x
image
არჩილ ვერულიძე
ისრაელმა დაბომბა სირიის პორტი, სადაც განლაგებული იყო რუსული ტექნიკა

image
ისრაელის თავდაცვის ძალებმა რუსული ჯავშანტექნიკა გაანადგურა. სირიის ქალაქ ლატაკიის პორტში IDF F-16-მა გაანადგურა რუსეთის ფედერაციის სამხედრო ტექნიკის უზარმაზარი ტვირთი. ის გემებზე უნდა დაეტვირთად სევასტოპოლში გასაგზავნად. იქედან ეს ყველაფერი - ტანკები, სატვირთო მანქანები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და სხვა აღჭურვილობა უკრაინის წინააღმდეგ ფრონტზე უნდა გადაესროლათ. ახლა კი ეს ყველაფერი განადგურდა და გემები ცარიელი დაბრუნდებიან რუსეთში. უკრაინელები მადლობას უცხადებენ ისრაელს "მხარდაჭერისთვის.

ინფორმაციას ისრაელის წყაროები ადასტურებენ. კერძოდ, ევა კანტოროვიჩი.
მან ტვიტერში დაწერა, რომ ლატაკიის პორტში განადგურდა რაკეტების ტვირთი და სხვა აღჭურვილობა.

რუსეთს, სირიიდან გაჰყავს ჯარი და იარაღი, რათა ის უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენოს. ინფორმაცია 21 მაისით დათარიღებულ ვიდეოში უკრაინელმა ჟურნალისტმა ივან იაკოვინამაც დაადასტურა.

ამავდროულად, როგორც ჩანს, ისრაელმა მხარე აირჩია. ისრაელიდან უკრაინაში სამხედრო დახმარების პირველი პარტია გაიგზავნა. თავად ისრაელი კი საბრძოლო პოზიციაზე გადადის და ატარებს ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს.

4
542
3-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
542
  
2022, 22 მაისი, 17:12
ან ირანთან ჩალიჩობს რაღაცას რუსეთი და ისრაელმა კონტრზომები დაიწყო.
2022, 22 მაისი, 17:00
ადრეული ცნობებით ისრაელს არ სურდა კომფლიქტში ჩარევა, რადგან არ უნდოდა რუსული ძალები პროვოცირება სირიაში. ეტყობა რაღაც შეიჩვალა. ან ლავროვმა წამოროშა ისევ სისულელე...
2022, 22 მაისი, 16:58
კარგი ინფოა, უმაგრესი დრონი-კამიკაძეები ყავს ისრაელს, სხვაზე არაფერს ვამბობ.
0 1 4