x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
მენტალობაში გვაქვს პრობლემები ქართველებს, სანამ ტიტველ ქალს მეტი მოწონება ექნება, ვიდრე გმირს წინ ვერ წავალთ
image

მენტალობაში გვაქვს ქართველებს პრობლემა და ესაა ჩვენი მთავარი მტერი და არა ოკუპანტი რუსეთი.


რეალობის აღქმას ვერიდებით და ისე გვინდა აღვიქვათ, როგორც ჩვენ მოგვწონს და გვინდა.


რეალობას როცა ვამახინჯებთ, ამით მახინჯდება ჩვენი მომავალი, რადგან აწმყოში ფანტაზიებით თუ ცხოვრობ ვერც მომავალი იქნება კარგი და სასურველი.



"ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანიო"-ჭკვიანმა ქართველმა ბრძანა და როგორ გინდა რომ არ დაეთანხმო?


ვლანძღავთ უკრაინაში მებრძოლ ქართველებს, ყველას ერთ "ქვაბში ვხარშავთ" გინდა თუ არა მიშას მომხრეაო, რომც იყოს მიშას მომხრე რა, ამით ვაჟკაცობის დონე ეცემა თუ რა? ყველაზე მთავარს-საკუთარ სიცოცხლეს დებენ სასწორზე.
მე მიშას ფანობას ვერავინ მომაკრავს, რადგან სწორედ მისი ბრძანებით გაანთავისფლეს მამაჩემი თბილისში მომიტინგეების დაშლაზე უარის თქმის გამო. ისე გაუშვეს პოლკოვნიკი კაცი სახლში განმარტებაც კი არ გაუკეთებიათ.
ვაჟკაცი ვაჟკაცია და მორჩა. სხვას რა ვუთხრა როცა კარის მეზობელმა მკითხა გიორგის (მამაჩემზეა საუბარი) რამდენს უხდიან უკრაინელებიო?


ძლივს შევიკავე თავი არ მეცემა, მამაჩემს არასდროს უბრძოლია ფულის გამო, ოფიციალურად იყო უკრაინელი საზღვაო ქვეითბის ინსტრუქტორი.


დავანებოთ ამასაც თავი და სხვაზე გადავიდეთ, მეც ვდებ და დამიდია ბიკინებიანი გოგონების სურათები, სტატიებიც დამიწერია მათზე, მაგრამ როცა ბიკინებიან უცხოელზე დაწერილ სტატიას მეტი მოწონება აქვს ვიდრე უკრაინაში დაღუპულ 21 წლის ბიჭს, აშკარაა მენტალობის პრობლემა, ვერდაფასება იმ ადამიანების ვინც ჩვენს საკეთებელს აკეთებდა და აკეთებს უკრაინაში.


უკრაინის დამარცხებით ომი საქართველოში რომ გადმოვა ამაზე რატომ არ ფიქრობს მთელი ერი?


დრო რომ მქონდეს ავიღებდი კამერას და გამოკითხვას ჩავატარებდი რამდენმა იცის ვინ იყო გიორგი ანწუხელიძე, დარწმუნებული ვარ ისეთ პასუხებს მივიღბ, ან კამერას დავლეწავ ან რაღაც წამომცდება რესპოდენტების მიმართ.


გგონიათ ყველამ იცის გიორგი ანწუხელიძე საქართველოს ეროვნული გმირი რომაა?-არ დაიჯეროთ!!!

0
237
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
237