საზოგადოება "შენც გიბრძანეს რუსი იყო, რადგან ქართველს ექნებოდა ღირსება, სიმართლე ეთქვა" - რა რეაქცია მოჰყვა თინა კანდელაკის პოსტს? 2022, 9 მაისი, 16:47 "ამერიკელები და ბრიტანელები ვერასოდეს დაამარცხებენ რუსეთს" - გამარჯვების დღესთან დაკავშირებით თინა კანდელაკმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ფანოღების შესრულებული День Побед ვიდეო გააზიარა. "ამერიკელები და ბრიტანელები ვერასოდეს დაამარცხებენ რუსეთს. ჩვენ ვართ ერთადერთი იმპერია მსოფლიოში, რომელიც არ გეუბნებათ: „შეწყვიტე იყო ქართველი, სომეხი, ებრაელი, ქურთი, ტაჯიკი, ვინც არ უნდა იყო, რომ გახდე სრულფასოვანი რუსი". რუსეთი ამბობს: "იყავი თვითმყოფადი, გახსოვდეს შენი ფესვები, ენა, კულტურა და იცოდე, რომ ჩვენთან ერთად მხოლოდ უფრო ძლიერი იქნები". ასე რომ, თანამედროვე სამყაროში შენი კულტურის შენარჩუნების შანსები უფრო მეტია! გილოცავთ გამარჯვების დღეს!" - დაწერა თინა კანდელაკმა. რა რეაქცია ჰქონდა სოციალურ ქსელში თინა კანდელაკის ამ პოსტს, გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო კომენტარს: "თინა არ გრცხვენია???ეხლა თქვენს სულს მივმართავ!!! და რატომ კლავთ თავისუფალ უკრაინელებს საკუთარ მიწაზე??? იმის გამო, რომ მათ სურთ დარჩნენ უკრაინელები და არა "სრულფასოვანი რუსები"? უცნაურად ჟღერს ქართველისგან! დავამატებ - ბოლო დრომდე ჩემგან ძალიან პატივცემულო! შეხედეთ სიტუაციას მოცულობით... იქნებ დაინახოთ სიმართლე და შეწყვიტოთ სიცრუის გავრცელება! თქვენ ჭკვიანი ადამიანი ხარ!!!" "ზუსტად! იმპერია, რომელიც არ ლაპარაკობს, მაგრამ აწესებს და ძალით გაიძულებს იყო რუსი!!! რუსეთი უკვე დამარცხდა! მხოლოდ შენ ჯერ არ შეგუებულხარ! (შენც გიბრძანეს რუსი იყო, რადგან ქართველს ექნებოდა, ღირსება სიმართლე ეთქვა)" "და ამიტომ, რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შემდეგ დაიწყეს ასე წერა - "რუსი ხალხი და სხვები." რას ნიშნავს რუსები, ეს არის ტიტულოვანი ხალხი, დანარჩენები კი გვერდიდან მიმკვრალი. თინა კი, რა თქმა უნდა ფულის გამო გვბერავს ხალხთა მეგობრობის შესახებ" "მრცხვენია ვიკითხო, რუსეთი უკვე ოფიციალურად იმპერიაა? )) კონსტიტუციაში უკვე დაკანონდა მმართველობის ფორმა თუ კანონპროექტი ახლახან შევიდა?))" "კონჩიტა" "ბოროტების იმპერია" "არიან ისეთებიც, (თუმცა უმცირესობაში)რომლებიც თინას მხარს უჭერენ და ულოცავენ გამარჯვების დღეს.მაგალითად ასეთი კომენტარი დევს: "ძვირფასო თინა, ჩვენ აფხაზეთიდან შენთან ვართ მხარს გიჭერთ" 169 2-ს მოსწონს
|