x
image
carpediem
'''მოძალადეების'' სოლიდარობა პატიმრებს -ანუ ქართული მარაზმი
image


გუშინ ''ბატონმა'' დაჩი გუბაძემ მედია საშუალებებით გაავრცელა ინფორმაცია რომ დღეისთვის, შუადღის 3 საათზე იგეგმებოდა სტუდენტთა ყველაზე ფართო მაშტაბიანი აქციის მოწყობა, რომლის მიზანიც იყო პატიმრებისათვის სოლიდარობის გამოცხადება.

მართალია ეს სტატია უფრო გუშინ უნდა დამეწერა ( შეზღუდული მქონდა წერის უფლება ) მაგრამ დღესაც ვთვლი რომ უნდა დავაფიქსირო ჩემი აზრი ამ ფაქტთან დაკავშირებით.

თვითმართველობა, რომლის წევრებიც თვეების უკან ( არა მარტო ) სცემდნენ თავიანთ თანაუნივერსიტეტელებს თუ კურსელებს, პირველი კორპუსის ეზოში თუ ექსკურსიებზე, ადამიანები რომლებიც დევნიდნენ ყველა თავისუფალ აზრს და მუშტებით უსწორდებოდნენ კრიტიკას, გუშინ გამოვიდნენ ტელევიზიით და პატიმრებს ვუცხადებთ სოლიდარობასო.


ქვეყნის მარაზმი - მოძალადეები ძალადობის წინააღმდეგ

მეც, და ძალიან ბევრ ადამინს უბრალოდ გაგვეცინა, თუმცა ეს სიმწრის სიცილი იყო. მერამდენედ დაგვცინეს უკვე თვითმართველობის წევრებმა ვინღა ითვლის, უბრალოდ გუშინდელმა ყველა საზღვარს გადააბიჯა.

კარგით, თავი დავანებოთ იმას რომ მოძალადე თვითმართველობა გამოვიდა ძალადობის წინააღმდეგ, თავი დავანებოთ ელემენტარულ სინდისსა და ნამუსს, რატომ მაინც და მაინც გუშინ? რატომ გამოვიდნენ გუშინ ინიციატივით რომ დღეს ჩატარებულიყო აქცია?

რატომ დღეს, როდესაც 19 ში სტუდენტობამ ღიად დააფიქსირა თავისი ყოველგვარი ორგანიზების გარეშე, ყოველგვარი პოლიტიკური ქვენააზრების გარეშე, უბრალოდ გამოვიდნენ და თქვენ თავიანთი სათქმელი, რატომ უნდა გამოვიდეს თვითმართველობის პრეზიდენტი მეორე დღეს და სხვა აქციაზე ისაუბროს?

პასუხიც ძალიან მარტივია, რეპურაცია შელახული თვითმართველობა პლიუსების დაწერას ცდილობს, თუმცა იმას ვერ ხვდება რომ ამით უფრო მეტ გაღიზიანებას იწვევს.

ხო, სასაცილოა

მაგრამ რაღაა სასაცილო, უნივერსიტეტი რომ ქვეყნის სახეა, თვითმართველობის არჩევნების დროსაც კარგად დავრწმუნდი.

სოციალურ ქსელში შექმნილი იყო ივენთი, სადაც აღნიშნული იყო ინფორმაცია აქციის თაობაზე, თუმცა ორგანიზატორი მითითებული არ იყო. ეს რა თქმა უნდა გასაგებია, თვითმართველობის მიმართ სტუდენტების უდიდეს ნაწილს იმდენად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, რომ ორგანიზატორის ვინაობის დაწერა ხალხის არ მოსვლას ნიშნავდა.

გუშინვე შალვა რამიშვილის მიერ გავრცელდა ინფორმაცია რომ თვითმართველობის მიერ ჩატარებული აქციის მიზანი იყო სტუდენტების პროვოკაციაზე წამოგება.


მართალია დღეს აქცია არ ჩატარებულა ( პატრიარქის თხოვნა გაუთვალისწინებიათ ბიჭებს ) მაგრამ მაინც,

თქვენ ვის უცხადებთ სოლიდარობას, ძალადობის მსხვერპლ პატიმრებს ? თქვენ არ იყავით სტუდენტებს რომ ცემდით კრიტიკის გამო? თქვენ არ იყავით მუშტებით რომ უსწორდებოდით თავისუფალ აზრსა და სიტყვას? რა სინდისით ლაპარაკობთ საერთოდ ძალადობაზე, ჯერ თქვენ რიგებში დასაჯეთ მოძალადეები და მერე ილაპარაკეთ სოლიდარობაზე. ( სად გაქვთ ''მამენტ'' თქვენ სინდისი )

ნამუსიც კარგი საქონელია ბიჭებო. თქვენი დროც მოვა

1
225
3-ს მოსწონს
ავტორი:carpediem
carpediem
225
  
2012, 22 სექტემბერი, 23:13
მე მაგათ კაცობას რა ვუთხარი
0 1 1