რჩევები 8 გენიალური სამალავი ძვირფასი ნივთების შესანახად! - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! 2022, 31 მაისი, 13:20 სამწუხაროდ, ჩვენს დროში საკუთარი სახლიც კი არ იძლევა ძვირფასი ნივთებისა და სხვა ძვირადღირებული სამკაულების უსაფრთხო შენახვის გარანტიას, მაგრამ საზრიანმა დიზაინერებმა ახალი სამალავები მოიგონეს, რომელიც თქვენს გასაღებს, ფულსა თუ სხვა ძვირფასეულობას მძარცველებისგან საიმედოდ დაიცავს. უნიტაზის ავზი, ლეიბი, მარცვლეული - ეს ყოველივე უკვე აქტუალური აღარ არის, ვინაიდან სწორედ ამ ადგილებში ეძებენ მძარცველები როგორც წესი, ფულს ყველაზე ხშირად. მოკლედ, დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ყველაზე გენიალურ სამალავებს, რომლებიც თავად შერლოკ ჰოლმსაც კი გაახარებდა!1. ყველაფერი ისე არ არის, როგორც გგონიათამ გენიალურ სამალავში, შეგიძლიათ უსაფრთხოდ შეინახოთ თქვენი გასაღებები თუნდაც ყოველ დღე. დამალეთ სათადარიგო გასაღებები ხელოვნურ კვარცში და მოათავსეთ ის სახლთან ახლოს. მთავარია თქვენ არ დაგავიწყდეთ სად შეინახეთ თავად სამალავი!2. კუ - კუნაკლებ სავარაუდოა რომელიმე მძარცველმა ფულისა და ძვირფასი ნივთების ძებნა კედლის საათში დაიწყოს, მით უმეტეს, მაშინ როდესაც ის ასევე ფუნქციონირებს კიდეც, დამეთანხმეთ რომ სარგებელი აშკარაა!3. უსაფრთხო ვენტილაციაეს კი ნამდვილი სეიფი გახლავთ! მის დასამონტაჟებლად რა თქმა უნდა, დიდი ძალისხმევის დახარჯვა მოგიწევთ, რადგან მას კედელში სპეციალური წალო სჭირდება, სამაგიეროდ აი, თქვენი ძვირფასეულობა უსაფრთხო ადგილას იქნება.4. გარე თერმომეტრიაბა, ვინ დაიწყებს გასაღების ძებნას თერმომეტრში? დამეთანხმეთ, რომ საკმაოდ მოსახერხებელი და კრეატიული სამალავია. საკმარისია ხელის ერთი გაწვდენა და გასაღები უკვე უსაფრთხო ადგილზეა! იდელაურია ასევე აგარაკის სათადარიგო გასაღების შესანახადაც.5. კრეატიული სამალავიხელოვნურ როზეტში თანხისა თუ სამკაულების დამალვით, თქვენ ნამდვილად დაიცავთ თქვენს ძვირფასეულობას. გამომდინარე იქიდან რომ მძარცველებს საკმაოდ ცოტა დრო აქვთ, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მათ ფულის ძებნა როზეტში დაიწყონ, ხოლო თუ მეტ წინდახედულობასაც გამოიჩენთ და მის წინ მძიმე კარადასაც დადგამთ, მაშინ მშვიდ ძილს ნამდვილად შეძლებთ!6. არა უბრალო ჩიფსებიაბა, რას იტყვით? საკმაოდ კარგი იდეაა ფულის შესანახად, მაგრამ გახსოვდეთ რომ მძარცველებიც სულელები არ არიან, თუ ისინი ჩიფსის მხოლოდ ერთ შეფუთვას დაინახავენ, შიგნით სავარაუდოდ ჩაიხედავენ, ამიტომ დააბნიეთ ისინი, თქვენს სამზარეულოს კარადაში ჩიფსების რამდენიმე შეკვრა ერთმანეთის გვერდით განათავსეთ. მძარცველები იფიქრებენ, რომ ჩიფსების დიდი მოყვარული ბრძანდებით და ყველა შეფუთვის შემოწმებას ნამდვილად არ დაიწყებენ.7. დეზოდორანტი სიურპრიზითსახლში ჩვეულებრივი დეზოდორანტის არსებობით ვერავის გააკვირვებთ! ასე რომ, ის ნამდვილად არ მიიქცევს ქურდების ყურადღებას. მოათავსეთ ის თვალსაჩინო ადგილას ისე თითქოს არც არაფერი მომხდარა.8. გენიალურიააი, ეს სამალავი კი, ნამდვილად ყველაზე საიმედოა! ვინაიდან ის კარებში იმალება. მინი-სეიფი შენიღბულია როგორც სტანდარტული კარის დეტალი, რომელიც მის თავზე, ზემოთ მდებარეობს. ნამდვილად ჰაი ლეველია, ვერაფერს იტყვი!!!422 შეფასება არ არის |