x
მეტი
  • 01.12.2021
  • სტატია:115303
  • ვიდეო:352795
  • სურათი:489277
მსახიობთა წყვილები, რომელთათვის უსიამოვნო იყო სასიყვარულო სცენებში მონაწილეობა

image


ბევრისთვის ფილმის გადაღების დროს ლამაზი მსახიობის კოცნა ოცნებაა, ზოგიერთმა კი შეიძლება ამაზე უარი თქვას და ამას სკანდალიც მოჰყვეს. რამდენი ვნება და სიყვარულიც არ უნდა ჩანდეს ეკრანზე, ქვემოთ მოყვანილი მსახიობები ჰყვებიან, თუ როგორი არასასიამოვნო იყო მათთვის კოლეგების ამბორი.


1. ჰელენ მირენი და ჰარისონ ფორდი

ჰელენ მირენი და ჰარისონ ფორდი მეგობრები იყვნენ, მაგრამ ფილმის "მოსკიტების ნაპირი" გადაღებისას (1986 წ.) მათ შორის უთანხმოება მოხდა. მირენმა ინტერვიუში აღიარა, რომ მისმა პარტნიორმა არ იცის კოცნა: "მას არ შეუძლია კოცნა, ალბათ კადრს მიღმაც ასეთია". მირენი ამტკიცებდა, რომ სხვა მსახიობებიც იგივეს გრძნობდნენ. თუმცა თვითონ ფორდს არასოდეს გაუკეთებია ამაზე კომენტარი.


image


2. მერილინ მონრო და ტონი კერტისი


მერილინ მონრო თავისი დროის სექს-სიმბოლოა, თუმცა მსახიობ ტონი კერტისს საერთოდ არ მოეწონა მისი კოცნა, 1959 წელს ფილმ "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან" გადაღებების დროს. ინტერვიუში მან თქვა, რომ "მერილინთან კოცნა იგივეა, რომ ჰიტლერს აკოცო". ერთ-ერთ დუბლში კი მონრომ საერთოდ კინაღამ დაახრჩო კერტისი, როცა კოცნის დროს ენა პირში ღრმად ჩაუყო. შემდეგ იგი ირწმუნებოდა, რომ მის მიერ ნათქვამი ხუმრობა იყო. ცნობილია, რომ წყვილი რაღაც დროის განმავლობაში ერთად იყო და შემდეგ დაშორდა.


image


3. ვივიენ ლი და კლარკ გეიბლი


ფილმში "ქარწაღებულნი" (1939 წ.) ვივიენ ლიმ და კლარკ გეიბლმა ლამაზი სიყვარული აჩვენეს, თუმცა ვივიენმა აღიარა, რომ მას არ მოეწონა პარტნიორის კოცნა. გეიბლს ჰოლივუდის პლეიბოის რეპუტაცია ჰქონდა, მაგრამ კბილების პროთეზის გამო პირიდან უსიამოვნო სუნის გამო ვივიენ ლის არ სიამოვნებდა მისი ამბორი.


image


4. ჯენიფერ გრეი და პატრიკ სუეიზი


"ბინძური ცეკვების" (1987 წ.) გადაღებების დროს, ჯენიფერ გრეისა და პატრიკ სუეიზს შორის არ იყო არავითარი სიმპათია. ორივეს სხვადასხვა აქტიორული სტილი ჰქონდა, რამაც იქამდე მიიყვანა, რომ მსახიობები ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს. სუეიზიმ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი აზრით, გრეი ზედმეტად ემოციური იყო და შეგნებულად აფუჭებდა ზოგიერთ სცენას, შემდეგ კი მათი თავიდან გადაღება უწევდათ.



image


5. ჯულია რობერტსი და ნიკ ნოლტი


ფილმის "მე მიყვარს უსიამოვნებები" (1994 წ.) გადაღებების დროს რობერტსი და ნოლტი იმდენად ვერ იტანდნენ ერთმანეთს, რომ დამატებითი მსახიობების გამოყენება და თავიანთი სცენების ცალ-ცალკე გადაღება უწევდათ. ფილმის გამოსვლის შემდეგ რობერტსმა განაცხადა ინტერვიუში, რომ ნიკ ნოლტი შეიძლება იყოს ერთდროულად საყვარელი და მომხიბვლელი და ამავე დროს საზიზღარიც". პასუხად ნოლტმა გააკრიტიკა რობერტსი: "ცუდია ვინმეს უწოდო საზიზღარი, მაშინ, როცა შენ თვითონ ხარ საშინელი ადამიანი".


image


6. ჯულია რობერტსი და დენზელ ვაშინგტონი


დენზელ ვაშინგტონმა კატეგორიული უარი თქვა ჯულია რობერტსის მონაწილეობით რომანტიული სცენის ჩართვაზე ფილმში "პელიკანების საქმე" (1993 წ.), მაშინ როცა რობერტსი პირადად სთხოვდა მისი პარტნიორი ყოფილიყო. ვაშინგტონმა ეს იმით დაასაბუთა, რომ არ სურს თეთრკანიანი მსახიობის კოცნა შავკანიანი მსახიობების შევიწროვების გამო. "ფილმებში შავკანიანი ქალები ხშირად არ განიხილება როგორც სასურველი ობიექტი. მე მსურს შევცვალო ეს სტერეოტიპი, იმიტომ, რომ ისინი ჩემი ძირითადი აუდიტორიაა"-ამბობს დენზელ ვაშინგტონი.


image


7. კირა ნაიტლი და ორლანდო ბლუმი


"კარიბის ზღვის მეკობრეების" გადაღებების დროს, კირა ნაიტლი კოცნის ჯონი დეპსაც და ორლანდო ბლუმსაც. ერთხელ მას ჰკითხეს, ვისი კოცნა უფრო მოეწონა, რაზეც მან უპასუხა: "რა თქმა უნდა ჯონი დეპის... ცუდი არ იყო". რატომ მოიტოვა გვერდზე ბლუმი, გამოცანად დარჩა.


image
image

8. ემა უოტსონი და რუპერტ გრინტი


გრინტის სიტყვებით, ემასთან კოცნა "ჰარი პოტერის" გადაღებების დროს, დასთან კოცნას აგონებს. მოგვიანებით თვითონ ემამაც გამოთქვა მსგავსი აზრი, რომელმაც ჩათვალა, რომ კოცნის დუბლები ძალიან უხერხული იყო. ეს არც არის გასაკვირი, რადგან მსახიობები თითქმის ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ და მათ შორის მხოლოდ მეგობრობა იყო.


image






გადახედეთ სტატიებს:





ცნობილი სახეების შეშლილი თაყვანისმცემლები და ფანატიკოსები. ნაწილი I

image


ცნობილი სახეების შეშლილი თაყვანისმცემლები და ფანატიკოსები. ნაწილი II

image


კიანუ რივზი და სხვა ცნობილები, რომლებსაც ცოლად უბრალო ქალბატონები ჰყავთ

image


აფროდიტე კნიდოსელი-იმდენად რეალისტური სკულპტურა, რომ ერთხელ მასთან სექსითაც კი დაკავდნენ

image


საინტერესო, თუმცა ზოგიერთი, არც თუ ისე სასიამოვნო ფაქტი ვენეციის შესახებ

image


როგორ გამოიყურებოდნენ ცნობილი ადამიანები იმიჯის შეცვლამდე

image


გულთამპყრობელი ადოლფ ჰიტლერი და მისი ქალები, რომელთა უმეტესობას თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა

image


ექიმის სიყვარულის ისტორია, რომელმაც თავის საყვარლისგან მუმია გააკეთა და მასთან ჩვეულებრივად ცხოვრობდა. ნაწილი I

image


ექიმის სიყვარულის ისტორია, რომელმაც თავის საყვარლისგან მუმია გააკეთა და მასთან ჩვეულებრივად ცხოვრობდა. ნაწილი II


image






0
557
3-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
557