x
image
Lerato
Mediator image
იცით რატომ უნდა დავლიოთ ჟოლოს წვენი?

ჟოლოს წვენი გემრიელი საშუალებაა მოამარაგოთ თქვენი ორგანიზმი მკვებავი ნივთიერებებით და ისარგებლოთ ამ არაჩვეულებრივი პროდუქტის მთელი რიგი სასარგებლო თვისებებით.


რას წარმოადგენს ჟოლოს წვენი?


წვენს ამზადებენ ჟოლოს დაბლენდერების მეშვეობით. მცენარე ვარდისებრთა ოჯახიდანაა, მისი ლათინური სახელია Rubus idaeus. კენკრის მომჟავო გემოს გამო, მას ხშირად ურევენ ყინულს ან სხვადასხვა დამატკბობელს, რათა უფრო სასიამოვნო გახადონ მისი მიღება. თუმცა, ასევე შესაძლებელია მისი გამოწურვა ხელით რამდენიმე ფენა მარლაში.

ეს წვენი ცნობილია გამაგრილებელი და გამაცოცხლებელი გემოთი, რაც მას იდეალურს ხდის ზაფხულისთვის. ამასთან, ის მდიდარია განსაზღვრული საკვები ნივთიერებებით, რაც აძლიერებს ორგანიზმის ჯანმრთელობას.


image

კვებითი ღირებულებები


თუ მის კვებით ღირებულებებზე ვისაუბრებთ, ჟოლოს წვენი თითქმის ყველა იმ ნუტრიენტს შეიცავს, რასაც ჟოლო, განსაკუთრებით თუ დაბლენდერებულია და არა ხელით დაჭყლეტილი. ჟოლოს წვენი შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, ბოჭკოვანას, ისევე როგორც მცირე რაოდენობის რკინას, ომეგა-3-ს, მაგნიუმს, კალიუმს და ვიტამინ B6. ერთი ფინჯანი ჟოლოს წვენი ჟოლოს წვენი შეიცავს დაახლოებით 100 კალორიას.


ჟოლოს წვენის სასარგებლო თვისებები


წვენის ყველაზე მეტად აღსანიშნავი სასარგებლო თვისება ის არის, რომ აუმჯობესებს გულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ხელს უწყობს წონაში კლებას და ზრდის სისხლის მიმოქცევას.

კიბო


კენკრა მდიდარია სხვადასხვა ბიოაქტიური კომპონენტებით, როგორიცაა ტანინები, სტილბენები, ფლავონოიდები და ა.შ. 2016 წელს ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც აკვირდებოდა ამ ნაერთების გავლენას მსხვილი ნაწლავის კიბოზე, აჩვენა, რომ ის შემადგენლობა, რაც ჟოლოს გააჩნია, შესაძლოა გამოდგეს კიბოსთან ბრძოლის დროს. ეს მოსაზრება გამყარდა კიდევ ერთი კვლევის მიერ, რომელიც გამოქვეყნდა Journal of Carcinogenesis -ში. აღნიშნულმა კვლევამ დაასკვნა, რომ ჟოლოს ფიტოქიმიკატებს შეუძლიათ ნაწლავის კიბოს სტადიების დათრგუნვა.


2019 წელს ჟურნალ Oxidative Medicine and Cellular Longevity გამოქვეყნებულმა კვლევამ, რომელიც ამ კენკრის ანტიოქსიდანტურ და ანთების საწინააღმდეგო თვისებებს სწავლობდა, დაადგინა, რომ მას შეუძლია უზრუნველყოს ულტრა იისფერი სხივებისგან დაცვა, რაც იწვევს კანის კიბოს განვითარებას. ამასთან, აღმოჩნდა რომ მას აქვს ციტოტოქსიკური ეფექტი.


image

გულის ჯანმრთელობა


ეს წვნიანი კენკრა დიდი რაოდენობით ანტოციანინს შეიცავს, რომელიც, როგორც უკვე ცნობილია, გულს დაავადებისგან იცავს აძლიერებს რა სისხლძარღვებისა და არტერიების კედლებს.


იმუნური სისტემა


C ვიტამინის მაღალი შემცველობის წყალობით, შეუძლია გააძლიეროს იმუნური სისტემა და ორგანიზმი დაიცვას ინფექციებისა და პოტენციური პათოგენებისგან. უკვე აღარ ვსაუბრობთ მასში შემავალ ანტიოქსიდანტებზე, რომელიც ამცირებს დატვირთვას იმუნურ სისტემაზე ქრონიკული ანთების შემცირების ხარჯზე.

სისხლის მიმოქცევა


ჟოლოში შემავალი კალიუმი ხელს უწყობს არტერიული წნევის დაწევას, სხვა აქტიური ინგრედიენტები კი სისხლს ათხელებს. მათი კომბინაცია ნიშნავს ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების უკეთესად მიწოდებას სხეულის ყველა უჯრედისთვის და ჰიპერტენზიის სიმპტომების შემცირებას.


წონის კლება


შეიცავს დიდი რაოდენობით ბოჭკოვანს და დაბალკალორიულია. ეს წვენი მკვებავი ნივთიერებებით გააჯერებს თქვენს რაციონს, რითაც თავს დანაყრებულად იგრძნობთ. ამასთან, ხელს უშლის ჭარბი რაოდენობით საკვების მიღებას.

image

ალერგიები


ის პოზიტიური გავლენა, რაც ამ სასმელს გააჩნია იმუნურ სისტემაზე, ნიშნავს ციტოკინების და სხვა ანთებითი მოლეკულების უფრო კონტროლირებულ გამოყოფას და არასაჭირო სიმპტომების შემცირებას.


საჭმლის მომნელებელი სისტემა


როდესაც ამ კენკრას აბლენდერებენ, ის ინარჩუნებს თავის ყველა საკვებ ბოჭკოს, რომელიც აუმჯობესებს ნაწლავების პერისტალტიკას და საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას.


გვერდითი მოვლენები


ერთადერთი გვერდითი მოვლენა რაც შესაძლოა ჟოლოს წვენს გააჩნდეს, თუ ადამიანი ალერგიულია უშუალოდ ამ კენკრის მიმართ ან თუ ხილი კარგად არ გაირეცხა, რაც ზრდის ბაქტერიების და არასასურველი ქიმიკატის მოხვედრას ორგანიზმში. გადაჭარბებული რაოდენობით მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს კუჭის გაღიზიანება ან დიარეა.

ასე რომ, მიიღეთ ეს საოცარი სასმელი ზომიერად და იყავით ჯანმრთელნი!



ასევე დაგაინტერესებთ:


იცით რა დაავადებებს კურნავს შავი პილპილი?


ალოეს 17 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის


თუ გინდათ რომ თქვენი კანი ნაადრევად არ დაბერდეს და დაზიანდეს, ეს რჩევები გაითვალისწინეთ


რა საიდუმლოს ახადეს ფარდა იტალიელმა დიეტოლოგებმა


რომელი პროდუქტები შეიცავს ახალგაზრდობის ჰორმონს?


მოცვი – კენკრა, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს


მნიშვნელოვანი ინფორმაცია ხილზე, რომელიც ყველას რაციონში უნდა იყოს




0
306
6-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
306
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0