x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ოჯახის სიწმინდის დღე მომილოცეს... არ ვაღიარებ ამ დღეს... ოჯახები კი, დაიცვას უფალმა" - დედა სიდონია
image

როგორც ცნობილია, საქართველოს ეკლესიამ, კათალიკოს პატრიარქის თაოსნობით 17 მაისი „ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ“ გამოაცხადა, ამასთან დაკავშირებით დედა სიდონიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ამ დღესასწაულს არ აღიარებს და თუ რატომ განმარტებას ურთავს.


"ოჯახის სიწმინდის დღე მომილოცეს.

მე - არ ვაღიარებ ამ დღეს, ოჯახები კი, დაიცვას უფალმა...


ის - რატომ დედა სიდონია?

მე - არ ვთვლი, რომ სადღესასწაულოა იქ, სადაც ოჯახებში რეალურად სიწმინდეს არ იცავენ.


თორემ 7 საიდუმლოთაგანი რომაა ჯვრისწერა და, ერთგულება მოეთხოვებათ, მითუმეტეს მორწმუნეებს, და რომ გული არ უნდა ატკინონ ერთმანეთს, ეგ უფლის მცნებაა და დღესასწაულს არ საჭიროებს", -აღნიშნა დედა სიდონიამ.


შეგახსენებთ, 17 მაისი „ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღე“საქართველოს ეკლესიამ "ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის" საპასუხოდ 2014 წლიდან გამოაცხადა, რომელიც ასევე 17 მაისს აღინიშნება 2005 წლიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ხოლო საქართველოში პირველად 2013 წელს აღინიშნა, რომელსაც ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა.


დედა სიდონიას ნამდვილის სახელი არის ნატალია ყაჭიაშვილი – 17 წლის იყო, მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში რომ გამოეპარა მშობლებს და მას მერე ეკლესიის წიაღიდან აღარ გასულა. ამბობს, რომ ბავშვობაშივე იცოდა, რომ საერო ცხოვრებაში მისი ადგილი არ იყო. 20 წლისა მონაზონი გახდა, 31 წლის ასაკში მძიმედ დაავადებული საბერძნეთში სამკურნალოდ პატრიარქის კურთხევით გაემგზავრა და იქაურ მონასტერში გააგრძელა ცხოვრება.


დედა სიდონია.რომელიც საეკლესიო ცხოვრების გარდა საოცარი ხელნაკეთი ნივთებით არის ცნობილი.იგი ახლა 47 წლისაა.

1
578
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
578
  
2022, 18 მაისი, 23:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1