x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ცნობილი სახეები, რომლებიც ქუჩაში შეიძლება უსახლკაროებში აგერიოთ
image

უკვე ჩვეულებრივი ამბავია ის რომ, ვარსკვლავები სხვადასხვა ღონისძიებებზე უზადოდ გამოიყურებიან, და გვგონია, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც იცავენ ამ წესებს. მაგრამ სინამდვილეში უმეტესობა ცდილობს არ გამოეყოს ხალხის მასას და ისეთ სამოსს ირჩევს, რომელიც მის სტატუსს არ შეეფერება. შესაძლოა ამას იმიტომ აკეთებენ, რომ თავი დააღწიონ მომაბეზრებელ ფანატებს და პაპარაცებს, ან სოფიტების შუქისგან გადაღლილები, არჩევანს კომფორტის სასარგებლოდ აკეთებენ. ამის მიუხედავად, თუ ქუჩაში "უსახლკაროს" შეხვდით, კარგად დააკვირდით, შეიძლება მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავი აღმოაჩინოთ.

1. კიანუ რივზი

image

ეს მსახიობი ჰოლივუდის ალბათ ყველაზე მოკრძალებული ვარსკვლავია. კიანუ ჩვეულებრივად ცხოვრობს, მას საკუთარი სახლიც კი არ აქვს. იგი გადაადგილდება არა თავისი მანქანით, არამედ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, არ ვახშმობს რესტორნებში და საერთოდ, ისე არ იქცევა, როგორც მისი დონის ვარსკვლავს შეეფერება. ტანსაცმელსაც ცნობილი ბრენდისას არ ირჩევს და ერთიდაიგივე უბრალო სამოსით დადის.

ერთხელ კურიოზიც შეემთხვა. რამდენიმე წლის წინ, ცივი წვიმიანი დღის მიუხედავად, კლუბის შესასვლელთან, რიგში 20 წუთი იდგა, სადაც შეხვედრა უნდა გამართულიყო ფილმ "ღმერთის ქალიშვილთან" დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ამ სურათში რივზი მთავარ როლს ასრულებდა, მაგრამ როდესაც კარებამდე მივიდა, დაცვამ იგი არ შეუშვა, რადგან ვერ იცნო.

ფულთან მიმართებაშიც შესაბამისად იქცევა. ცნობილია, რომ ფილმ "მატრიცას" თითქმის მთელი ჰონორარი კიანუმ საქველმოქმედო ფონდში გადარიცხა, ხოლო რაც დარჩა, გრიმიორებს, კოსტუმერებს, კოლეგებს და გადამღები ჯგუფის სხვა წევრებს დაურიგა, რადგან ადმინისტრაციამ მათ ძალიან მიზერული ხელფასები გადაუხადა. ცნობილია ისიც, რომ რივზი ხშირად ეხმარება სხვადასხვა ონკოლოგიასთან ბრძოლის ფონდებს და ბავშვთა საავადმყოფოებს. აი, ამიტომ, ამ მსახიობს ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს მთელს მსოფლიოში.

2. მიკი რურკი

image

მე-20 საუკუნის 90-იან წლებში ეს მსახიობი ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ მამაკაცად ითვლებოდა მთელს პლანეტაზე.

ცნობილია, რომ მიკი არა მხოლოდ მსახიობი, არამედ მოკრივეცაა. ერთხელაც გადაწყვიტა განეახლებინა თავისი სპორტული კარიერა, მაგრამ მიღებულ ტრავმებს უკვალოდ არ ჩაუვლია: მისი ლამაზი სახე ნაიარევებმა დაამშვენა (თუმცა ამ შემთხვევაში არ დაუმშვენებია). რურკმა გადაწყვიტა ძველი მიმზიდველობა დაებრუნებინა და პლასტიკურ ოპერაციებს მიმართა. მაგრამ შედეგი ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც რურკი ელოდა. პლუს ამას დაემატა პრობლემები ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან. ყველაფერმა ერთად იგი იქამდე მიიყვანა, რომ უცნაურად ჩაცმული, დასიებულსახიან და გაპოხილთმიან მამაკაცში ცოტა ვინმე თუ ამოიცნობს 90–იანი წლების ჰოლივუდის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს– მიკი რურკს.

3. მადონა

image

ოდესღაც, პოპის დედოფალი, მადონა ლუიზა ჩიკონე, ნიუ-იორკში ისე ჩავიდა, რომ ჯიბეში გროშიც არ ჰქონდა და იძულებული იყო ემუშავა ხან ოფიციანტად, ხან მენატურედ. მაგრამ როგორც იცით, შრომა და სიმტკიცე გოგონას გრანდიოზული წარმატებების მოღწევაში დაეხმარა. მიუხედავად ვარსკვლავის სტატუსისა, მადონა ჩვეულებრივ ყოფაში ცდილობს არ მიიქციოს სხვათა ყურადღება, თუმცა მას ეს ცუდად გამოსდის. დიდი ზომის სპორტული შარვალი, გაცვეთილი ბოტასები, უზარმაზარი ქურთუკები–პირიქით გამვლელების ყურადღებას იქცევს.

4. სარა ჯესიკა პარკერი

image

ეს მსახიობი სერიალით "სექსი დიდ ქალაქში" გახდა პოპულარული. ქუჩაში კი მას ვერ იცნობთ, იმიტომ რომ თავისი ეკრანული გმირისგან განსხვავებით, იგი ცდილობს არ გამოირჩეოდეს ხალხისგან და უბრალო ტანსაცმლით იმოსება.

როგორც სარა აღიარებს, იგი ძალიან ღარიბ ოჯახში გაიზარდა და როდესაც მას თავისი ფული გაუჩნდა, არ დაუწყია ფუფუნებისკენ სწრაფვა, პირიქით, თანხის მოგროვება დაიწყო, ხარჯვით კი ძალიან ეკონომიურად ხარჯავდა. მსახიობი ხშირად იმოსება სეკონდ-ჰენდებში და ბავშვებისთვისაც იქ ყიდულობს ნივთებს, სერიალისთვის "გაყრა" კი მეორად ტანსაცმელს სხვადასხვა საიტებიდან იძენდა.

5. ჯონი დეპი


image

მსახიობს უკვე მერამდენე წელია "უცნაური ტიპის" იმიჯი აქვს არჩეული. მისთვისაც სულერთია როგორ გამოიყურება. და თუ აქამდე უცნაური ჩაცმულობით ასე თუ ისე ჰარმონიულად გამოიყურებოდა, ბოლო დროს მისთვის მართლა სულერთია, თუ რას იტყვის ხალხი.

ბევრი აღნიშნავს, რომ დეპი ძალიან გახდა და ავადმყოფურად გამოიყურება. შესაძლოა ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ეს რამდენიმე წელია მსახიობს პრობლემები აქვს, როგორც პირად ცხოვრებაში, ისე ფინანსებში: ემბერ ჰერდთან გაყრის პროცესი ჯერ არ დასრულებულა, აგრეთვე არაკეთილსინდისიერი აგენტების გამო დეპმა კინაღამ მთელი ქონება დაკარგა. ამიტომ ჯონი დეპი ახლა ცდილობს საერთოდ არ მიიქციოს ყურადღება, და ხშირად ფილმის "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" პერსონაჟივით გამოიყურება.

6. ჯარედ ლეტო

image

მსახიობი და შეთავსებით მომღერალი, ყოველთვის თავის ტალღაზეა. იმის გარდა, რომ ლეტო თითქოს საერთოდ არ ბერდება, თავის გარეგნობას საერთოდ არ აქცევს ყურადღებას.

თვითონ განსაჯეთ, შეძლებდით ქუჩაში გაცვეთილი, გაწელილი, ნახვრეტებიანი სვიტერით, მოკლე შარვლით და ურაზმერო ქუდით გევლოთ? დაგვეთანხმეთ, ყველა ვერ გარისკავდა. აი ჯარედს კი შეუძლია. მაგრამ მისთვის ყველაფერი ნებადართულია, ის ხომ სხვა პლანეტიდანაა.

image

0
1410
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
1410
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0