x
image
Lerato
თუ პომიდორი გიყვართ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია!

image

პომიდორი პოზიტიურად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე –აუმჯობესებს მხედველობას, ამცირებს არტერიულ წნევას, კარგია საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობისთვის, კანთან და საშარდე გზების ინფექციებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად.
უფრო მეტიც, ახდენს სისხლის მიმოქცევის სტიმულირებას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ახდენს ორგანიზმში სითხის ბალანსს და დეტოქსიკაციას, იცავს თირკმელებს, ხელს უშლის სიბერის პროცესს და ამცირებს ანთებას. პომიდორი შედგება დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებისგან, რომელიც ეფექტურად ებრძვის სიმსივნურ უჯრედებს. ის წარმოადგენს ვიტამინებისა და მინერალების მდიდარ წყაროს, აქვს დამცავი ეფექტი კარდიო-ვასკულარული დაავადებებისგან.

მგვარად, მის ყოველდღიურ მოხმარებას ჯანმრთელობისთვის უდიდესი სარგებლობის მოტანა შეუძლია გარდა იმისა, რომ კერძებს არაჩვეულებრივ გემოსა და არომატს აძლევს. პომიდვრის მოყვანა შედარებით მარტივია და სწრაფად იზრდება, რის გამოც ის ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტია ბევრ ქვეყანაში.

პომიდვრის მეცნიერული სახელია Solanum lycopersicum, მიაჩნით, რომ წარმოშობით მექსიკიდანაა. თუმცა, ესპანელების მიერ ამერიკის კოლონიზაციის შემდეგ, მისი მოყვანა სწრაფად გავრცელდა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. დღეს პომიდვრის ათასამდე ნაირსახეობაა, რომელსაც შეუძლია თქვენს ორგანიზმს ძალიან დიდი დახმარება გაუწიოს. სტატიაში განვიხილავთ რამდენიმე მიზეზს თუ რატომ არის ეს პროდუქტი ასეთი მნიშვნელოვანი და ძვირფასი თქვენი ჯანმრთელობისთვის.


image


პომიდვრის მკვებავი ღირებულებები

პომიდორს ჯანმრთელობისთვის ბევრი სასარგებლო თვისება აქვს, რამდენადაც ის მდიდარია მკვებავი ნივთიერებებით და ვიტამინებით, როგორიცაა A, C და K, ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინ B6, ფოლატს (წყალში ხსნადი B ვიტამინი, რომელიც ბუნებრივად არსებობს საკვებში) და თიამინს. ის ასევე კალიუმის, მანგანუმის, მაგნიუმის, ფოსფორისა და სპილენძის კარგი წყაროა. შეიცავს დიეტურ ბოჭკოვანას და ცილებს, ისევე როგორც ისეთ ორგანულ ნაერთებს, როგორიცაა lycopene (წითელი პიგმენტი, რომელიც ხელს უშლის კანის, მკერდის და წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნის განვითარებას. ასევე ებრძვის ათეროსკლეროზს).

ანტიოქსიდანტების უხვი წყარო:

როგორც აღვნიშნეთ პომიდორი დიდი რაოდენობით ლიკოპენს შეიცავს, ანტიოქსიდანტი რომელიც ეფექტურად ებრძვის სიმსივნის გამომწვევ თავისუფალ რადიკალებს. მისი მიღება პომიდვრისგან დამზადებული ისეთი პროდუქტებისგან შეიძლება როგორიცაა ტომატი. ლიკოპენი განსაკუთრებით ეფექტურია პროსტატის, საშვილოსნოს, კუჭისა და სწორი ნაწლავის კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად. ჰარვარდის ჯანმრთელობის საჯარო სკოლის კვლევების თანახმად აღნიშნული ანტიოქსიდანტი ხელს უშლის ასევე მკერდისა და პირ-ხახის სიმსივნის განვითარებას.

ვიტამინებისა და მინერალების მდიდარი წყარო

ერთ პომიდორს შეუძლია ორგანიზმის C ვიტამინის დღიური მოთხოვნა 40% მოამარაგოს. ვიტამინ C ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, რომელიც ხელს უშლის სიმსივნის გამომწვევ თავისუფალ რადიკალებს
ორგანიზმს ზიანი მიაყენოს.
ის ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინ A, კალიუმს და რკინას. კალიუმი აუცილებელია ნერვიული სისტემის, რკინა კი - სისხლის ჯანმრთელობისთვის. ვიტამინი K, რომელიც მნიშვნელოვანია სისხლის შედედებისთვის, დიდი რაოდენობითაა ამ სასარგებლო პროდუქტში.


image

ამცირებს ქოლესტერინის დონეს და იცავს გულს

ლიკოპენი ხელს უშლის ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვით პროცესებს და იცავს ქსოვილებს ნაადრევი სიბერისგან. ასევე, იცავს კარდიოვასკულარული დაავადებებისგან. პომიდვრის რეგულარული მიღება ამცირებს ქოლესტერინის დონეს და ტრიგლიცერიდების რაოდენობას სისხლში. აღნიშნული ლიპიდები ხელს უწყობს ცხიმების დაგროვებას სისხლძარღვებში, რაც თავის მხრივ დიდ როლს თამაშობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებაში.

ამცირებს სიგარეტის კვამლით გამოწვეულ ზეგავლენას

პომიდვრის ორი მთავარი კომპონენტი – კუმარინის მჟავა და ქლოროგენული მჟავა, რომელიც ებრძვის ნიტროზამინებს (ლათ. nitrogenium აზოტი, aminum ამინი) - ქიმიური შენაერთები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ კიბოს უჯრედის ფორმირებაში). ის წარმოიქმნება ორგანიზმში და სიგარეტში აღმოჩენილი მთავარი კარცინოგენია. ვიტამინ A მაღალი შემცველობა ამცირებს კარცინოგენების გავლენას და შეუძლია დაიცვას ფილტვის კიბოსგან.

აუმჯობესებს მხედველობას

პომიდორში შემავალი ვიტამინი A, ხელს უწყობს მხედველობის გაუმჯობესებას. ასევე იცავს ღამის სიბრმავისგან და მაკულარული დეგენერაციისგან. ვიტამინი A ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომლის ფორმირებაც ხდება ორგანიზმში არსებული ჭარბი რაოდენობის ბეტა-კაროტინისგან. ბევრი მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემა ჩნდება თავისუფალი რადიკალების უარყოფითი გავლენის გამო.

ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობას

პომიდორი აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, ხელს უშლის შეკრულობის და დიარეის განვითარებას. ის ეფექტურად დევნის ტოქსინებს ორგანიზმიდან.
გარდა ამისა, დიდი რაოდენობით ბოჭკოვანას შეიცავს, რაც ხელს უწყობს პერისტალტიკური მოძრაობის სტიმულირებას და ასევე, კუჭის წვენის გამოყოფას. ამას შეუძლია კუჭის მოქმედების ნორმალიზება, შესაბამისად, გაუმჯობესდება საჭმლის მომნელებელი სისტემის მდგომარეობა და დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ისეთი სერიოზული დაავადება, როგორიცაა კოლორექტალური კიბო.


image


ამცირებს არტერიულ წნევას

პომიდვრის ყოველდღიური მიღება ამცირებს ჰიპერტონიის განვითარებას, ცნობილი როგორც მაღალი არტერიული წნევა. ეს ნაწილობრივ მასში შემავალი კალიუმის წყალობით ხდება, რომელიც აფართოვებს სისხლძარღვებს, რაც ნიშნავს იმას რომ სისხლძარღვებსა და არტერიებში წნევა მცირდება, შედეგად უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა.

ხელს უშლის დიაბეტის განვითარებას

კვლევამ, რომელიც ამერიკული სამედიცინო ასოციაციის ჟურნალმა ჩაატარა, აჩვენა რომ პომიდვრის ყოველდღიური მიღება ამცირებს მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკებს.

ხელს უწყობს კანის ჯანმრთელობას

პომიდორი ეხმარება კბილების, ძვლების, თმის და კანის ჯანმრთელობის შენარჩუნებას. პომიდვრის წვენი ცნობილია როგორც მზის დამწვრობის წინააღმდეგ სამკურნალო საშუალება. ყოველდღიური მოხმარება კანს იცავს ულტრაიისფერი სხივებით გამოწვეული ერითემასგან. ამასთან, მას აქტიურად იყენებენ სიბერის საწინააღმდეგო პროდუქტების მომზადებისას.

ხელს უშლის საშარდე გზების ინფექციების განვითარებას

პომიდვრის მიღება ასევე ამცირებს საშარდე გზების ინფექციებს, ისევე როგორც შარდის ბუშტის სიმსივნის განვითარების რისკებს. ეს ხდება წყლის მაღალი შემცველობის წყალობით, რაც ახდენს შარდვის სტიმულირებას, ამიტომაც ეს პროდუქტი შარდმდენ საშუალებად მიიჩნევა. ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას ორგანიზმიდან, ისევე როგორც ჭარბ წყალს, მარილს, შარდმჟავას და ცხიმებს.


image


ხელს უშლის ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნას

პომიდვრის რეგულარული მოხმარება ებრძვის ნაღვლის ბუშტის ისეთი დაავადების განვითარებას, როგორიცაა კენჭები. სხვადასხვა კვლევებზე დაყრდნობით დამტკიცდა პომიდვრის ეფექტურობა ბევრი ქრონიკული დაავადებების წინააღმდეგ, მათ შორის სიმსივნის. პომიდვრის ანტიოქსიდანტური თვისებები შესაძლებელია მივიღოთ გადამუშავებული პროდუქტებიდან, როგორიცაა ტომატის პასტა. ამ არაჩვეულებრივი პროდუქტის ყოველდღიური მიღება ორგანიზმს ამარაგებს საჭირო რაოდენობის ვიტამინებითა და მინერალებით და ორგანიზმს ბევრი დაავადებისგან იცავს.


ასევე დაგაინტერესებთ:



გაყინული ლიმონი დაგიცავთ სიმსუქნის, სიმსივნისა და დიაბეტის განვითარებისგან

ყველაზე ჯანსაღი პროდუქტი მსოფლიოში – ეს ბევრმა არ იცის!

ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი 10 პროდუქტი, რომელიც იმუნიტეტს გაგიძლიერებთ და სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ

25 საუკეთესო ტუტე რეაქციის მქონე პროდუქტი – მიირთვით, რათა თავი დაიცვათ სიმსუქნის, კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან

15 საუკეთესო პროდუქტი არტერიების გასაწმენდად და მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკისთვის

კიბოს პრევენცია შესაძლებელია, თუ ყოველდღიური რაციონიდან ერთ პროდუქტს ამოიღებთ

პროფესორი ი.ნეუმივაკინი: იყო ჯანმრთელი წამლების გარეშე – ეს შესაძლებელია!

პროდუქტები, რომელიც ახალგაზრდობის ჰორმონს შეიცავს

3
4454
11-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
4454
  
2017, 27 ივლისი, 12:50
მადლობა თქვენ, მაკასთან, არაჩანდასთან და სულ რამდენიმე მომხმარებელთან ერთად მუდამ საინტერესო, გამოსადეგ და კითხვად სტატიებს დებთ...
2017, 27 ივლისი, 6:35
მადლობა, მეგობარო გაიხარეთ! ძალიან ვაფასებ ასეთი ერუდირებული პიროვნებისგან მსგავს შეფასებებს!!!
2017, 26 ივლისი, 10:18
უმაგრესია, ასჯერ გავაზიარებდი გაზიარების ფუნქცია, რომ იყოს...
0 1 3