x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ჩეჩნები, რომლებიც ჯგუფური სექსით დაკავდნენ, დახოცილები არიან
სამი ჩეჩენი, რომლებიც 2022 წლის დასაწყისში ჯგუფური სექსით დაკავდნენ, დახოცილები არიან. ამის შესახებ Caucasus.Realities პოლიციაში მყოფ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.


ვიდეო, რომელიც ორი მამაკაცის და ორი ქალის ჯგუფურ სექსს ასახავდა, მიმდინარე წლის დასაწყისში ჩეჩნეთში ვირუსულად გავრცელდა და როგორც საუბრობენ, მან რესპუბლიკის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის გაცოფება გამოიწვია.


ორგიაში მონაწილე ოთხივე პირი ხელისუფლების მოთხოვნით დაუყოვნებლივ დააკავეს, მაგრამ მათგან ერთ-ერთი ქალი, რომელსაც არაჩეჩნური წარმომავლობა ჰქონდა, გაათავისუფლეს.


დანარჩენი სამი პირი ორი კვირის შემდეგ სხვა ქალაქში ჩუმად დაკრძალეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიციელმა შეატყობინა, რომელმაც საკუთარი უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე ანონიმურად დარჩენა გადაწყვიტა. წყარომ ასევე შეატყობინა ჟურნალისტებს, რომ არ იცის, თუ როგორ და რა ვითარებაში დაიღუპნენ ჯგუფურ სექსში მონაწილე პირები.



ადგილობრივმა ხელისუფლებამ მასალის კომენტირებისგან თავი შეიკავა.


რამზან კადიროვის მმართველობის პირობებში ჩეჩნეთმა სექსუალური უმცირესობების მიზანმიმართული დევნა და შევიწროება დაიწყო, რამაც საერთაშორისო საზოგადოება აღაშფოთა.


უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ჩეჩნურმა მილიციამ არამხოლოდ აწამა ადგილობრივი ლგბტ თემის წევრები, მათგან სხვა ქვიარების შესახებ ინფორმაციის გამოძალვის მიზნით, არამედ რამდენიმე მათგანი მოკლა კიდეც.


რამზანა

0
505
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
505
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0