ბიოგრაფია ცნობილი ადამიანების უცნაური და მავნე ჩვევები 2022, 2 ივნისი, 9:33
ალბათ, მსოფლიოში არ არსებობს ადამიანი, ვისაც ცუდი ან უცნაური ჩვევები არ გააჩნია. ზოგჯერ, ეს მხოლოდ წვრილმანია, ზოგჯერ კი — მეტად უცნაური საქციელი, რომლის ახსნაც კი, რთულია. როგორც მიხვდით, ცნობილი პირები, ამ წესისგან გამონაკლის არ წარმოადგენენ და უცნაური ჩვევები, მათ შორის — სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა... იოსებ სტალინი. სტალინი მრავალფეროვანი გარდერობის მოყვარული არ იყო და მას იშვიათად აახლებდა. ხოლო, გასასვლელი ფეხსაცმელი, საერთოდ, ერთი წყვილი ჰქონდა.სალვადორ დალი. გენიალური მხატვარი ყოველთვის არასტანდარტულ ადამიანად ითვლებოდა. მაგრამ, მისი ზოგიერთი ქმედება, მაინც გაკვირვებას იწვევს. მაგ., ის ე. წ. «წამიერ სიესტებს» იწყობდა: ჯდებოდა სავარძელში, რომლის გვერდით თეფში იდგა. ხელში ლითონის გასაღებს იჭერდა და ასე ისვენებდა. იმ შემთხვევაში კი, თუ ჩაეძინებოდა, ხელიდან გასაღები უვარდებოდა, ის თეფშზე ეცემოდა და ამ ხმაზე, დალის ეღვიძებოდა. როგორც თავად მხატვარი ამბობდა, ასეთი პაუზები, მისთვის ახალი შთაგონების წყარო იყო.პუშკინი. ცნობილ პოეტს ხელნაწერების მინდვრებზე შენიშვნების და ნახატების დატოვების ჩვევა ჰქონდა. ეს იმდენად ბევრი იყო, რომ ფურცელზე, ცარიელი ადგილი აღარ იყო დარჩენილი.ალექსანდრე დიუმა (მამა). ფრანგ მწერალს, დილის 7 საათზე, ტრიუმფალურ თაღთან, ვაშლის ჭამის ტრადიცია ჰქონდა. რიტუალი მისთვის მკურნალმა ექიმმა მოიგონა, რომ მწერლისთვის დღის რეჟიმი მოეწესრიგებინა. ალბერტ აინშტაინი. ცნობილ მეცნიერს წინდები არასდროს სცმია. ის ამბობდა, რომ გარდერობის ამ ნაწილში, საჭიროებას ვერ გრძნობდა. ოფიციალურ ღონისძიებებზე, ის მაღალყელიან ფეხსაცმელს იცვამდა, რომ წინდების ნაკლებობა თვალშისაცემი არ ყოფილიყო.ისააკ ნიუტონი. მეგობრებისადმი მიწერილ წერილებში, დიდი ფიზიკოსი უძილობას უჩიოდა, რომელიც მას, საღამოობით, ბუხართან, სავარძელში ჩაძინების სულელური ჩვევის გამო ჰქონდა. ამ პოზაში, შუაღამისას გაღვიძების შემდეგ, სრულიად უსარგებლოა საძინებელში გადასვლა, რადგან ნორმალურად დაძინება უკვე შეუძლებელია.ნაპოლეონ ბონაპარტი. ნაპოლეონ ბონაპარტს ცხელი აბაზანები უყვარდა — ის აბაზანას დღეში რამდენჯერმე იღებდა, თან დიდ ხანს — თითქმის, ერთი საათის მანძილზე. ამასთან, საქმეს რომ არ მოცდენოდა, აბაზანაში მყოფი იმპერატორი, მდივანს წერილებს კარნახობდა და საქმეზე მისულ ვიზიტორებსაც კი იღებდა... მას სამხედრო ლაშქრობებში, სპეციალური, რეზინის აბაზანა დაჰქონდა.ვიქტორ ჰიუგო. ფრანგი კლასიკოსი ვიქტორ ჰიუგო, საკუთარ ნაწარმოებებს, ხშირად, სრულიად შიშველი წერდა. ეს ერთგვარი თვითშანტაჟი იყო: მწერალი მოსამსახურეს მისი სამოსის წაღების ბრძანებას აძლევდა, რომ სახლიდან გასვლის ცდუნების არ აჰყოლოდა და სამუშაოს არ ამოსცდენოდა. ნებაყოფლობითი პატიმრობა მხოლოდ მას შემდეგ სრულდებოდა, როდესაც გეგმით გათვალისწინებული რაოდენობის გვერდს დაწერდა.ონორე დე ბალზაკი. ონორე დე ბალზაკი, ძირითადად, ღამით წერდა და ყავის დიდი მოყვარული იყო. «ყავა კუჭში ჩადის და სხეულის მყისიერად გამოცოცხლებას იწვევს, აზრები მოძრაობაში მოდიან, წარმოსახვა ირთვება და ფურცელი მელნით იფარება…» — წერდა ის. ყავის წყალობით, მას უწყვეტად, 48 საათის მანძილზე შეეძლო მუშაობა... თუმცა, ექიმები თვლიან, რომ მისი გარდაცვალების მიზეზიც სწორედ ეს გახდა — გულმა ვერ გაუძლო. არხის სხვა სიახლეები:* შეიძლება სისულელედ მოგეჩვენოთ, მაგრამ სრული ჭეშმარიტებაა* 5 საინტერესო ფაქტი ყველაზე ცნობისმოყვარულთათვის* ჩუმი, სახიფათო და ყველაზე დიდი გველი მსოფლიოში* 25 საოცარი ფოტო, ფოტოშოპის გარეშე* რატომ არის ლომი "ცხოველთა მეფე"? – კითხვაზე პასუხი* ქალმა კვერცხი იპოვა და საკუთარ სხეულზე 35 დღე ატარა...* 20 კურიოზული ისტორიული ფაქტი, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ* 10 საინტერესო ფაქტები პაპუასების შესახებ2229 5-ს მოსწონს
|