x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
რომელი პროდუქტები აუმჯობესებენ მეხსიერებას?

image


როგორც ჰიპოკრატე ამბობდა, "ჩვენ ის ვართ, რასაც მივირთმევთ". ეს კი ნიშნავს, რომ საკვებს შეუძლია დაგვეხმაროს სხვადასხვა დაავადებებთან ბრძოლაში. სწორად შერჩეული რაციონი ხელს უწყობს მეხსიერების გაუმჯობესებას და ტვინის უკეთ მუშაობას.

სწორად კვება საჭიროა დავიწყოთ დილიდანვე. საუზმის გამოტოვება არაფრით არ შეიძლება, თუმცა ასევე აუცილებელია სადილი და მსუბუქი ვახშამი.


№1 კვერცხი


ერთ-ერთი პოპულარული პროდუქტი, რომელიც საუზმეზეც და ვახშამზეც შეიძლება მივირთვათ, კვერცხია. კვერცხი მთლიანად უნდა მივიღოთ, იმიტომ რომ ორგანიზმისთვის საჭიროა ცილაც და გულიც. ეს პროდუქტი შეიცავს უამრავ სასარგებლი ელემენტებს. ორგანიზმის მიერ განსაკუთრებით კარგად შეითვისება თოხლოდ მოხარშული კვერცხი, მაგრად მოხარშული კვერცხი ნაკლებად სასარგებლოა.


image


სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც რეგულარულად იღებდნენ კვერცხს, კარგად სწავლობენ, რადგან ახალი მასალის აღქმის პროცესი და მისი დამახსოვრება უფრო სწრაფად ხდება. კვერცხი სასარგებლოა აგრეთვე მოზრდილთათვისაც, რამდენადაც დემენციის განვითარებას აფერხებს.


№2 შვრიის ფაფა


ბავშვობიდან ჩვენთვის ნაცნობი შვრიის ფაფა, ეხმარება ტვინს მუშაობის გაუმჯობესებაში, რამდენადაც ის ფოლის მჟავას შეიცავს.


image


გარდა ამისა, შვრია ხელს უწყობს სისხლის გაწმენდას, იმუნიტეტის გაძლიერებას და ალცჰაიმერის დაავადების კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა.

№3 კენკრის და მწვანე ბოსტნეულის სმუზი


იმ ადამიანებისთვის, ვისაც საუზმე არ უყვარს, საუკეთესო ვარიანტია, სასარგებლი და ნოყიერი კენკრისა და მწვანე ბოსტნეულის სმუზი.


image


ნივთიერებები, რომლებიც ამ პროდუქტშია, ამცირებს გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითების რისკს, აღადგენს მეხსიერებას და მთლიანობაში აუმჯობესებს ტვინის მუშაობას.


№4 თხილეული


უბრალო და კალორიული პროდუქტი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ არა მხოლოდ საუზმეზე, არამედ წასახემსებლადაც.



image


განსაკუთრებით სასარგებლოა ნოგოზი, რამდენადაც ის შეიცავს ალფა ლინოლენის მჟავას, რომელიც ასტიმულირებს ტვინის მუშაობას და აფერხებს დემენციის წარმოშობას.


№5 სელის თესლი


ამ პროდუქტის დამატება შეიძლება დილის ფაფაში. სელის თესლი ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავების შესანიშნავი წყაროა, რომელიც არა მხოლოდ ტვინისთვის, არამედ გულსისხლძარღვთა სისტემის კარგი მუშაობისთვისაა აუცილებელი.


image


ვინც ზრუნავს თავის ჯანმრთელობაზე და ტვინის მუშაობის გაუმჯობესება სურს, საჭიროა შეზღუდოს ტკბილი ნახშირწყლების (გლუკოზა, ფრუქტოზა, საქაროზა და ლაქტოზა) მოხმარება, განსაკუთრებით სამრეწველო წარმოების, რამდენადაც ისინი შეიცავს მავნე ტრანს-ცხიმებს, რომელიც გონებრივ დაღლილობას იწვევს. თუმცა ტკბილეულის სრულად აკრძალვა არ ღირს, უბრალოდ პროდუქტების სწორად შერჩევაა საჭირო.


image





გადახედეთ:




როგორი კვება აქვთ სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

image


რატომ ბერდებიან ადრე მარიხუანის მოყვარულები და რა აღმოაჩინეს მის კვამლში

image


ის უხერხული მომენტი, როცა მამაშენი ზუსტად იმ კაბაში გამოწყობილი მოვიდა, როგორც შენ

image


3 მეთოდი ყავის კოფეინის ჭარბი რაოდენობის გასანეიტრალებლად

image


იცოდით თუ არა, რისგან ამზადებენ კიბორჩხალის (კრაბის) ჩხირებს?

image


ზიონ კლარკი-სპორტსმენი ნახევარი ტანით (+ვიდეო)

image


ყვავილები არა მხოლოდ გოგონებისთვის, ანუ რატომ ატარებენ "ნამდვილი" არაბები ყვავილის გვირგვინებს

image


როგორ უნდა გაიხადოს სწორად ცოლმა ქმრის წინაშე–1937 წლის სახელმძღვანელო (18+)

image


არტ-პროექტის შიშველი მოდელები ბუნების პეიზაჟების ფონზე - შეეცადეთ იპოვოთ

image


უჩვეულო გასართობი პარკები, სადაც ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანმა შეიძლება არც მოისურვოს შესვლა

image





0
153
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
153