x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ძირს მოძალადე კაცებიო, რომ ვწერთ ხოლმე, საიდან გაიჩითნენ ეგ კაცები?" - ალექსანდრა პაიჭაძე

image

მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში ქალთა მიმართ გახშირებულ ძალადობის ფაქტებს ეხმურება და აღნიშნავს, რომ მოძალადე კაცების არსებობა ოჯახიდან მოდის.


პაიჭაძის აზრით, მშობლები ბავშვებს სწორად ვერ ზრდიან და ზოგიერთები შვილებს სწორედ გენდერის მიხედვით ანსხვავებენ.


"ძირს მოძალადე კაცებიო, რომ ვწერთ ხოლმე, საიდან გაიჩითნენ ეგ კაცები ამდენნნი? საკუთარივე ოჯახებიდან ხომ? დედ მამის შვილები ხომ არიან… ანუ, პრობლემა იმაზე უფრო ღრრრმაა ვიდრე, მოძალადე კაცი, პრობლემაა მშობლობისა და აღზრდის მეთოდების არცოდნა, გულგრილი/გადაჭარბებული მშობლობა, დედმამობის არსის არცოდნა, ოჯახში არასწორობის გაპრავება….
კიდევ ის არის პრობლემა ჩემი აზრით, რომ ქალი “ჩვარად” ზარდეს, აგრეთვე წინაპრებმა და კაცი “ვაცად”.. ქალიშვილებს გვერდში ოჯახის წევრები არ უდგანან გასაჭირის დროს, “გათხოვილ” ქალიშვილებს მითუმეტეს.. თითქოს ზედმეტები არიან მათთვის, ბიჭებს კი, იმდენად თან ყვებიან ხშირად, ტოქსიკურ და განებივრებულ პიროვნებებს იღებენ. მაგარ პრობლემებში ვართ. გოგოს ვასწავლი, როგორ იყოს დამოუკიდებელი, რესურსული და ინტერესებით სავსე, ისევე როგორც ბიჭს დავარიგებ, როგორ იყოს დამოუკიდებელი, განათლებული და კაი ტიპი, ქალის, დედის და საკუთარი თავის პატივისმცემელი. ტკბილიძილი!"- წერს პაიჭაძე.
image
0
23
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0