სხვა სტრიპტიზი და სექსი სალონში. სტიუარდესას მუშაობა გასულ საუკუნეში 2022, 4 ივნისი, 19:04 ყოფილმა ბორტგამცილებელმა ნელ მაკშეინ ვულფჰარტმა, რომელიც მუშაობდა ფრენის "ოქროს ხანაში", დაწერა წიგნი " სტიუარდესას დიადი ბუნტი". პირველი ბორტგამცილებელი 1930 წელს დაიქირავეს, ეს იყო ელენ ჩერჩი და მუშაობდა United Airlines-ში. თუმცა, 1960-იან და 1970-იან წლებს მოიხსენიებენ, როგორც საჰაერო მოგზაურობის "ოქროს ხანას" და მათზეა საუბარი ნელ მაკშეინ ვოლფჰარტის წიგნში "სტიუარდესას დიადი ბუნტი", რომელიც ცხადყოფს, რომ თვითმფრინავის სალონი იმ დროს ყველაზე სექსისტური სამუშაო ადგილი იყო მსოფლიოში. ამის შესახებ Daily Mail წერს. მაშინ ბორტგამცილებლები ვერ თხოვდებოდნენ, შვილევბს ვერ აჩენდნენ და 32 წლის შემდეგ ვერ მუშაობდნენ. მათ ეცვათ გამჭვირვალე ტანსაცმელი, დგავდნენ სტრიპტიზს და კოცნიდნენ მგზავრ მამაკაცებს. მაცდუნებელი მუსიკის ფონზე გაშიშვლებული ბორტგამცილებელი გამოჩნდა კომპანია Braniff International-ის რეკლამაში, სადაც ნათქვამი იყო: „საჰაერო ზოლი წარმოგიდგინათ კომპანიამ, რომელიც ფიქრობს, რომ ბორტგამცილებელი უნდა გამოიყურებოდეს, როგორც პატარა გოგონა“. ეს არის ზუსტად ის, რასაც ბორტგამცილებელი აკეთებდნენ ყოველი ფრენის დროს 1965 წელს, ისინი ახდენდნენ ცნობილი დიზაინერის ემილიო პუჩის უნიფორმების დემონსტრირებას. მაშინ მათ "ფლეიბოის საჰაერო კურდღლები" დაარქვეს. კიდევ ერთ რეკლამას, რომელშიც ლამაზი გოგონები იყვნენ, ჰქონდა ფლირტის სლოგანი, როგორიცაა "შენმა ცოლმა იცის, რომ ჩვენთან ერთად დაფრინავ?" რეკლამა წარმატებული იყო, ავიაკომპანიის შემოსავალი ერთ წელიწადში 50 პროცენტით გაიზარდა. კომპანია Air Frace-ის იმ დროისთვის სლოგანი იყო "როდესმე გააკეთე ეს ფრანგულად?". ბორტგამცილებლები, რომლებიც იმ დროს მუშაობდნენ, ამბობენ, რომ მათ გამუდმებით ავიწროებდნენ მგზავრები და სასტუმროშიც კი მიყვებოდნენ. პილოტებიც ასე იქცეოდნენ, თვლიდნენ, რომ კაბინაში სექსი სავალდებულო ბონუსი იყო ფრენის შემდეგ. ზოგიერთ ავიაკომპანიაში პოლიტიკა ისეთი იყო, რომ ბორტგამცილებელს მოეთხოვებოდა მამაკაცი მგზავრების კოცნა. „დიდი გადაჭარბება არ არის იმის თქმა, რომ 1960-იან წლებში თვითმფრინავის სალონი ყველაზე სექსისტური სამუშაო ადგილი იყო ამერიკაში.“ - ამბობს ნელ მაკშეინ ვულფჰარტი. ზოგიერთი ბორტგამცილებელი იბრძოდა პატივისცემისა და ელემენტარული სამსახურებრივი შეღავათებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, დეკრეტული შვებულება. თუმცა, ბორტგამცილებლად გახდომა ადვილი არ იყო. გოგონა უნდა ყოფილიყო ლამაზი, გამხდარი, არ უნდა კეთებოდა მხედველობის სათვალე, უნდა ქონოდა უნაკლო ღიმილი. როდესაც გასაუბრების შემდეგ აირჩევდნენ, ის მიდიოდა სკოლა-ინტერნატში, სადაც გოგონები ერთად ცხოვრობდნენ. ისინი ერთად სწავლობდნენ მაკიაჟის გაკეთება, წამწამების დაწებებას და თმის შეჭრას ავიაკომპანიის მოთხოვნის შესაბამისად. პეტ გიბსმა, რომელიც იმყოფებოდა American Airlines-ის სკოლაში, სახელწოდებით "მომხიბვლელთა ფერმა", თქვა, რომ იქ პურის თითოეული ნაჭერი უნდა აწონილიყო. ამერიკული წესებით, ბორტგამცილებელი უნდა ყოფილიყო 165 სმ სიმაღლის, წონა არაუმეტეს 57 კგ. პილოტებს კი უფლება ჰქონდათ შეემოწმებინათ, ეცვათ თუ არა სავალდებულო ბიუსტჰალტერი და წინდების დამჭერი წელის ქამარი. ავიაკომპანიის ექიმებს შეეძლოთ ბორტგამცილებისთვის დიეტური აბების დანიშვნა, რომლებიც იყო ამფეტამინები. გოგონები ვერ ქორწინდებოდნენ, მაგრამ ამას ფარულად აკეთებდნენ და ორსულობის შემთხვევაში მაშინვე ათავისუფლებდნენ მათ. ამავდროულად, ხელფასი არ იყო ისეთი მაღალი, როგორიც სტიუარდი-მამაკაცების: დაახლოებით 5 ათასი დოლარი წელიწადში, რაც ახლა დაახლოებით 44 000 დოლარის ტოლფასია. ავიაკომპანიის რეკლამა იმ დროს, სექსუალურობის გარდა, იმ აზრსაც თამაშობდა, რომ ბორტგამცილებელი იდეალური ცოლები არიან. American Airlines-ის რეკლამების სურათს ეწერა, რომ „მამაკაცები იპარავენ ჩვენს სტიუარდესებს“, ნახატში კი იყო მგზავრი, რომელიც ბორტგამცილებელს პირზე ხელაფარებულს მიათრევს. იმავე რეკლამაში ნათქვამია, რომ მათი ბორტგამცილებელთა უმეტესობამ დაქორწინებამდე ორი წელიც კი არ გაძლო. ბოლოს და ბოლოს, „გოგონა, რომელსაც შეუძლია ხუთსაათნახევარი ღიმილი, ძნელი საპოვნელია“. რომ აღარაფერი ვთქვათ ცოლზე „რომელსაც ახსოვს რა სურს 124 ადამიანს სადილზე“. თუმცა, ზოგიერთი სარეკლამო ლოზუნგი გულწრფელად უხამსი იყო. ისევე როგორც კომპანია National Airlines-ის 1971 წლის ly Me ("გამოფრინდი ჩემთან)") რომელშიც წარმოდგენილი იყო ნამდვილი ბორტგამცილებელი, როგორიცაა შერილ ფიორავანტე ლოზუნგით "მე ვარ შერილი. გამოფრინდი ჩემთან", ბორტგამცილებელს უნდა ქონოდა Fly me-ს სამკერდე ნიშნები და გაეღიმათ როდესაც მგზავრებს შეეკითხებოდნენ, შეეძლოთ თუ არა შეთავაზებით სარგებლობა. მათ ბორტგამცილებელი სექსუალურ ობიექტებად აქციეს არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ ევროპაშიც. მაგალითად, კომპანია Finnair-მა შექმნა ბეჭდური რეკლამა, რომელშიც გამოსახულია მკერდმოშიშვლებული ქალი, რომელსაც ზურგზე ავიაკომპანიის მარშრუტის რუკა აქვს დახატული. ასეთ დამოკიდებულებას ზოგჯერ სამწუხარო შედეგები მოჰყვა. Pan Am-ის ბორტგამცილებელმა სინდი ჰაუნსელმა გაიხსენა, როგორ გააფრთხილა ერთხელ პილოტი საკვების მოწამვლის შესახებ, მაგრამ მან არც კი მოუსმინა მას, ამიტომ ყველა მგზავრი საავადმყოფოში მოხვდა, ერთ-ერთი მგზავრი კი გარდაიცვალა. ავიახაზები სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ ცვლილებებს, მაგრამ 1977 წელს შეიქმნა ბორტგამცილებლების პროფკავშირი და სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა. 182 შეფასება არ არის
|