x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"თინა, იმედი მაქვს, შენი შვილი მელიტოპოლთან ტანკში ზის, არა?" - თინა კანდელაკის შვილს დასცინეს
image

რამდენიმე დღის წინ კრემლის ოდიოზური პროპაგანდისტის, თინა კანდელაკის შვილმა, მუსიკოსმა ლეონტი (ლეო) კონდრახინმა 21 წლის იუბილე აღნიშნა.



დაბადების დღეს, სადღესასწაულო პოსტის ქვეშ უამრავი კომენტარი დაიწერა, თუმცა ინტერნეტმომხმარებლებმა მას იმდენად დაბადების დღე არ მოულოცეს, რამდენადაც საკმაოდ მწვავე კითხვები დაუსვეს რუსეთის ფედერაციის ჯარში გაწვევაზე თავის არიდებასთან დაკავშირებით.


საქმე იმაშია, რომ ლეონტიმ, რომელმაც 2017 წელს დაამთავრა სუვოროვის სამხედრო სკოლა, მრავალი ელიტარული ოჯახის ვაჟების მსგავსად, ჯარში გაწვევას თავი აარიდა.


image

ინტერნეტმომხმარებლებს აინტერესებდათ, რატომ არ წავიდა პუტინის რეჟიმის ასეთი "პატრიოტი" მხარდამჭერის შვილი ჯარში და უკრაინაში საბრძოლველად?


"გეშინია, რომ არ დაბრუნდები?" - ასეთი კომენტარი დაუწერეს კანდელაკის შვილს.


ერთ-ერთი პირველი, ვინც არ გაჩუმდა, რუსეთის ფედერაციიდან, ცნობილი ბლოგერ-ოპოზიციონერი ნიკა ბელოცერკოვსკაია იყო. მან ტელეწამყვანს ირონულად დაუსვა კითხვა: "თინა, იმედი მაქვს, შენი შვილი, როგორც პატრიოტის შვილი, ახლა მელიტოპოლთან ტანკში ზის არა?"

image

დედაზე გაბრაზებულებმა გამომწერებმა ლეოს საკმაოდ მწვავე კომენტარები დაუწერეს.21 წლის მუსიკოსს "მონსტრისა და ურჩხულის" შვილი, ხოლო თავად ლეოს მშიშარა და ფსევდოპატრიოტი უწოდეს.


ცოტა ხნის წინ გადაცემაში, "Ходят слухи", ვახტანგ კიკაბიძე თავისი თანამემამულის, ტელეწამყვან თინა კანდელაკის ქმედებას გამოეხმაურა, რომელიც საჯაროდ უჭერს მხარს უკრაინაში მიმდინარე ომს და პრეზიდენტ-დიქტატორ პუტინის პოლიტიკას. რომ პუტინის პროპაგანდისტს ტვინი არა აქვს.


0
1446
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1446
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0