x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ნოდარ მელაძეს სასამართლო "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად აღადგენს?

image


“რუსთავი2”-ს ნოდარ მელაძისთვის თანამდებობიდან გათავისუფლების გამო 80 ათასი ლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ნოდარ მელაძე ავრცელებს:


“თბილისის საქალაქო სასამართლომ, რუსთავის 2 ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ სცნო, ბრძანება გააუქმა და კომპენსაციის გადახდა დააკისრა!


2019 წლის ზაფხულში ევროსასამართლომ დაადგინა, რომ რუსთავი 2 გვარამიას გუნდის ხელში უკანონოდ იყო და ტელეკომპანია ძველ მფლობელს დაუბრუნა. ამის შემდეგ ნიკა გვარამიას გუნდი და არხის სახეების დიდი ნაწილი ტელევიზიიდან საკუთარი სურვილით წავიდა. ნაწილიც ახალმა ხელმძღვანელობამ გაათავისუფლა.


„თბილისის საქალაქო სასამართლომ, "რუსთავის 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ჩემი გათავისუფლება უკანონოდ სცნო, ბრძანება გააუქმა და კომპენსაციის გადახდა დააკისრა! 2-წლიანი დავის შემდეგ, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ბოლო წუთამდე ჩემს მოვალეობას კეთილსინდისიერად ვასრულებდი და გათავისუფლება მოხდა გამოგონილი მიზეზით, ჰოდა ეს ბრძანება გაუქმებულია!!! ახლა მოვემზადეოთ ახალი სერიისთვის!!! მყარი ნერვები და რკინის ქალამნები ნამდვილად აქვს თეოს Teo Zakarashvili, უმაგრეს იურისტს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო დან რომელმაც, ორი წელი იომა!!! მადლობა შენ Eka Gigauri რომ პირველივე წუთიდან ჩვენს გვერდით იდექი!"
0
71
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0