საზოგადოება როგორ მოვუაროთ ფორებიან კანს? 2022, 24 მაისი, 18:18 როგორ მოვუაროთ ფორებიან კანს სახლის პირობებში: სახის კანზე ფორების გაფართოება ცხიმიანი კანის ნიშანია. თუ გაფართოებული გაქვთ ფორები, პირველ რიგში შეამცირეთ ცხიმიანი საკვების, ჩიფსების, ტკბილი გაზიანი სასმელის მიღება. დღეში 2 ლიტრამდე წყალი სვით, ყურადღება მიაქციეთ, რომ კოსმეტიკა, რომელსაც ხმარობთ იყოს არაკომედოგენური და უცხიმო. თუ ხმარობთ ფერუმარილს, იხმარეთ პუდრის სახით და არა კრემი. თქვენი კანი საჭიროებს ყოველდღიურ მოვლას. დილა-საღამოს გამოიყენეთ სახის გელი ცხიმიანი კანისთვის. ხშირად შეისხით სახეზე ცივი წყალი. იხმარეთ ტონიკი (ნაკლებად, რომ შეიცავდეს სპირტს), იგი ავიწროვებს ფორებს. დილით წაისვით ცხიმის ამალაგებელი დამატენიანებელი კრემი. საღამოსთვის შეარჩიეთ რომელიმე ამ პრობლემისთვის სპეციალურად განკუთვნილი კრემი. კარგი იქნება თუ თიხის ნიღბებს გაიკეთებთ კვირაში ერთხელ. 18 1-ს მოსწონს
|