x
image
დავითი ჩუთლაშვილი
მეცნიერების მტკიცებით, თუ 40 წელზე ახალგაზრდა ხარ, წინ ცუდი ამბები გელოდება
“დაკარგული თაობა”


ბავშვები, რომლებიც წელს დაიბადნენ, სრულიად სხვა პლანეტაზე იცხოვრებენ, ვიდრე ყველა სხვა თაობა მათ წინ


კვლევის თანახმად, რომელიც კვირას ჟურნალ Science-ს ფურცლებზე გამოქვეყნდა, გლობალური დათბობის შედეგად გამოწვეული ცვლილებების გამო მომავალი თაობები იძულებულები გახდებიან, მოითმინონ რამდენიმეჯერ უფრო გახშირებული ეკოლოგიური კატასტროფები და ამინდის ექსტრემალური ცვლილებები.


ეს საგანგაშო პროგნოზია, რომელიც გლობალური დათბობის წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების მიღებას გვაიძულებს.



კვლევის წამყვანმა ავტორმა და თავისუფალი უნივერსიტეტის კლიმატოლოგმა ვიმ ტერიმ NBC News-ს განუცხადა, რომ კლიმატის ცვლილებების შედეგად გარკვეული თვალსაზრისით დედამიწას ზიანი უკვე მიადგა და ყოველი მომდევნო თაობა წინაზე ბევრად უფრო მტკივნეულად შეეჯახება გლობალური დათბობის შედეგებს.


“ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ყველა, ვინც 40 წელზე უფრო ახალგაზრდაა, უპრეცედენტოდ რთული ცხოვრებით იცხოვრებს, რომელიც სიცხის ტალღების, გვალვის და წყალდიდობების შედეგად იქნება გამოწვეული, ” - განუცხადა მკვლევარმა NBC-ს.


მეცნიერის მტკიცებით, კატასტროფული ცვლილებების თავიდან აცილება ყველაზე კონსერვატიული სცენარითაც კი შეუძლებელია.


ტერიმ და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ ბავშვები, რომლებიც წელს დაიბადნენ, ხვატის ტალღებს 7-ჯერ უფრო ხშირად შეეჯახებიან, ვიდრე ჩვენი თაობა. მათთვის ტყის 2-ჯერ მეტი ხანძარი და 3-ჯერ მეტი გვალვის შემთხვევები იარსებებს, ვიდრე მათი ბებიებისა და ბაბუებისთვის.


მკვლევარების თქმით, კლიმატის ცვლილებები განვითარებადი ქვეყნებისთვის ბევრად უფრო მტკივნეული იქნება. ისინი ბევრად უფრო მეტად დაზარალდებიან, ვიდრე განვითარებული ქვეყნები.


გამოსავალი აქედან ერთადერთია: დაუყოვნებლივ მკვეთრად უნდა შემცირდეს სათბურის აირების გამოყოფა.


“ეს კვლევა უნდა იყოს აღქმული მოქმედებისკენ მოწოდებად, ” - განაცხადა მეცნიერმა. “ჩვენს ხელთ არის ყველაფერი, რათა გლობალური დათბობის ყველაზე უარესი ვარიანტები ავიცილოთ თავიდან. ყველა, ვინც დღეს ვცხოვრობთ, წინ უნდა აღვუდგეთ კლიმატის ცვლილებას.”


მომავალი

0
495
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
495
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0