x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
შერცხვენილები: ვარსკვლავების კონფუზები წითელ ხალიჩაზე, რის გამოც მათ დღემდე რცხვენიათ

image


რა რთულია ვარსკვლავობა! როცა იცი რომ საზოგადოების წინაშე აღებული ერთგვარი ვალდებულება ჯეროვნად უნდა შეასრულო, რათა პუბლიკის კეთილგანწყობა და პატივისცემა დაიმსახურო. ცნობილი სელებრითები კონცერტების გარდა, ასევე სხვადასხვა წვეულებებზე, დაჯილდოების ცერემონიალებსა თუ წითელ ხალიჩებზე ვალდებულები არიან ყოველთვის უნაკლოდ და სრულყოფილად გამოიყურებოდნენ, თუმცა თავადაც მოგეხსენებათ რომ უხერხული მომენტებისგან და მოულოდნელი კონფუზებისგან დაზღვეული მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავებიც კი არ არიან. დღეს, გადავწყვიტე სწორედ ასეთი უხერხული შემთხვევების შესახებ მოგითხროთ. მაშ ასე, თქვენ წინაშეა ის სასაცილო კაზუსები, რომლებიც ვარსკვლავებს წითელ ხალიჩაზე შეემთხვათ.



ბეჰატი პრინსლუ


image


"Victoria's Secret"-ის მოდელს წვეულებაზე ფოტოგრაფების წინაშე პოზირებისას მარჯვენა მკერდმა უღალატა, რომელიც ყველას თანდასწრებით დროდადრო, მოდელის კაბიდან ამოხტომას ყველა საშუალებით ლამობდა.




კარა დელევინი


image


ცნობილმა ბრიტანელმა მოდელმა, მომღერალმა და მსახიობმა მაყურებელს თავისი "მეხუთე წერტილი" მთელი თავისი ბრწყინვალებით ფილმ "პენი"-ს პრემიერაზე წარმოუჩინა.




ჯენიფერ გარნერი


image


ფილმ "ალექსანდრე და საშინელი, უიღბლო, ძალიან ცუდი დღეს" პრემიერაზე ჰოლივუდის ვარსკვლავმა თავისი სიგამხდრის საიდუმლო როგორც იქნა გაამხილა. მაკორექტირებელი თეთრეული მართლაც რომ სასწაულებს ახდენს.





ჯენიფერ ლოურენსი


image


აი, ამ მდგომარეობაში დადიოდა წინ და უკან მსახიობი ბერლინში ფილმ "შიმშილის თამაშების" პრემიერაზე.




ნიკი ჰილტონი


image


ამერიკელმა ბიზნესმენმა, მოდელმა და დიზაინერმა პარიზის მოდის კვირეულზე არჩევანი უაღრესად თამამ, თეთრ კაბაზე შეაჩერა, რითიც საზოგადოების ყურადღება სწორედ საკუთარი "ღირსებების" წყალობით მიიპყრო.




კრისი ტეიგენი


image


მოდელმა თეთრ სახლში გამართულ მიღებაზე ელეგენტურ, მუქი ლურჯი ფერის, მაღალი ჭრილის კაბას შესაფერისი საცვალი აშკრად ვერ შეურჩია.




ბელა ჰადიდი


image


ამერიკელ მოდელს, როგორც ჩანს, კანის კინოფესტივალზე საცვლების ჩაცმა სულ დაავიწყდა და მთელი საღამოს განმავლობაში ინტიმურ ადგილს კაბით ელეგანტურად იფარავდა.





ქეთრინ ჰეიგლი

image


ამერიკელ მსახიობსა და მოდელს "ShoWest"-ის დაჯილდოების ცერემონიალზე, როდესაც ის საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოდიოდა მხრიდან მოულოდნელად თასმა ჩამოუვარდა.




ჯენიფერ ლოპესი


image


"ოქროს გლობუსზე" პუერტო - რიკოელი ლამაზმანის ოფლიანი იღლიები შეუმჩნეველი ფოტოგრაფებს ნამდვილად არ დარჩენიათ.




ჰოლი ბერი

image


ბიუთი - პრეზენტაციაზე მიმავალ ჰოლივუდის ვარსკვლავს საკუთარი კოლეგის მსგავსად იღლიების ქვეშ ანტიპერსპირანტის გამოყენება სავარაუდოდ, ასევე დაავიწყდა.



ზაინა დრიდი

image


ქალბატონო, იცით მე მგონი, ოდნავ ტრუსი გამოგიჩნდათ!






0
1955
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1955