ფილმის გადაღებების დროს რეჟისორები ყოველთვის ცდილობენ რაღაც ფარული დეტალის დამატებას, რომელთა ამოცნობა და გაგება შეიძლება ერთი ნახვით ვერც შეძლოთ, აი რამდენიმე მათგანიც:
1. ფსიქიატრი ლილიტ რიტერის კაბინეტში ფილმიდან "კოშმარების ხეივანი" კედლებზე ჩანს რორშახის ტესტის მსგავსი სურათები.
2. ფილმში “მთავარი გმირი" მისი ოთახის კალენდარზე არაა ციფრი 4. ეს მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენად უმნიშვნელოა რაიან რეინოლდსის პერსონაჟი
3. ხანდახან გადაღებებისთვის საკვებ მიწას იყენებენ. მაგალითად, თუკი სცენაში ვიღაცას მიწა უნდა შეეყაროს სახეზე, მას დაბლენდერებული ორცხობილისგან ამზადებენ.
4. სტიუარტ ლიტლის ოთახისთვის ინტერიერის დეკორატორების მიერ ნაყიდი ნახატი მხატვრის რობერტ ბერენის დაკარგული ნამუშევარი აღმოჩნდა.
5. ასე გამოიყურებოდა მულტფილმის “პატარძლის გვამი"-ს გადაღებები
6. ფილმში “კოსმოსური ოდისეა" (2001) არის კადრი, როდესაც კალამი ჰაერში დაფრინავს. სინამდვილეში ის უბრალოდ მინაზე მიაწებეს.
7. ილიამ მეისის გმირს ფილმში “მაგნოლია", ავშვობაში ელვამ დაარტყა. ამიტომ ატარებს სპილენძის სამაჯურს, რომელიც სტატიკური მუხტისგან თავის დაღწევაში ეხმარება.
8. ერთი იგივე გაზეთი ბოლო 40 წლის განმავლობაში გამოიყენებოდა მრავალი ფილმისა და სერიალის გადაღებებისთვის რეკვიზიტად.
9. საშინელებათა ფილმში “წყევლა" ხშირად ჩანს, რომ ედის ჰალსუხი მსგავსია ლორეინის კაბის ნაჭერის. ამით უნდოდათ ხაზი გაესვათ თუ რა დიდი სიყვარული და მჭიდრო კავშირი აქვთ მათ.
10. ფორესტ გამპში მთავარი გმირი ერთადერთია მოედანზე, ვისი ფორმაც იდეალურად სუფთაა. ეს იმიტომ, რომ ვერავინ ეწევა მას.
11. ფარდები დონას ოთახში Mamma Mia-! - 2" -დან დაჭრილია, ეს ყველაფერი იმიტომ, რომ წარსულში ქალი მათგან კოსტიუმებს კერავდა.
12. ჰარი პოტერში მთავარი გმირების კაშნების სხვადასხვაგვარად მორგება მათი ხასიათების მიხედვით მოხდა, ჰერმიონი აკურატულია და ყოველთვის იდეალურად იხვევს მას, რონს საერთოდ არ აინტერესებს ის, ხლო ჰარი თავისი მეგობრების შორისაა.
13. ვერონიკა ფილმიდან “ქვრივი" სულ უფრო და უფრო მუქ ტანსაცმელს იცვამს, როდესაც ის იწყებს ქმრის შესახებ ახალი საშინელი საიდუმლოების გაგებას.
14. ედიტის შესახებ ბევრი რამის სწავლა შეგიძლიათ ფილმიდან "Crimson Peak", თუ ყურადღებით დააკვირდებით მისი ჩაცმულობის დეტალებს.
15. ჯო და ლორი “პატარა ქალბატონები"-ს ეკრანიზაციაში ერთმანეთის ტანსაცმელს იცვამდნენ.