კინო კადრს მიღმა ფოტოები ფილმიდან "კავკასიელი ტყვე ქალი" 2022, 1 ივნისი, 18:45
რეჟისორ ლეონიდ გაიდაის საკულტო ფილმი, გადაღებულია 1966 წელს. ეს არის რიგით მეორე ფილმი პერსონაჟ შურიკას მონაწილეობით და უკანასკნელი, რომელშიც მონაწილეობდა სამეული, მსახიობები გიორგი ვიცინი, იური ნიკულინი და ევგენი მორგუნოვი (ტრუსი, ბალბესი და ბივალი)ფილმის პრემიერა შედგა მოსკოვში, 1967 წლის 3 აპრილს.
აგერ 55 წელი გავიდა ფილმის გადაღებიდან, თუმცა მის მიმართ ინტერესი არაფრით არ ცხრება და იგი შეიძლება ჩაითვალოს საბჭოთა კინომატოგრაფიის ისტორიაში №1 კინოკომედიად.დღეისთვის ფილმიდან აღებული ცალკეული ფრაზები ხალხმა ზეპირად იცის, არანაკლებ პოპულარულია სიმღერები ფილმიდან, ხოლო სცენების უმრავლესობა მაყურებელში სიცილს იწვევს. გაიდაი გულისყურით ეკიდებოდა ნებისმიერ დეტალს, სულ მცირე ფრაგმენტსაც კი. ხოლო სცენების დიდ ნაწილს ადგილზევე იგონებდნენ მსახიობები, ოპერატორები და გადამღები ჯგუფის სხვა წევრები. "კავკასიელ ტყვე ქალს"№4 ადგილი უკავია პოპულარობის მხრივ საბჭოთა კინომატოგრაფიის გაქირავების ისტორიაში, ერთ წელიწადში ფილმი კინოთეატრებში ნახა 76, 5 მილიონმა მაყურებელმა, .აღსანიშნავია, რომ სახკინოში სასინჯმა ჩვენებამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა გაეშვათ თუ არა კინოგაქირავებაში ვერ გადაეწყვიტეს. ფილმის ბედი ისევ ლეონიდ ბრეჟნევმა გადაწყვიტა:"კარგი კომედიაა, გმადლობთ." საინტერესოა ფილმის გადამღები ჯგუფის ჰონორარიც: ლ.გაიდაი- 4140 მანეთი და 2000 მანეთი სცენარისთვის; ა.დემიანენკო - 5220 მანეთი. (გადაღება 74 დღე, გახმოვანება 10 დღე); ნ.ვარლეი - 1219 მანეთი 24 კაპ. (ნ. რუმიანცევა როლის გახმოვანებისთვის - 237 მანეთი 50 კაპიკი); ვ.ეტუში - 1800 მანეთი. (24 დღე გადაღება, 6 დღე გახმოვანება); ფ.მკრტჩიანი - 939 მანეთი. (24 დღე გადაღება, 4 დღე გახმოვანება); იური ნიკულინი - 4238 მანეთი. (გადაღება 43 დღე, გახმოვანება 6 დღე); გიორგი ვიცინი - 3389 მანეთი. 84 კაპ. (34 დღე გადაღება, 5 დღე გახმოვანება); ევგენი მორგუნოვი - 1979 მანეთი და 50 კაპ. (29 გადაღება, 5 დღე გახმოვანება); რ.ახმეტოვი - 1031 მანეთი. 78 კაპ. (გადაღება 31 დღე, გახმოვანება 6 დღე); მ.გლუზსკი - 194 მანეთი 80 კაპ. (2 დღე გადაღება, 2 დღე გახმოვანება); ნ.გრებეშკოვა - 279 მანეთი 40 კაპ. (5 დღე გადაღება, 7 დღე გახმოვანება). ახლა კი წარმოგიდგენთ სცენის მიღმა გადაღებულ კადრებს: 1274 4-ს მოსწონს
|