არანაკლებ უყვართ ყავაც. image

3. იაპონია- ყველაზე პოპულარული საჭმელი სუშია

ის, რომ იაპონელები პრაქტიკულად არ ჭამენ სუშის ჩვენთვის ნაცნობი როლების სახით, მსოფლიომ უკვე შეიტყო. ბრინჯის ნაჭერი თევზით იაპონელებისთვის სუშის ტრადიციული სახეობაა, ხოლო როლი კალიფორნია რომელიც ბევრს უყვარს, მთელს ქვეყანაში ძალიან იშვიათად შეიძლება იპოვოთ, ისიც ტურისტების განკუთვნილ ადგილებში. მიუხედავად იმისა, რომ იგი გამოიგონა იაპონელმა. იჩირო მაშიტამ 1973 წელს, ლოს-ანჯელესის რესტორნის Tokyo Kaikan-ის შეფმზარეულმა, ეს გამოგონება სუშის პოპულარიზაციისთვის შექმნა და გამოუვიდა კიდეც.


მაგრამ ის ფაქტი, რომ სუში ჩვეულებრივ იშვიათი სტუმარია საშუალო იაპონელების სუფრაზე, ძნელი მისაღებია. იაპონიაში ყველაზე პოპულარული კერძი რამენია. იაპონელთა უმეტესობას მას საუზმეზეც კი მიირთმევს.image

4. ნიდერლანდები- ჰოლანდიელებს მარიხუანა უყვართ და ის ნებადართულია.

ჰოლანდიელები ზუსტად საპირისპიროს ფიქრობენ, განსაკუთრებით ამსტერდამში - აქ ყველა ტურისტი ჩამოდის მოსაწევისთვის, მაგრამ ქვეყნის მაცხოვრებლების მხოლოდ 5.4% ეწევა მას რეგულარულად, რაც ევროპულ საშუალო მაჩვენებელზე დაბალია- 6.8%. ბევრი ჰოლანდიელი ზოგადად თვლის, მოწევა მათი ღირსების საკადრისი არაა, ჰოლანდიელები ფანატიკურად ზრუნავენ თავიანთ ჯანმრთელობაზე და ველოსიპედის არსებობა და სირბილი ხელს უწყობს ფორმის შენარჩუნებას.


არ დაიჯეროთ მითის „ნებადართულია“. - ნარკოტიკების შენახვისა და გავრცელებისთვის აქაც ისეთივე მძიმე სასჯელი აქვთ, როგორც სხვა ქვეყნებში. ხელისუფლებამ მკაფიოდ გამიჯვნა „მძიმე“ და „მსუბუქი“ ნარკოტიკების ცნებები. მსუბუქი ნარკოტიკები იყიდება სპეციალიზებულ მაღაზიებში, მაგრამ გაყიდვები მკაცრად შეზღუდულია. კანონით ისჯება ასევე მარიხუანასა და ჰაშიშის არალიცენზირებული რეალიზაცია ან დიდი ოდენობით ნარკოტიკების შენახვა.image

5. ავსტრალია- მისი დედაქალაქი სიდნეია

ავსტრალიის დიდი ქალაქები ყველას აბნევს და ყველას არ შეუძლია ქვეყნის დედაქალაქის დასახელება პირდაპირ. სიდნეი და მელბურნი ამ მხრივ ნამდვილად ჩაგრავენ კანბერას, სწორედ ეს ქალაქია დედაქალაქი.


კიდევ ერთი გავრცელებული სტერეოტიპი ავსტრალიის შესახებ არის ის, რომ იქ არის მარადიული ზაფხული და ბევრი საშიში შხამიანი არსება. მაგრამ აქ კლიმატი ყველა გემოვნებისთვისაა - ავსტრალიაში არის 6 კლიმატური ზონა, ხოლო ქვეყნის გარკვეულ ნაწილში შეიძლება შესამჩნევად სიცივე იყოს - დაახლოებით 0 ° C.


შხამიანი არსებები, რა თქმა უნდა, ცხოვრობენ ავსტრალიაში, მაგრამ მათი საფრთხე ადამიანებისთვის გადაჭარბებულია. 1979 წლის შემდეგ ობობის ნაკბენით არავინ მომკვდარა და ყველაზე საშიში მოლუსკი სანთლით საძებარია.image

6. მექსიკა- ღარიბი და სახიფათო ქვეყანაა

ამერიკული ფილმების წყალობით მექსიკას წარმოგიდგენთ, როგორც საკმაოდ საეჭვო და ღარიბ ქვეყანას, სადაც ნარკოტიკებით მოვაჭრეები მოქმედებენ, შედარებით საშიში რეგიონები მექსიკაში, ძირითადად, აშშ-ს საზღვარზეა.


მექსიკის უმეტესობა და მისი კურორტები ძალიან სტუმართმოყვარეა, მოსახლეობა კი კეთილგანწყობილი. რაც შეეხება ქვეყნის კეთილდღეობას, მისი ბევრ ამერიკელს შურს. მექსიკის ზოგიერთ რაიონში ცხოვრების დონე და სოციალური უზრუნველყოფა დიდი ხანია აჭარბებს შეერთებულ შტატებს. ამიტომ გაჩნდა ახალი ტენდენცია – ზოგიერთი პენსიაზე გასული ამერიკელი ცდილობს მექსიკაში გადასვლას: აქ პენსიები გაცილებით მაღალია, გადასახადები კი დაბალი.
image

7. ესტონეთი- ხალხი ნელია და ძალიან ნელაც საუბრობენ

პატარა ესტონეთში ცხოვრების რიტმი მართლაც საკმაოდ მოზომილია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ესტონელები ნელები არიან. ისინი უბრალოდ არ ჩქარობენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. რაც შეეხება მეტყველების ტემპს, ლინგვისტური სტანდარტებით ისინი მაინც მოლაყბეები არიან. ესტონელები ლაპარაკობენ უფრო სწრაფად, ვიდრე ფინელები და დაახლოებით იგივე ტემპით, როგორც ამერიკელები, ხოლო მეტყველების შენელების შეგრძნება ესტონურში ხშირი ორმაგი ხმოვანებიდან მოდის. ისინი თითქოს სიტყვას ორ ნაწილად ყოფენ და ყური მეტყველების პაუზას აფიქსირებს.image

8. საფრანგეთი- ხალხი აქ დახვეწილი კერძების მოყვარულია

ბევრი ფრანგი გამხდარია იმიტომ, რომ დიდ ყურადღებას უთმობენ ჯანსაღ საკვებს, მაგრამ "სწრაფი კვების ვირუსმა" უკვე შეაღწია საფრანგეთში. თუ ადრე სახელმწიფო არ მიესალმებოდა და არ აფინანსებდა სწრაფი კვების ობიექტების გახსნას, ახლა კანონები შემსუბუქებულია. ბოლო სტატისტიკა აჩვენებს, რომ ასეთი რესტორნების შემოსავალი რამდენჯერმე აღემატება ტრადიციული დაწესებულებების მოგებას.image

9. კანადა- იქ მუდამ ცივა

კანადის ჩრდილოეთი ტერიტორია მართლაც მუდმივად თოვლით არის დაფარული, მაგრამ მოსახლეობის 90% ცხოვრობს ქვეყნის სამხრეთით, შეერთებული შტატების საზღვარზე. და კანადის ამ ნაწილში ოთხივე სეზონი გამოხატულია. თბილი გაზაფხული და ცხელი ზაფხული - კანადელებს შეუძლიათ სრულად დატკბნენ ულამაზესი ამინდით: მაგალითად, ტორონტოში და მონრეალში ზაფხულის ტემპერატურა +30 °C-ს აღწევს.


რაც შეეხება მძიმე ზამთარს, მაგალითად, ვანკუვერის მაცხოვრებლები იშვიათად ხედავენ თოვლს - აქ ზამთარი უფრო წვიმიანია. თოვლისთვის, ტორონტოში და სხვა ქალაქებში, კი ზამთარი უფრო მკაცრია.image






0
170
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
170
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0