რელიგია ტაილანდში დააკავეს რელიგიური სექტის ლიდერი, რომელიც მიმდევრებს საკუთარ ფეკალიებს აჭმევდა 2022, 13 მაისი, 8:58 ![]() მამაკაცმა დაარღვია ტაილანდის რამდენიმე კანონი ერთდროულად, მათ შორის ცხედრების გადაადილებაში დაადანაშაულეს. პოლიციამ დაადგინა სექტის გარდაცვლილი წევრების ვინაობა, მათ ცხედრებს ნათესავებს გადასცემენ. ეჭვმიტანილი, 75 წლის ტავი ლანდრა რელიგიური ჯგუფის ლიდერი იყო. ის საკუთარ თავს სულიერ მამას უწოდებდა და ამტკიცებდა, რომ მისი შარდი და განავალი ყველა დაავადების წამალი იყო. სექტის მიმდევრები განკურნების მიზნით ლიდერის გამონადენს ჭამდნენ და სვამდნენ. ასევე, ეჭვმიტანილი ცხოველების ბეწვისგან და ძვლებისგან სპეციალურ ნაყენებს ამზადებდა, რომლებსაც ასევე სექტის წევრები ჭამდნენ. კუბოები გვამებით იმავე სახლში აღმოაჩინეს, სადაც მიმდევრები ცხოვრობდნენ. ![]() ადრე ვწერდით ტაილანდში "პენისის პარკის" შესახებ, რომელიც მდებარეობს Traitep Dream ტყეში, ხონკენის პროვინციაში, ტაილანდის ჩრდილო-აღმოსავლეთში.სადაც ისინი ეხვევიან და ეხუტებიან ფალოსებს და ლოცულობენ, რომ იპოვონ კარგი პარტნიორები. ტურისტები სტუმრობენ უჩვეულო ატრაქციონს გამწვანებულ პარკში, რომელშიც 4-დან 12 ფუტის სიმაღლის ხის ფალოსებია წამოჭიმული . მათ მიაჩნიათ, რომ რა ზომის სტატუეტსაც ჩაეხუტება გოგონა, ცხოვრებაში შეხვდება ასეთივე მასშტაბის ადამიანს. პარკის შესასვლელშიც აბრასაც ხომ ასე აწერია : „რა ზომის პენისაც ჩაეხუტები, იმ ზომის პარტნიორს იპოვი“. 373 4-ს მოსწონს
|