x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
მე, როგორც უკრაინაში დაბადებულს და გაზრდილს, მქონდა "ბედნიერება" მყოლოდა ასეთი ახალგაზრდა პედაგოგები
image

შეიძლება ჩემი მხრიდან მეტისმეტად ცუდად ჟღერდეს ეს სიტყვები, მაგრამ მირჩევნია სიმართლის თქმის გამო გამაკრიტიკონ ვიდრე ვინმეს ვეპირფერო და ამის გამო მაქონ.


ბევრჯერ მითქვამე მე უკრაინაში რომ დავიბადე და გავიზარდე და სიმართლე გითხრათ სკოლის დირექტორების გარდა პრაქტიკულად არ მყოლია ასაკოვანი პედაგოგი არცერთ სკოლაში (თუ რატომ მიწევდა სკოლების შეცვლა ეს სულ სხვა თემაა და ამაზეც მონაყოლი მაქვს).


მესმის პედაგოგი დამსახურებული იყოს, დიდი პედაგოგიური სტაჟითაც იყოს, მაგრამ ყველაფერს აქვს ასაკობრივი ცენზი და ეს ცენზი პედაგოგებზეც უნდა ვრცელდებოდეს.



მე ვემხრობი გოგებაშვილის "დედა-ენა" ისწავლებოდეს სკოლებსი, მაგრამ მომხრე ვარ მას ასწავლიდეს ახალგაზრდა პდაგოგი, რომელსაც მეტი წვდომა აქვს უკვე განათლებაზე ვიდრე ძვლი თაობის პედაგოგებს, რომელთა უმეტესობამ სამწუხაროდ კომპიუტერის გამოყენება არ იცის და შესაბამისად თუ უშუალოდ სათანადო წიგნებზე არა აქვთ წვდომა ვერ გაეცნობიან იმ საგნის წარსულს, რომელსაც ასწავლიან.


თან ახალგაზრდა მასწავლებელი მეტი მოტივაციაა მოსწავლისათვის (ყველაფერს "კუდს ნუ გამოვაბამთ, არაეთიკურიცაა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის რომანი არსებობდეს) დაესწროს იმ საგნების გაკვეთილებს რომლებსაც ახალგაზრდა მასწავლებელი ასწავლის.


ხარკოვის 134-ე სკოლაში, რომელიც შევჩენკოს ქუჩაზე მდებარეობდა (მდებარეობდა, რადგან რუსმა ოკუპანტებმა ჩემი ყოფილი სკოლა გადაწვეს) გვყავდა ფიზიკის მასწავლებელი, ახალგაზრდა გოგონა რომელმაც მთელ კლასს 32 მოსწავლეს ფიზიკა შეგვაყვარა. გვიხაროდა როცა მარინა მოსკალენკოს გაკვეთილზე უნდა შევსულიყავით, იმდენად უბრალო, ნაზი და უშუალო იყო ჩვენს მიმართ.


ჩემი სკოლა რომელიც რუსმა ბარბაროსებმა გადაბუგეს.


image
განათლება ის სფეროა, სადაც გზა ახალგაზრდა, განათლებულ და პროგრესირებად პედაგოგებს უნდა დაუთმონ უკვე საკმაოდ ასაკოვანმა პედაგოგებმა, ჩემი პატივისცემა თითოეულ ასაკოვან პედაგოგს, მაგრამ დროა სიახლეების, დროა წინსვლის და დროა ახალგაზრდობამ აიღოს ხელში განათლების სათავეები, კომუნისტური მენტალობის პენსიონერი ადამიანები განათლების სისტემაში მთლიანად უნდა ჩაანაცვლოს ახალგაზრდა თაობამ.
ახალგაზრდა პედაგოგები, რომელთა გაკვეთილებზე ვფიქროფ დასწრება მუდამ მაღალი იქნება, ერის და რასის განურჩევლად.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

























0
654
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
654