შოუბიზნესი "რა უნდა ამას ამერიკაში? კადიროვის რომელიმე შნირმა მაინც ახეიროს რამენაირად"- მაია დარსმელიძე იუნა შაფათავაზე 2022, 5 ივნისი, 18:30
ამერიკაში წარმატებული სამსახიობო კარიერის ასაწყობად საქართველოდან გაქცეული და "ოსკარზე" მეოცნებე, იუნა შაფათავა თავისი ხშირი სოციალურ - პოლიტიკური შინაარსის ვიდეომიმართვების წყალობით აქტუალობას სამშობლოში დღემდე არ კარგავს. ამჯერად, მისმა საქართვეოლოს მოლაქეებისადმი უცნაურმა გზავნილმა სოციალური ქსელის მომხმარებლებში დიდი აგრესია და უკმაყოფილება გამოიწვია. სკანდალური რეპუტაციის მქონე მსახიობის ფეისბუქლაივი უყურადღებოდ არც მომღერალ მაია დარსმელიძეს დარჩენია. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებისადმი შაფათავას გზავნილის შემდეგ, სადაც ის ამერიკას აძაგებს და მას "ველურების" ქვეყნად მოიხსენიებს მისი ადგილი შეერთებულ შტატებში არ არის:
"როგორ იტანჯება თურმე საწყალი და ამ ღარიბი და ველური ამერიკიდან ტრაკში პანჩურით გამოდეპორტებას ხომ არ დავეხმაროთ? რა უნდა ამას ამერიკაში? წავიდეს რუსულ ზასრანსკებში და იქნებ კადიროვის რომელიმე შნირმა მაინც ახეიროს რამენაირად. იქიდანაც უნდა მოხიკონ ეგ და მისნაირები და გააპანღურონ"- წერს მუსიკოსი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ "ამერიკული ოცნების" ასახდენად შტატებში გადასულმა იუნა შაფათავამ ფეისბუქლაივის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, რომ არ წავიდნენ ამერიკაში, რადგან ამერიკა ისეთი ქვეყანა სულაც არ არის, როგორიც ის საქართველოდან ჩანს და რომ შტატებთან შედარებით საქართველო სამოთხეა, სადაც ხმა პრეზიდენტთან თუ პრემიერთან ყველას მიუწვდება, ამერიკაში კი მისივე თქმით, ყველას ფეხებზე ჰკიდიხარ. შაფათავს ლაივის ტექტს უცვლელად გთავაზობთ:
"უღარიბესი უბანია, აქ ხალხი ძალიან ღარიბია… საზღვარზე რომ გადმორბიან, რისი მოლოდინი აქვთ?! ამერიკაში ცხოვრება ძალიან რთულია. ამერიკის იმიჯი სხვაა, რეალობაში სხვაა. განათლებული, მომზადებული რომ მოდიხარ, მაინც ჯოჯოხეთი უნდა გაიარო. სამშობლოს დასატოვებლად ძალიან სერიოზული მიზეზი უნდა გქონდეთ. ფული არ მქონდა, ბავშვს ვერ ვაჭმევდიო – ეს გამართლება არ არის… ამერიკაში ცხოვრება არ არის ის, რაც გგონიათ. მთელი ჩემი ჯანღონე, ახალგაზრდობა, გარეგნობა, ხასიათი ამ ქვეყანამ შეიწირა. რქებით ვაწვები და არც ვიცი, მიღირს თუ არა…
არც ერთი შეგნებული ფრანგი და იტალიელი აქ არ ჩამოვა, რადგან ველური ქვეყანაა. მე კლასიკური ქალი ვარ და დიდი კომპრომისია, აქ რომ ვარ… ნუ უსმენთ იმ ბარიგებს, რომლებიც ათიათასობით დოლარს გადებინებენ საზღვარზე გადმოსასვლელად. ნუ ხდებით იმ კატეგორიის ქვეყანა, რომლის ხალხიც საზღვარზე გადმოდის, საქართველოს სამაგისო არაფერი სჭირს, რომ მოსახლეობის 90 პროცენტი ამერიკაში მოდიოდეს მოსამსახურედ. სანამ დაუჯერებთ ზღაპარს, რომ ამერიკა მაგარია… ამერიკა ისევ ველურების ქვეყანაა.
ვიღაცები კონფერენციებს მართავენ, ამერიკა რა მაგარიაო, მაგრამ არ დაიჯეროთ. ყველას ღირსება ერთნაირი არ არის, ყველა ყველაფერზე ხელისმომწერი არ არის. აქ რომ მოდიხარ, იმდენი რამე უნდა ჩაყლაპო…
აქ შოპენი და ბეთხოვენი არის 5 პროცენტი, დანარჩენი არის რეპი, მარიხუანა და საშუალოზე დაბალი კლასი. საქართველოში ყველას გვიჭირავს მარკა, ფული გაქვს თუ არა, შენი ადგილი გიკავია. საქართველო სამოთხეა და ვერ ვხვდები, რატომ იგდებთ თავს ხაფანგში.
საქართველოში ყველას მიგვიწვდება ხმა პრეზიდენტთან, პრემიერთან, ვიჩივლებთ, რომ გაზი, წყალი არ არის, აქ ყველას ფეხებზე ჰკიდიხარ, ფარაონებივით არიან… ნუ უსმენთ სხვებს. ზოგი ბედნიერია მოსამსახურეობით, მაგრამ გენში არ გვაქვს, მოსამსახურეები ვიყოთ, – განაცხადა იუნა შაფათვამ საკუთარ ვიდეომიმართვაში.
|