x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ფანატები, რომლებიც ცდილობენ, თავიანთ კუმირებს დაემსგავსონ
ზოგიერთ ფანს უბრალოდ სიამოვნებს მისი კუმირის რაიმე ატრიბუტების შეგროვება, მაგალითად ავტოგრაფის, ფოტოების, ვიდეომასალის თუ ჟურნალებიდან ამოკრებილი ინტერვიუების, ღონისძიებების ბილეთების ყიდვა ან ყველაზე მარტივი, საყვარელი კერპების შემოქმედებით ტკბობა. თუმცა ზოგჯერ საკუთარი კუმირის ფანატიკური სიყვარული ყოველგვარ ზღვარს სცდება და ავადმყოფურ მიდრეკილებამდეც კი მიდის. აი, თუნდაც არის კატეგორია ადამიანების, რომლებიც ცდილობენ მათ საყვარელ ვარსკვლავებს გარეგნულად დაემსგავსონ და ამისთვის არც თანხას იშურებენ და საკუთარ ჯანმრთლობასაც რისკის ქვეშ აყენებენ. ქვემოთ სწორედ ასეთ კატეგორიის ადამიანებზე გვექნება საუბარი.


სონია ალი ცნობილი ამერიკელი ვიზაჟისტია, რომელიც ცნობილი გახდა არა მხოლოდ მაკიაჟის უნაკლოდ წასმის უნარით, არამედ კიმ კარდაშიანთან წარმოუდგენელი მსგავსებით. გოგონას მოუწია რამდენიმე ოპერაციის გაკეთება, რათა მიეღწია თითქმის სრული იდენტურობისთვის.

image


მიქაელა უიკსი -რამდენიმე პლასტიკურმა ოპერაციამ და სწორმა მაკიაჟმა მიქაელა უიკსს პოპულარულ პოპ მომღერალთან მსგავსება და სტაბილური შემოსავალი მოუტანა. გოგონას აქვს საკუთარი შოუ პროგრამა, რომლითაც იგი მოგზაურობს მთელ მსოფლიოში.


image

ლინა სენდსი ანჯელინა ჯოლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ორეულია. გოგონა არ მალავს, რომ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ არ დაკარგოს მსგავსება სახელგანთქმულ მსახიობთან.

image

პიქსი ფოქსმა ამოიღო 6 ნეკნი და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დამსგავსებოდა მულტფილმის გმირს ჯესიკა რაბიტს. პიქსის წელის გარშემოწერილობა მხოლოდ 40 სანტიმეტრია და ის ფულს შოულობს მულტფილმის გმირების კოსპლეით.

image


ადამ გერა ადრეული ბავშვობიდან მადონას ფანი იყო. მან 18 ოპერაცია გაიკეთა და 200 ათას დოლარზე მეტი დახარჯა, რათა დამგვანებოდა საკუთარ კუმირს /ადამს არაერთხელ დაუპირისპირდა დედა და შეყვარებული დახარჯული თანხების გამო, მაგრამ ის არ აპირებს თავის უცნაურ ჰობიზე უარის თქმას და როგორც ჩანს, ეს მოახერხა.

image


დონა მარი ტრეგომ 65000 დოლარი დახარჯა სახის პლასტიკურ ოპერაციაზე, რათა ლედი გაგას დამსგავსებოდა. ახლა გოგონა მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო საკუთარი შოუთი, რომელიც ეძღვნება სახელგანთქმულ მის ორეულს და ამით დიდ ფულს შოულობს.

image

კაროლინ ანდერსონი "მალიბუს მაშველების" ვარსკვლავის ერთგული გულშემატკივარია. გოგონამ 30 ათას დოლარზე მეტი დახარჯა ქირურგიულ მანიპულაციებზე, რათა მის კერპს დაემსგავსა. ქეროლინი ყველაფერში ცდილობს პამელას კოპირებას: ის იკეთებს მაკიაჟს, საუბრობს და მოძრაობს ზუსტად ისე, როგორც ცნობილი ადამიანი.

image

იმისთვის, რომ ჯასტინ ბიბერს დაემსგავსებოდა, ამერიკელმა ტობი შელდონმა 100 ათას დოლარზე მეტი დახარჯა. ტობი ჰგავს ჯასტინს თუ არა - ეგ თქვენთვის მოგვინდია, მაგრამ ქირურგების მთავარი სირთულე ის იყო, რომ შელდონი მომღერალზე თითქმის 15 წლით უფროსია.

image

პოპის მეფეს ერთ-ერთმა გულშემატკივარმა, მიკი ჯეიმ, 10 000 დოლარი დახარჯა პლასტიკურ ქირურგიაზე, რათა საკუთა კუმირს დამსგავსებოდა. გოგონამ ნიკაპი გაისწორა, ლოყებში იმპლანტები ჩაიდგა და ცხვირის ფორმა მთლიანად შეიცვალა. სხვათა შორის, ოპერაციის შემდეგ გოგონამ აქტიურად მოირგო ჯექსონის ორეულის როლი - ასე რომ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინვესტიციამ გაამართლა.

image

ტყუპმა ძმებმა მეტმა და მაიკ შლეპებმა არიზონადან 25000 დოლარზე მეტი დახარჯეს, რათა ბრედ პიტს დამგავნებოდნენ. 21 წლის ასაკში ორივემ გადაწყვიტა ცხვირის, ლოყების და ნიკაპის გადაკეთება. უცნაური ისაა, რომ ოპერაციებმა მააინც არ უშველა, ეს აშკარად ჩანს ფოტოებიდან.

image

ეშლი ჰორნის ისტორია ცოტა სევდიანია - მან გადაწყვიტა გამხდარიყო მსახიობი ლინდსი ლოჰანის ასლი იმ მიზეზით, რომ იგი ლინდსის ნახევარდაა და მსგავსი გარეგანი გარდაქმნებით გოგონა ცდილობდა მამის, მაიკლ ლოჰანის ყურადღების მიქცევას. შედეგი - პლასტიკური ოპერაციების სერია 25 ათას დოლარად.

image

ირანელი საჰარ ტაბარი ისე იყო გაჟღენთილი ანჯელინა ჯოლის სურათებით ინტერნეტში, სადაც ის საკმაოდ ავადმყოფურად გამხდარი გამოიყურებოდა, რომ მნიშვნელოვნად გადაამლაშა და ანჯელინა ჯოლის ნაცვლად ტიმ ბარტონის პერსონაჟად იქცა. როგორც ხედავთ, რამდენიმე პლასტიკურმა ოპერაციის შემდეგ გოგონა მართლაც საფრთხობელასავით გამოიყურება.

image

მილა სენაი არა მხოლოდ აკოპირებს კიმ კარდაშიანის იერს, ის ხვდება მის ყოფილ ქმარს, კრის ჰამფრისსაც, რომელთანაც, სხვათა შორის, გადაიღო პიკანტური ვიდეო, ისეთივე, როგორიც კიმს ჰქონდა.

image

0
387
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
387
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0