საზოგადოება „დედებო და მამებო, არ უყიდოთ თქვენს 17 წლის შვილს ავტომობილი, მას ჯერ ეს არ დაუმსახურებია“ - შალვა ოგბაიძე 2022, 21 მაისი, 13:52 ![]() „მშობლებო, დედებო და მამებო, არ უყიდოთ თქვენს 17 წლის შვილს ავტომობილი, მას ჯერ ეს არ დაუმსახურებია. დღესაც, სკოლის დამამთავრებელ ბოლო ზარზე ბორჯომში კიდევ ერთი სიცოცხლე წაიღო მშობლების მიერ შეძენილმა ავტომობილმა. მშობლებო, გემუდარებით, ნუ ჩაუგდებთ მოზარდს ავტომობილს გასართობად, გთხოვთ და მოვითხოვ თქვენგან მეტ ყურადღებას“ – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი. შეგახსენებთ ბორჯომში მწვანე მონასტრის ტერიტორიასთან, ავტომობილი, რომელშიც მოსწავლეები ისხდნენ, მდინარეში გადავარდა. არის მსხვერპლი. ისინი დღეს „ბოლო ზარს” აღნიშნავდნენ. არსებული ინფორმაციით დაღუპული 17 წლის მოზარდი ბორჯომის მე-3 სკოლის მოსწავლე ლუკა ლეკიაშვილია. მანქანაში 4 მოსწავლე იმყოფებოდა, ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. დანარჩენი 3 კი, (ერთი გოგონა და ორი ბიჭი) ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტალის” კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც აღმოჩნდა, ლუკას დედაც ამავე სკოლის პედაგოგია, რომელიც ინგლისურს ასწავლის. ავტომობილების კოლონა მწვანე მონასტრის ტერიტორიიდან ხაშურისკენ მიდიოდა, სადაც რესტორანში უნდა ექეიფათ. სხვები უკვე წინ იყვნენ და ეს მანქანა უკან იყო, რა დროსაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. ![]() შსს- ს ინფორმაციით, გამოძება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. 165 3-ს მოსწონს
|