x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
მერილინ მენსონს სექსუალური ძალადობის ბრალდებას მოუხსნიან

image
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ინტერნეტში ფართოდ განიხილებოდა მერილინ მენსონი და მის მიმართ წაყენებული ბრალდებები სექსუალური ძალადობის შესახებ. 2021 წლის ბოლოს კი Rolling Stone-მა გამოაქვეყნა დიდი გამოძიება ცნობილი მომღერლის "ბნელ" წარსულზე. მაგრამ თავად მერლინი, რა თქმა უნდა, ყველაფერს უარყოფს. და როგორც ჩანს, ამჯერად სასამართლო მის მხარეს იქნება.image
გასულ წელს მსახიობმა ევან რეიჩელ ვუდმა განაცხადა, რომ მათი ურთიერთობის პერიოდში მომღერალი მუდმივად ძალადობდა მასზე, შემდგომ კი აშანტაჟებდა. მსახიობის თქმით, 2007 წელს კლიპის Heart-Shaped Glasses-ის გადაღებების დროს, სცენარის მიხედვით მათ საწოლის სცენა უნდა გაეთამაშებინათ, თუმცა მენსონმა ის ყველას თვალწინ გააუპატიურა და გადამღები ჯგუფის არც ერთ წევრს ეს არ უხსენებია.

TMZ-ის გამოცემამ გაარკვია, რომ დეტექტივებს არ აქვთ საკმარისი სანდო მტკიცებულებები იმისთვის, რომ სასამართლომ განაჩენი გამოიტანოს მერილინ მენსონის წინააღმდეგ. გასულ შემოდგომას პოლიცია ლოს-ანჯელესში მენსონის სასახლეში ჩხრეკით მივიდა და ყველა ელექტრონული წყარო ამოიღო.

მედიის ცნობით, სავარაუდო მსხვერპლის სიტყვებმა პოლიციაში "ეჭვი გააჩინა". გამოცემის თანახმად, მენსონს, სავარაუდოდ, ბრალი არ წაუყენებენ, მაგრამ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, თუ ახალი მტკიცებულებები გამოჩნდება.

0
110
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0