კულტურა ნახეთ, როგორ გამოიყურება დღეს 80-იანი წლების ვარსკვლავი საბრინა სალერნო 2022, 24 მაისი, 22:06 ![]() რა თქმა უნდა, უფროს და საშუალო თაობას ყველას ახსოვს 80-იანი წლების მეორე ნახევრის სექს სიმბოლო, იტალიელი მოღერალი და მოდელი საბრინა სალერნო. დღეს იგი 54 წლისაა და ჩინებულ ფორმაშია. ამაში დარწმუნდებით, როდესაც მის უახლოეს ფოტოებს დაათვალიერებთ. ამჟამად საბრინას "ინსტაგრამზე" 1, 2 მილიონი გამომწერი ჰყავს და საბრინაც თაყვანისმცმელებს არ აკლებს ცხელ-ცხელ ფოტოებს. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 1986 წელსვე გამოდის მისი პირველი სინგლი "Sexy Girl", შემდეგ კი "Lady Marmalade" 1974 წლის ცნობილი ჰიტის ქავერი, რომელსაც ქალთა ჯგუფი LaBelle ასრულებდა. 1987 წელს გამოდის სინგლი "Boys (Summertime Love)", რომელმაც მომღერალს დიდი პოპულარობა მოუტანა. სიმღერამ რამდენიმე ქვეყნის ჰიტ-აღლუმში #1 ადგილი დაიკავა, ამავე სიმღერაზე გადაიღეს საკმაოდ ეროტიული ხასიათის კლიპი (მომღერლის შიშველი მკერდით). 1988 წელს გამოშვებულმა სინგლმა "All Of Me" მართალია ვერ შეძლო "ბიჭების" პოპულარობის გამეორება, მაგრამ საზოგადოებამ თბილად მიიღო. 1988 წელს იგი სპეციალურ სტუმრის სტატუსით გამოვიდა სოპოტის სიმღერის საერთაშორისო ფესტივალზე. ეს ფესტივალი საბჭოთა ტელევიზიამ გადასცა, ეფექტი დიდი იყო, რადგან ლამისაა მომღერალი სცენაზე მთლიანად გაშიშვლდა, რაც უცხო იყო იმ პერიოდისთვის, მით უმეტეს საბჭოთა მაყურებლისათვის. 1989 მომღერალი საბჭოთა კავშირში ჩამოდის. 3 თებერვალს ლენინგრადში მის კონცერტს ოლიმპიისკის სპორტულ კომპლექსში, რეკორდული რაოდენობა- 63, 800 კაცი ესწრებოდა. ამის შემდეგ საბრინას პოპულარობა მუსიკალური თვალსაზრისით ნელნელა ეცემა, 1991 წელს იგი გამოდის სან-რემოს ფესტივალზე, სადაც მე-13 ადგილი დაიკავა, ასევე 80-იანი წლების ბოლოდან იწყება მისი კინოკარიერა, 1989 წელს ითამაშა კონოკომედიაში Fratelli d'Italia. ![]() 2000-იანი წლებიდან მოყოლებული იგი თამაშობდა მიუზიკლებშიც და რეგულარულად მართავს კონცერტებს ძირითადად ევროპის ქვეყნებში, აგრეთვე 2020 წელს იყო "სან-რემოს'' ფესტივალის თანაწამყვანი. ასევ მონაწილეობდა ცნობილ შოუში "ცეკვავენ ვარსკვლავებში". ![]() ![]() 662 5-ს მოსწონს
|