ქალი და მამაკაცი ბელმონდო: მომხიბვლელი ავანტურისტი, რომელიც ყოველთვის უყვარდათ ქალებს 2022, 13 მაისი, 9:51 ლეგენდარული მსახიობი ჟან-პოლ ბელმონდო სიკვდილს მარტო შეხვდა, მის გვერდით მხოლოდ ძაღლი შიპი იყო, თუმცა სიცოცხლის ბოლო წლები მისი ცხოვრების არსს შვილები და შვილიშვილები შეადგენდა. ხშირად მსახიობები, რომლებიც ეკრანზე ვაჟკაცობის ეტალონს და მშვენიერი სქესის გულთამპყრობელს განასახიერებენ, ცხოვრებაში სასიყვარულო გმირობებით არ გამოირჩევიან. ბელმონდო სრულად შეესაბამებოდა მის მიერ კინოში შექმნილ სახეს. მომხიბვლელი ავანტურისტი-ასეთი იყო იგი არა მარტო ეკრანზე, ცხოვრებაშიც. ელოდი კონსტანტენი. პირველი ქორწინება.ბალერინა რენე კონსტანტენი ბელმონდოს პირველი მეუღლე იყო. მათ ერთმანეთი ჟან-პოლის დიდების დასაწყისში გაიცნეს.
საქორწინო მოგზაურობაში არ ყოფილან, რადგან იმ პერიოდში მსახიობს როლი შესთავაზეს. წყვილი თავიდან ბელმონდოს მშობლებთან ცხოვრობდა, შემდეგ კი ბინა შეიძინეს (რაშიც მაღალი ჰონორარები დაეხმარათ) და ბოლო მოდის მიხედვით მოაწყვეს. ჟან-პოლს მეუღლის სახელი არ მოსწონდა და მას ყოველთვის ელოდის ეძახდა, ამ სახელით დაიმახსოვრა მსოფლიომ ბალერინა კონსტანტენი. მათ ერთად 12 წელი იცხოვრეს. პირველი ქალიშვილი, პატრიცია, 1958 წელს შეეძინათ, შემდეგ ფლორენცია და ვაჟი პოლი. ოჯახი ბედნიერად და იდეალურად გამოიყურებოდა, მაგრამ ამ დროისთვის ბელმონდოს უკვე აღიარება ეწვია და ქალების ყურადღებაც არ აკლდა. ელოდის ნერვიულობის საფუძველი სულ უფრო ღრმავდებოდა: მისი მეუღლე მუდმივად ფილმების პარტნიორების და ფანატების გარემოცვაში იყო. საბოლოოდ მოთმინების ფიალა მაშინ აევსო, როცა მეუღლე ურსულა ანდრესს დაუახლოვდა. მან არ დააყოვნა და გაყრაზე შეიტანა საბუთები. მსახიობი ამას ცოლისგან არ ელოდა, რომელიც 12 წლის განმავლობაში ყველაფერში გვერდში ედგა. როგორც შემდეგ ბელმონდომ აღიარა, ელოდი ერთადერთი იყო, ვინც მასზე არ ცდილობდა მბრძანებლობას. დაშორების შემდეგ ისინი განაგრძობდნენ ურთიერთობას, თუმცა ელოდი მალევე გათხოვდა. ბელმონდო მონაწილეობდა შვილების აღზრდაში და ჰონორარების ნაწილით ეხმარებოდა. ურსულა ანდრესი. ბონდის გოგონამსახიობი, რომელიც უკვე პირველი ბონდის გოგონას როლით იყო ცნობილი, ჰონკ-გონგში გაიცნო. ძუ ლომის ვნების აღმძვრელმა თვისებებმა და თავისუფალი ცხოვრების შესახებ ჭორებმა, ბელმონდოში მონადირე გააღვიძეს. ეგზოტიკურმა გარემომ რომანის გაძლიერებას შეუწყო ხელი. ურსულამ საყვარელი ჰოლივუდში "შეიტყუა". ბონდის გოგონას არანაირი მოვალეობებით არ სურდა დაეტვირთა თავი-იგი მხოლოდ ბოჰემურ ცხოვრებაზე ოცნებობდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ბელმონდო მიხვდა, რომ ასეთი ფეიერვერკი მისთვის არ იყო, ურთიერთობა ჩიხში შევიდა. 7 წლის ურთიერთობის შემდეგ მან მიატოვა თავქარიანი შეყვარებული. ლაურა ანტონელი. პარიზი, რომი, პარიზიურსულასთან დაშორება დააცქარა ეროტიული კინოს ვარსკვლავთან, იტალიელ ლაურა ანტონელისთან შეხვედრამ. ლაურა გათხოვილი იყო, მაგრამ ბელმონდოს გამო მეუღლეს დაშორდა. ბელმონდო მასზე დაქორწინების წინააღმდეგი არ იყო, მაგრამ ანტონელი ჯერჯერობით არ ჩქარობდა თავისუფლების დაკარგვას. ლაურა რომში ცხოვრობდა, ჟან-პოლი პარიზში დარჩა. ეს თავისებური ქორწინება, იშვიათი შეხვედრები დღესასწაულებსა და უქმე დღეებში, 7 წელი გაგრძელდა. დაშორების ინიციატორი ბელმონდო იყო: ის უბრალოდ დაიღალა ასეთი ცხოვრებით და სწყიდა, რომ ლაურა მზად არ აღმოჩნდა, მის გამო რაიმე ცვლილება შეეტანა ცხოვრებაში. ბელმონდოს ქალებიდან დაშორება ყველაზე მძიმედ ანტონელომ გადაიტანა: ის დეპრესიაში ჩავარდა და სმა დაიწყო. მან აღიარა ქარაფშუტა საქციელი, მაგრამ ჟან-პოლი ნაწყენი იყო, იმით, რომ როგორც სათამაშო ისე მოექცნენ. მარია კარლოს სოტო მაიორი. ურთიერთობა მომავლის გარეშესულ მალე ბელმონდო სხვა ქალბატონთან -19 წლის მოდელთან, მარია კარლოს სოტო მაიორთან ერთად გამოჩნდა.
ნატალი ტარდივალი. მეორე ქორწინებაწყევლა აუსრულდა. ძაღლი სახელად მაია, რომელსაც ბელმონდო გვერდიდან არ იშორებდა, ნამდვილად დაეხმარა ეპოვა ის, რასაც ეძებდა. ჩოგბურთის ტურნირზე, 1989 წელს, მან დაინახა მადმუაზელი ასეთივე ჯიშის ძაღლით. ცხოველისთვის პარტნიორის ძებნით (ისევე როგორც თავისთვის) გადაღლილი მსახიობი დაინტერესდა ძაღლის სქესით. სქესი დაემთხვა, სამაგიეროდ მოიძებნა თემა პატრონების საუბრებისთვის. ასე გაიცნო ბელმონდომ ბალერინა ნატალი ტარდიველი-ქალი, რომელიც მას გადაარჩენს და ქალიშვილს აჩუქებს. მათი რომანი არ ჰგავდა წინა რომანებს. მსახიობის ურთიერთობას 30 წლით უმცროს ქალთან არ იწონებდნენ ახლობლები და განიხილავდნენ ჟურნალისტები. მაგრამ ნატალი ისე არ იქცეოდა, როგორც ყოფილები. დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო მსახიობს საერთოდ არ რჩებოდა დრო და ნატალი მასთან თეატრში რეპეტიციებზე მიდიოდა. თეატრის შემდეგ კი მასახიობს მორიგ წვეულებაზე კი არ "მიათრევდა", მიჰყავდა სახლში და საყვარელ ღვეზელებს უცხობდა. ბელმონდომ ბოლოსდაბოლოს იდეალური თანამგზავრი იპოვა – ქალი-დედა, და არა ქალი-ჰეტერა. მაგრამ ამჯერად ქორწინებაზე და შვილებზე ხმას არ იღებდა: თვლიდა, რომ მის ასაკში რეალურია ახალგაზრდა ქვრივისა და ობლების პერსპექტივა. ნატალის ესმოდა ეს და არ აძალებდა, კმაყოფილდებოდა გვერდით ყოფნის შესაძლებლობით, მზრუნველობით, და აღტაცებით. მათი ურთიერთობა 12 წელი გრძელდებოდა. 2001 წელს, კორსიკაზე დასვენების დროს, ბელმონდოს ინსულტი დაემართა. მოათავსეს ადგილობრივ საავადმყოფოში, რამდენიმე საათში კი პარიზში გადაიყვანეს. პირველი სამი დღე ნატალი მის საწოლს არ მოშორებია. ჟან-პოლს მარჯვენა მხარე პარალიზებული ჰქონდა. მას ფაქტიურად თავიდან მოუწია ლაპარაკის და სიარულის სწავლა. იგი უცბად დაბერდა და უცნობია, საერთოდ ადგებოდა თუ არა საწოლიდან, რომ არა ნატალი. იგი ნახევარი წლის განმავლობაში უვლიდა, სანამ ჟან-პოლი საწოლს, შემდეგ ინვალიდის სავარზელს იყო მიჯაჭვული. მან შესძლო ბებელის (ასე ეძახიან მსახიობს სამშობლოში) თვალებში ნაპერწკლები აენთო. სიკვდილის შიში არ სტოვებდა ბებელს, მაგრამ მიხვდა, რომ სურს მოასწროს ამ ქალსთვის მეუღლე დაეძახა. ქორწილში მხოლოდ ახლო მეგობრები იყვნენ. 70-ე დაბადების დღეზე კი "ბედის ნებიერამ" საუკეთესი საჩუქარი მიიღო – ნატალიმ აცნობა, რომ ბავშვს ელოდა. პატარა სტელა დაიბადა 2003 წლის აგვისტოში – მის გამო ღირდა გადარჩენა. ქორწინება 6 წელი გაგრძელდა. 2008 წლის ზაფხულში ისინი დაშორდნენ-ბელმონდოს არ სურდა ტვირთი გამხდარიყო და ნატალი შესაფერისი ასაკის მამაკაცთან "გაუშვა". მათ შეინარჩუნეს ურთიერთობა, მაგრამ მსახიობმა მალე მოიწყინა და ზღვაზე წავიდა დასასვენებლად. ბარბარა განდოლფი. უკანასკნელი რომანიყველაზე სკანდალური აღმოჩნდა ბელმონდოს რომანი Playboy-ის ყოფილ მოდელთან, ბარბარა განდოლფთან.
გარკვეული ხანი ბელმონდო მარტო ოყო. ერთადერთი მდედრობითი სქესის არსება მის საძინებელში იყო ძაღლი შიპი. იგი მას შვილებსა და შვილიშვილებზე მეტად ათამამებდა. მხოლოდ სტელა, სკოლაში წასვლის წინ, შეირბენდა ხოლმე მამის მოსანახულებლად.
ჟან-პოლ ბელმონდო 2021 წლის 6 სექტემბერს გარდაიცვალა. იხილეთ შემდეგი სტატიები:ცნობილი მოდელების და მსახიობების პროვოკაციული ფოტოსესიები ძალიან ახალგაზრდა ასაკში მელანია ტრამპის წარსულის ფოტოები, როცა ჯერ კიდევ სამოდელო ბიზნესში იყო საბჭოთა ეპოქის ვარსკვლავები ფოტოშოპამდე: სოფია როტარუ, პასპუტინა და სხვ. (+ვიდეო) რატომ დაშორდა ჰოლივუდის იდეალური წყვილი - დემი მური და ბრიუს უილისი ჟერარ დეპარდიეს ყოფილი საყვარლების სიაში შერონ სტოუნი და ვუპი გოლდბერგიც არიან კიანუ რივზი და სხვა ცნობილები, რომლებსაც ცოლად უბრალო ქალბატონები ჰყავთ მსახიობთა წყვილები, რომელთათვის უსიამოვნო იყო სასიყვარულო სცენებში მონაწილეობა ცნობილების ფოტოები, სანამ ისინი "ჰოლივუდის ღიმილს" მოირგებდნენ ცნობილი სახეები, რომლებიც ქუჩაში შეიძლება უსახლკაროებში აგერიოთ 708 5-ს მოსწონს |