ამოცანები ლოგიკური გამოცანები, რომლის ამოხსნა არც ისე მარტივია (პასუხები აქვს) 2022, 27 მაისი, 14:54 1. მდინარეს ორი ადამიანი უახლოვდება. ნაპირთან არის ნავი, რომელსაც მხოლოდ ერთი ადამიანის გადაყვანა შეუძლია. ორივე ადამიანი მოპირდაპირე ნაპირზე გადავიდა. კითხვა: ეს როგორ უნდა მომხდარიყო? *** 2. თანამგზავრს, დედამიწის გარშემო, ერთი ბრუნისთვის, ერთ საათში და 40 წუთი ესაჭიროება, მეორე ბრუნისთვის კი — 100 წუთი. კითხვა: შეიძლება, ასეთი რამ ხდებოდეს? *** 3. ორმა მამამ და ორმა შვილმა სამი ფორთოხალი იპოვა და გაიყო. თითოეულს ერთი ფორთოხალი შეხვდა. პასუხი: ამას როგორ ახსნით? *** 4. მარათონში იღებთ მონაწილეობას და მეორე მორბენალს გაუსწარით. კითხვა: ამ შემთხვევაში, რომელ პოზიციაზე იქნებით? *** 5. მფრინავი თვითმფრინავიდან პარაშუტის გარეშე გადმოხტა. მიწაზე დახტომისას, მას არაფერი დაუზიანდა. კითხვა: როგორ ფიქრობთ, რატომ? *** 6. გემის გემბანიდან რკინის კიბე ჩაუშვეს. კიბის 4 ქვედა საფეხური წყალმა დაფარა. თითოეული საფეხურის სისქე 5 სმ არის, ხოლო საფეხურებს შორის დაშორება 30 სმ-ის ტოლია. დაიწყო მოქცევა, რომლის დროსაც, წყლის დონემ საათში 40 სმ-ით დაიწყო მატება. კითხვა: თქვენ როგორ გგონიათ, რამდენ საფეხური აღმოჩნდება წყლის ქვეშ, 2 საათის შემდეგ? *** 7. მამაკაცი შევიდა მაღაზიაში და ძეხვი შეიძინა. თან გამყიდველს სთხოვა, რომ ის სიგანეზე კი არა, სიგრძეზე დაეჭრა. გამყიდველმა მას ჰკითხა: «მეხანძრე ხართ?» — «დიახ» – იყო პასუხი. კითხვა: როგორ მიხვდა? *** 8. ტექსტილის ქარხანაში ხუთი მანქანა, ხუთ წუთში, ხუთ ნივთს აწარმოებს. პასუხი: რამდენი წუთი დასჭირდება 100 მანქანას, 100 ნივთის დასამზადებლად? *** 9. ის იმდენად "მყიფეა", რომ თუ, თუნდაც მის სახელს იტყვით, მაშინვე გაქრება. *** 10. ზღვის სანაპიროზე იდო ქვა, რომელზეც ორი სიტყვა ეწერა. როდესაც მას მდიდრები კითხულობდნენ – ტიროდნენ, ღარიბებს – უხაროდათ, ხოლო შეყვარებულებს ეს სიტყვები აღიზიანებდა. კითხვა: რა ეწერა ქვაზე? პასუცები:1. ისინი სხვადასხვა ნაპირზე იყვნენ. 2. 1 საათი და 40 წუთი – 100 წუთია. 3. ეს იყო მამა, შვილი და შვილიშვილი. 4. მეორე პოზიციაზე. 5. თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე იდგა. 6. ორი საათის შემდეგ, წყლის ქვეშ, ისევ 4 საფეხური იქნება, რადგან მოქცევის დროს, კიბე გემთან ერთად იწევა ზევით. 7. მას მეხანძრის ფორმა ეცვა 8. 5 წუთი 9. სიჩუმე 10. ყველაფერი დროებითია. არხის სხვა სიახლეები:* 20 კურიოზული ისტორიული ფაქტი, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ* იშვიათი და საინტერესო ფოტოები ჩვენი წარსულიდან* შავი იუმორი* დიახ, თვალი არ გატყუებთ, ერთნაირები არიან – ფოტოები ტყუპების ფესტივალიდან* აფრიკა – ფოტოსურათები, რომელიც აფრიკაში ცხოვრების დემონსტრირებას ახდენს* 5 ფაქტი მეკობრეებზე, რომლის გაგების შემდეგ, მათზე წარმოდგენა შეგეცვლებათ* “ღვთაებრივი პროპორცია” – იდეალური სახის მქონე 10 ქალი და 10 მამაკაცი ვარსკვლავი* 7 აღმოჩენა, რომელიც თანამედროვე მეცნიერებას საგონებელში აგდებს863 2-ს მოსწონს
|